არქივი

დაკარგული საფლავი

d414e9d315e0
ნაჭარმაგევის საზაფხულო რეზიდენციაში იმყოფებოდა მეფე თამარი, რომდესაც მას მძიმე სენი აღმოაჩნდა. მეფე სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, შემდეგ კი თბილისის მახლობლად „აგარათა ციხეში“ გადაიყვანეს. თამარ მეფე გარდაიცვალა 1213 წელს . ზოგი მეცნიერი თამარ მეფის გარდაცვალების თარიღად სხვა წელს მიიჩნევს. დიდად იგლოვა სრულიად საქართველომ მეფის გარდაცვალება. მეფე თამარი გელათში წაასვენეს და იქ დამარხეს. მატიანეები ასე გადმოგვცემენ ამ მოვლენას:

fadcf1071216

„ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“:

„და წაიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათსა და დამარხეს სამარხოსა პატიოსანსა. და დაუტევა ძესა თავისსა ლაშას“.

6e228444f35f

„ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი“:

„აღმოიყარნეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს და მერმე უკანასკნელ თვით მუნვე გელათსა დაამკვიდრეს თავისსა

შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკვიდრებულ პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა.“

610a8dcc9042

„ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე“:

„მეფესა შინა დაყო ოცდასამი წელიწადი აღვიდა წინაშე ღმრთისა, სადა იგი მკვიდრობენ წინასწარმეტყველნი და მამათმთავარნი

და მეფენი… დამარხეს ახალსა მონასტერსა გელათსა“.

წყარო:ka.wikipedia.org

damgleli axalgazrda

მმმ... მე ვარ 14 წლის დამგლელი ახალგაზრდა და ძალიან ძალიან მიყვარს უცნაური ამბები <3 და ხატვაც :დ

მსგავსი ამბები

Back to top button