არქივი

ხელოვნების დაუსრულებელი შედევრები

12024e591b34

ხელოვნების ყოველ დარგში არსებობს სხვადასხვა მიზეზის გამო დაუსრულებელი ნამუშევრები. ზოგიერთი მათგანი დაიკარგა ან დავიწყებას მიეცა, თუმცა ისეთი ავტორების ნაშრომები, როგორიცაა და ვინჩი ან მოცარტი, თუნდაც დაუსრულებელი სახით, ნამდვილ შედევრებად ითვლება. პოსტში ნახავთ 10 ყველაზე ცნობილ დაუმთავრებელ ხელოვნების ნიმუშს.

1. მოცარტის “რექვიემი”

3ca0ae16a738

ცოტა ხნით ადრე გარდაცვალებამდე 1791 წელს, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტს დაუკავშირდა ერთი საიდუმლობით მოცული იცნობი და დაუკვეთა დაეწერა რექვიემი საკუთარი ცოლის დაკრძალვაზე დასაკრავად. მოცარტმა, რომელიც დაავადებული იყო უცნობი დაავადებით, მიიღო ეს დავალება ალბათ საკუთარი სიკვდილის ნიშნად. ზოგიერთის აზრით, მან ფაქტიურად დაწერა რექვიემი საკუთარი დაკრდალივისათვის. მოცარტი გარდაიცვალა ნაწარმოების დასრულებამდე, ხოლო სამუშაო დაასრულა მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ – ფრანც ზუსმაიერმა.

2. და ვინჩის “გრან კავალო”

4017538bbd8e

იქიდან გამომდინარე, რომ ლეონარდო სწრაფად კარგავდა ინტერესს ამა თუ იმ პროექტისადმი და გადადიოდა სხვაზე, მას საკმაოდ ბევრი დაუმთავრებელი ქმნილება დარჩა. მეთხუთმეტე საუკუნეში და ვინჩის მილანის ჰერცოგის დაკვეთით უნდა შეექმნა ცხენის ძეგლი ჰერცოგის მამის პატივსაცემად. ლეონარდო 12 წლის მანძილზე მუშაობდა ძეგლზე, ხოლო 1492 წელს შექმნა 7 მეტრიანი მოდელი სახელად ,,გრან კავალო”, რომელიც აღიარეს, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი რამ, რაც ოდესმე შექმნილა. მაგრამ სანამ ცხენი ფორმები ბრინჯაოთი ჩამოისხმებოდა, დაიწყო ომი საფრანგეთსა და იტალიას შორის. ჰერცოგმა ძეგლისათვის საჭირო 200 000 ფუნტი მეტალი გადასცა სამხედროებს, რომელთაც იგი გამოიყენეს ზარბაზნების ჩამოსასხმელად. ასე რომ და ვინჩის შედევრი ვერ დასრულდა.

3. გაუდის “წმინდა ოჯახის ტაძარი”

fa9d8387286d

ერთ-ერთი უძველესი არქიტექტურული პროექტი, წმინდა ოჯახის სახელობის ტაძარი ბარსელონაში, იმყოფება მშენებლობის სტადიაში 1882 წლიდან. ექსცენტრიული შენობა დააპროექტა ცნობილმა არქიტექტორმა ანტონიო გაუდიმ. გაუდი ტაძრების მშენებლობაზე 40 წლის მანძილზე მუშაობდა, ბოლო 15 წელი მხოლოდ ამ ტაძარს მიუძღვნა, მაგრამ იგი გარდაიცვალა 1926 წელს, მშენებლობის დასრულებამდე. პროექტი მაინდეს გაუდის დამხმარეს, რომელმაც გააგრძელა მუშაობა. ესპანეთში დაწყებულმა სამოქალაქო ომმა შეუშალა ხელი მშენებლობის გაგრძელებას. 1936 წელს ხანძრის დროს განადგურდა მრავალი მაკეტი და ნახაზი, რომელიც გაუდის სახელოსნოში ინახებოდა. საბედნიეროდ, მოგვიანებით მოხერხდა მათი ნაწილის აღდგენა. ფასადის მშენებლობა განახლდა მხოლოდ 1952 წელს. ამ წელს დასრულდა კიბის მშენებლობა.
მიუხედავად მისი დაუსრულებელი სახისა, წმინდა ოჯახის ტაძარი ყველაზე ცნობილი ტურისტული წერტილია ბარსელონაში. ხელისუფლების განცხადებით კი, შენობა დასრულებული სახით 2010 წელს უნდა გახსნილიყო. თუმცა მუშაობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

4. გილბერტ სტიუარტის “ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტი”

da19fca793fd

ჯორჯ ვაშინგტონის პორტრეტი, რომელიც ერთდოლარიან კუპიურაზეა გამოსახული, შესრულებულია გილბერტ სტიუარტის მიერ. სტიუარტი ცნობილი მხატვარი იყო, რომელიც ხატავდა მეფეთა და პრეზედენტების პორტრეტებს. ყველასათვის არაა ცნობილი, რომ ვაშინგტონის პორტრეტი არ არის დასრულებული.ფერმწერმა განზრახ დატოვა დაუმთავრებლად პორტრეტი, რათა დაეკავებინა ვაშინგტონი და გაეკეთებინა ასლები, რომლებსაც იგი შემდეგ 100$ ყიდდა. ასე მან გააკეთა 70 რეპროდუქცია, თუმცა ვერ დაასრულა ორიგინალი გარდაცვალებამდე, 1882 წლამდე. თავის მხრივ, ვაშინგტონი, როგორც ამბობენ, ძალიან გაბრაზებული ყოფილა სტიუარტის საქციელის გამო. ერთხელ სახელოსნოშიც კი მისულა მხატვართან და მოუთხოვია მისთვის საკუთარი პორტრეტის განადგურება.

5. ორსონ უელსი “ქარის სხვა (მეორე) მხარე”

b5b955019356

ორსონ უელსი იყო ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი. საფრანგეთში მუშაობის შემდეგ, 1967 წელს ორსონ უელსმა დაიყო მუშაობა ფილმზე “სიღრმე”, ჩარლზ უილიამსის ნოველის “მკვდარი მორევის” მიხედვით. მაგრამ გადაღებები შეწყდა ფილმის მთავარი გმირის, ლოურენს ჰარლის გარდაცვალების გამო. მოგვიანებით ფილმის შენახული მასალების რედაქტირება მოხდა და აჩვენეს მიუნხენის კინო-მუზეუმში.
ამერიკაში დაბრუნებული უელსი იწყებს ახალი ფილმის გადაღებას, ესაა “ქარის სხვა (მეორე) მხარე”, რომლის სცენარი დაიწერა 1960-ინების ბოლოს. 1972 წელს უელსმა განაცხადა, რომ ფილმზე მუშაობა დასრულებული იყო 96%-ით. მაგრამ პროექტი ვერ დასრულდა და არც პრემიერა გამართულა. იყო რამდენიმე მცდელობა ფილმის ეკრანებზე გამოსვლისა, მაგრამ ყველა მათგანი უშედეგოდ დასრულდა.

6. სამუელ ტეილორ კოლრიჯის “კუბლა ხანი”

e17d1544f89b

სამუელ ტეილორ კოლრიჯი იყო ინგლისელი პოეტი-რომანტიკოსი, კრიტიკოსი და ფილოსოფოსი, ე.წ. “ტბის სკოლის” წარმომადგენელი. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია “კუბლა ხანი”. იგი წერდა მას 1797 წელს. ამ დროს სამუელი ცხოვრობდა ფერმაში, ინგლისის ერთ სოფელში. პოეტი იყენებდა ოპიუმს და ჩაეძინა წიგნის კითხვის დროს, როგორც ამბობენ პოემის სიუჟეტზე ოცნებისას. გაღვიძებულმა სამუელმა პირველი 50 სტრიქონი დაწერა, სანამ ოპიუმი ჯერ კიდევ მოქმედებდა. კოლტრიჯი გონს არ იყო ერთი საათი მანძილზე, ხოლო როცა გონს მოეგო, მისი “ჩვენება” 300 ეპიკურ პოემაზე, მეხსიერებიდან გაუქრა. იგი ცდილობდა დაბრუნებოდა სამუშაოს, მაგრამ საბოლოოდ უარი თქვა პოემის დასრულებაზე. დღეს კი “კუბლა ხანი” მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია.

7. ჩარლს დიკენსის “ედვინ დრუდის საიდუმლო”

36209308fe31

ჩარლზ დიკენსი, ინგლისელი მწერალი, XIX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინგლისურენოვანი მწერალია, ჰუმანისტი და მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსი.
რომანი “ედვინ დრუდის საუდუმლო” დაწყებულია დიდი ხელოვნებით, მაგრამ საით უნდა წასულიყო სიუჟეტი და რა უნდა ყოფილიყო მისი აზრი, ჩვენ არ ვიცით, რადგან ნაწარმოები დაუსრულებელი დარჩა. 1870 წლის 9 ივნისს, 58 წლის დიკენსი, გარდაიცვალა ინსულტით.
ზოგიერთი მწერალი შეეცადა დაესრულებინა წიგნი. 1873 წელს, ვინმე ტომას ჯეიმსი ირწმუნებოდა, რომ დაწერა წიგნი ჩარლზ დიკენსის სულთან კავშირის საშუალებით. ბევრმა ცნობილმა მწერალმა შეაფასა ჯეიმსის ვერსია და აღნიშნეს, რომ სტილი ნამდვილად გავდა დიკენსის წერის სტილს. წლების განმავლობაში ამ წიგნის ჯეიმსისეული სიუჟეტი აღიქმებოდა წიგნის დასრულებულ ვერსიად.

8. ჯიმი ჰენდრიქსის ” ამომავალი მზის პირველი სხივები”

4e59a8c4a909

ჯიმი ჰენდრიქსი იყო ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. 2009 წელს ჟურნალმა “Time” იგი დაასახელა ყველა დროსი საუკეთესო გიტარისტად. იგი ცნობილია, როგორც როკის ვირტუოზი.
სამოციანი წლების ბოლოს ჯიმი ჰენდრიქსმა ჩაწერა სამი ალბომი, რომლებმაც იგი წარმოაჩინეს, როგორც ყველაზე ნიჭიერი გიტარისტი. ჯგუფის დაშლის შემდეგ, ჰენდრიქსმა დაიწყო ამბიციურ პროექტზე მუშაობა სახელწოდებით “ამომავალი მზის პირველი სხივები”. სამწუხაროდ, ჩაწერამდე ჰენდრიქსი გარდაიცვალა ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღებისაგან. მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ოჯახსა და პროდუსერებს შორის ჯიმის მასალების გამოყენების უფლებისავის. 1997 წელს ალბომის შემოკლებული ვერსია გამოუშვეს,რომელიც შეძლებისამებრ ახლოს იყო ჰენდრიქსისეულ კონცეფციასთან.

9. საბჭოს სასახლე

4b8866be2f7e

საბჭოს სასახლე იყო გრანდიოზული არქიტექტურული პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიყო საბჭოთა კავშირში დიდი სამამულო ომის დასაწყისში. შენობა დააპროექტეს მოსკოვში და გათვლილი იყო, როგორც ადმინისტრაციული ცენტრი და კონგრეს-დარბაზი. დასრულების შემდეგ შენობა იქნებოდა ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში (?). პროექტი შეირჩა საერთო ნაციონალური კონკურსის შედეგად, რომელშიც მონაწილეობდა 272 სხვა პროექტიც. დიდი კონკურენციის ფონზე გაიმარჯვა არქიტექტორ ბორის იოანის პროექტმა. მშენებლობა დაიწყო 1937 წელს, ხოლო 1941 წლისათვის შენობის “კარკასი” უკვე მზად იყო. დაიწყო დიდი სამამულო ომი და მშენებლობაც შეწყდა. ფოლადის “კარკასი” დაშალეს და გამოიყენეს სხვადასხვა მიზნებისათვის. ომის დასრულების შემდეგ, ბევრი საუბარი იყო პროექტის დასრულების თაობაზე, 1958 წლამდე ამ შენობისათვის სასახლისათვის გამოყოფილი ტერიტორია ცარიელი იყო, მაგრამ საბოლოოდ პროექტზე მაინც უარი ითქვა.

10. ბრიუს ლი “სიკვდილის თამაში”

ce01863085c2

ბრიუს ლი იყო აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატი, ამერიკული და ჰონკონგის კინოს მსახიობი, ასევე კინორეჟისორი, პროდუსერი და სცენარისტი. იგი სულ ვარჯიშობდა და ხვეწავდა თავის მიღწევებს კუნ-ფუში. გამოიგონა თავის სტილი ჯინ კუნ-დო, ცდილობდა შეეტანა ახალი რამ ბრძოლების ტექნიკაში.
1970-იანების დასაწყისში იგი გადაიღეს სამ ფილმში და სწრაფად მოიხვეჭა ორთაბრძოლების ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატის სახელი. 1972 წელს დაიწყო ფილმის გადაღება სახელწოდებით “სიკვდილის თამაში”. სამწუხაროდ, ბრიუს ლი გარდაიცვალა თავის ტკივილის გამაყუჩებლის მიღების შედეგად და ვერ მოასწრო ფილმზე მუშაობის დასრულება.
მისი ბოლო ფილმის გადაღება კიდევ 5 წლის მანძილზე გრძელდებოდა დუბლიორის დახმარებით, მას მოყვა დიდი წარმატება და უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია კუნგ-ფუს მიმართ. მიუხედავად ფილმის გამოსვლისა, ბრიუს ლის ტალანტის თაყვანისმცემლები ,,სიკვდილის თამაშს” დაუსრულებლად თვლიან.

მორჩა კინო…. :boli:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button