კულტურა

საქართველოში უძველესი სელის ბოჭკოები იპოვეს

c7d4c668c303
ძუძუანას მღვიმე

“პირველი მკერავები? მეცნიერებმა უძველესი ბოჭკოები იპოვეს” – The Associated Press

“საქართველოში უძველესი ბოჭკოვანი ქსოვილი იპოვეს, 34000 წლის სელის ბოჭკოები სააქართველოს გამოქვაბულიდან უძველესი ტექსტილის ნაშთებია.” – იუწყება CBC News.

“30000-ზე მეტი წლის წინ კავკასიის მთებში მდებარე გამოქვაბულში ვიღაცამ ველური სელი დაატრიალა და შეღება, რაც დღეს უძველესი ადამიანის მიერ გაკეთებული სელის ბოჭკოს ნაშთითაა წარმოდგენილი.” – The Associated Press

კვლევამ უნიკალური მონაცემები დაადასტურა. ძუძუანას მღვიმეში ადრეული ზედაპალეოლითური (34000წლის) გრეხილი ველური სელის ძაფის ბოჭკოები იპოვეს. დღემდე ითვლებოდა, რომ ყველაზე ძველი ძაფი, ოღონდ ჭინჭრისგან დამზადებული, აღმოჩენილი იყო დოლნივესტონიცაში, ჩეხეთში (ძვ.წ. 29000წ.). თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის, პრეისტორიულ ხანის უძველესი სელის ძაფი. უნიკალურ აღმოჩენას დიდი გამოხმაურება მოყვა სამეცნიერო წრეებში.

ძუძუანას მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზე მდებარეობს. ძეგლი აღმოაჩინა 1966 წელს, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ყვირილის ხეობის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ დავით თუშაბრამიშვილის ხელმძღვანელობით. 1996 წლიდან დღემდე ძუძუანას მღვიმეში მუშაობა მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტზე თენგიზ მეშველიანის, ოფერ-ბარ იოზეფისა (ანთროპოლოგიის დეპარტამენტი, ფიბოდის მუზეუმი, ჰარვარდის უნივერსიტეტი, კემბრიჯი, აშშ) და ანნა ბელფერ-კოენის  (არქეოლოგიის ინსტიტუტი, ჰიბროუს უნივერსიტეტი, ისრაელი) ხელმძღვანელობით.

2ecd6eb0abe4
ძუძუანას მღვიმე

“ადამიანები სელს 34000 წლის წინათაც იყენებდნენ… სელის ბოჭკოები აშკარად თოკების ან ტანსაცმლის გასაკეთებლად გამოიყენებოდა,” დოქტორი ბარ-იოზეფი: “ეს აშკარად იმ ე.წ. ზედა პალეოლითის რევოლუციის შედეგია, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ათეული ათასი წლის წინ ადამიანმა საგრძნობი ტექნოლოგიური და სოციალური ცვლილებები განიცადა.

მიუხედავად იმისა, თითქმის იგივე ასაკის ევროპულ ძეგლებზეც ნაპოვნია ქსოვილის ნაშთები, “ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, თუ რა მცენარე იყო იქ გამოყენებული. საქართველოს შემთხვევაში კი ჩვენ შანსი გვაქვს დაზუსტებით ვთქვათ, თუ რომელი მცენარის ნაშთებთან გვაქვს საქმე, რაც შესანიშნავია.” ვარაუდობენ, რომ ბოჭკო შეღებილიც იყო, რადგან შესაძლებელია ბუნებრივი პროცესების შედეგად მას სხვა მასალის ფერი გადადებოდა, რადგან სელის შეღებვა საკმაოდ ძნელია. “ფერების მრავალფეროვნება იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქსოვილი არა შემთხვევით, არამედ საგანგებოდაა შეღებილი. ეს ნამდვილად არ არის ადგილობრივი მიწისაგან შეფერილი.”

წყარო: 24 საათი, სოფო კილასონია, “არა მხოლოდ დმანისი, უკვე ძუძუანაც…”

მსგავსი ამბები

Back to top button