უცნაურის მომხმარებლები ასე თუ ისე უკვე იცნობთ თელავური სერიების შემოქმედებას. ისინი იღებენ როგორც დოკუმენტურ ფილმებს, ასევე გამოსცემენ ელექტრონულ ჟურნალს. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით კი ერთი ფრიად სასიხარულო ამბავი მაქვს უცნაურელებისთვის და მით უმეტეს აქტიური ავტორებისთვის.
”თელავური სერიები” მზადდება
გიო ბეჟანიშვილისა და მისი მეგობრების მიერ თელავში.
ჟურნალი ბეჭდური სახით არ გამოიცემა. ის მხოლოდ ინტერნეტში ქვეყნდება ყოველთვიურად. ამ ჟურნალში კი ორი გვერდი დაეთმობა ჩვენს საიტს, კერძოდ კი რამდენიმე პოსტს, რომელიც იქნება საუკეთესო და რომელსაც გადავუგზავნით ჟურნალის დამამზადებლებს.
მემგონი საკმაოდ სასიამოვნო იქნება ავტორებისთვის,თუკი თავიანთ ნაწერს ჟურნალში იხილავენ, ასე რომ უფრო გააქტიურდით, წერეთ კარგი პოსტები და აუცილებლად მოხვდებით ,,თელავური სერიების” ფურცლებზე : )
უკვე გამოვიდა ერთი ნომერი,რომელშიც შეგიძლიათ იხილოთ უცნაურის გვერდი. წარმატებები ყველას..
უცნაური ბლოგი მადლობას უხდის ,,თელავურ სერიებს” თანამშრომლობისთვის..
მათი საიტი: http://www.telaviseries.tel.ge/
ჩვენი გვერდი ჟურნალში შეგიძლიათ იხილოთ ამ ნომერში http://www.telaviseries.tel.ge/ts-6.html