კარტი – დემონის იარაღი?
მაინც, რა დამღუპველი ძალა აქვს “კარტს” ადამიანის სულისთვის?
ბანქოთი გატაცება ადამიანს პირველობის სურვილს უღვივებს, უძლიერებს ვნებას, იდგეს სხვაზე მაღლა, ზრდის ამპარტავნებას. წაგების შემთხვევაში, მოთამაშე ღიზიანდება, რასაც მოსდევს სიბრაზე და მრისხანება, ან პირიქით, იმედის დაკარგვა, სასოწარკვეთა და თვითმკვლელობა.
თამაში ხშირად მთავრდება ჩხუბით, ტყუილით, ქონების დაკარგვით, მკვლელობით. ბანქო ხშირად ხდება ლოთობის, ქურდობის საბაბი. მართლმადიდებელი ქრისტიანები მიიჩნევენ, რომ ბანქო მკითხავებისა და ჯადოქრების საყვარელ გასართობია.
რაში მდგომარეობს ბანქოს მომაკვდინებელი ძალა?
ბანქოს ნიშნებია: ჯვარი, რომელზედაც აცვეს იესო ქრისტე; შუბი, რომლითაც უფალი განგმირეს; ღრუბელი, რომელიც ძმარში დასველებული ტუჩებთან მიუტანეს მაცხოვარს და ოთხკუთხათავიანი ლურსმნები, რომლებითაც ქრისტე ჯვარზე გააკრეს.
ადამიანი ბანქოს თამაშისას, უმეცრებით, თავს ნებას აძლევს, ღვთის სახელი შეურაცხჰყოს. მაგალითად, ბანქო, რომელზეც გამოსახულია ჯვარი, ანუ ჯვარი ქრისტესი დაუდევრად მოისროლოს მაგიდაზე სიტყვით – “ტრეფა”, რაც ებრაულად “ბილწს”, “უწმინდურს” ნიშნავს.
მეტიც, მოთამაშენი თვლიან, რომ ჯვრის “გაჭრა” შეიძლება “ექვსიანი კოზირით” და არც იციან, რომ “კოზირი” და “კოშერი” ლათინურად ერთნაირად იწერება და ნიშნავს “რიტუალური მსხვერპლთშეწირვას”.
ბანქოს თამაშის ნამდვილი არსი, როგორც მორწმუნეები ამბობენ, იმაში მდგომარეობს, რომ რიტუალური მსხვერპლსეწირვა თითქოს ცხოველმყოფელ ჯვარზე მეტ ძალას ფლობს.
“ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ სათამაშო ბანქოს ერთადერთი მიზნით – წმიდა ჯვრის შეურაცყოფისათვის იყენებენ ეშმაკების გასახარად, – მიიჩნევენ მორწმუნეები, – ქრისტიანი, რომელიც თამაშობს ან სახლში ინახავს ბანქოს, ან იღებს სხვისგან დახმარებას ბანქოს საშუალებით, მკითხაობით, ხდება ქრისტეს ვნებების შეურაცხმყოფელი და იმზადებს ადგილს ჯოჯოხეთში ეშმაკთან. ამიტომ, ადამიანმა, რომელიც შესცოდავს ბანქოს თამაშით, აუცილებლად უნდა მოინანიოს აღსარებაში.
ცნობისთვის: ერთი ვერსიით, სათამაშო ბანქო ჩინელებმა გამოიგონეს 1120 წელს, 1132 წელს კი ჩინეთში მოხმარებაში შევიდა. მეორე ვერსიით კი, ბანქო გამოიგონეს ეგვიპტეში და გამოიყენებოდა სამკითხაოდ.
დასავლეთ ევროპაში ბანქო გაჩნდა მე-14 საუკუნეში. თანამედროვე სახე კი მე-15 საუკუნეში მიიღო.
მწერალ ნაროვჩატოვის აზრით, ივანე მრისხანეს მეფობისას, მოსკოვში გამოჩნდა ვინმე ჩერჩელი, რომელსაც შემდეგ ჩერტელო შეარქვეს. იგი იტალიაში ფრანგად ასაღებდა თავს, საფრანგეთში – გარმანელად, გერმანიაში – პოლონელად, პოლონეთში კი რუსი გახდა. მან მოსკოვში ჩაიტანა პატარა ზარდახშა, რომელიც წითელი და შავი არშიებით იყო შემოვლებული, რაც თითქოს ბანქოს მასტის ფერებს შეეფერებოდა, ხალხი კი ამბობდა, ეს ჯოჯოხეთის ცეცხლის ფერებიაო.
“მესამე რომში” ბანქოს ეპიდემია დაიწყო, ბანქოზე დიდი მოთხოვნილება გაჩნდა და ჩერჩელიმაც მოსკოვში სხვა ბიზნესის წამოიწყო – ბანქოს ბეჭდვა. მისი წინადადება რუსეთში საკმაოდ ცივად მიიღეს, პირველმა მბეჭდავმა ივან ფიოდოროვმა მტკიცე უარი განაცხადა ბანქოს დაბეჭდვაზე.
თავიდან ბანქოს თამაშს მოთმინებით უყურებდნენ, შემდეგ კი მისი დევნა დაიწყეს, რადგან მასში ბნელი ძალების მონაწილეობა შენიშნეს. პირველი კანონი ბანქოს შესახებ 1649 წელს მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ბანქოს მომხმარებლებს ისე უნდა მოპყრობოდნენ, როგორც ქურდებს.
1696 წელს გამოვიდა ბრძანება, რომლის თანახმადაც, უნდა გაეჩხრიკათ ბანქოს თამაშში ყველა ეჭვმიტანილი და თუ მას ბანქო აღმოაჩნდებოდა, იგი გაიროზგებოდა.
1717 წელს ბანქოს მოთამაშე ფულადი გადასახადით – ჯარიმით ისჯებოდა.
მე-18 საუკუნეში კანონი ბანქოს შესახებ ბევრად ლმობიერი გახდა. მეტიც, საერთოდ ამ საკითხის გამოძიებისას, ფრთხილად უნდა მოქცეულიყვნენ, რათა ზედმეტად არ შეეწუხებინათ ბანქოს მოთამაშე. თამაშისადმი ინტერესი იმდენად გაიზარდა, რომ უკვე აღარავის აინტერესებდა, რა იყო გამოსახული ქაღალდებზე.
უშაკოვის ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა “ტუზი” პოლონური წარმოშობისაა და ნიშნავს “ბანქოს ქაღალდს ერთი ქულით”.
ბანქოს კალოდის სტრუქტურა ყველასათვის ნაცნობია: მეფე, დამა, ვალეტი და ასე შემდეგ, უფრო ქვევით ორიანამდე. ეს არის მთელი იერარქიული კიბე ზევიდან ქვევით. ხანდახან კალოდას ემატება კიდევ ერთი ქაღალდი – ჯოკერი, ფიგურა “ტრიკოში”, მასხარას ქუდით, ხელში – სკიპტრით, რომელზეც ადამიანის თავია წამოცმული, რომელიც თანამედროვე მხატვრებმა მუსიკალური თეფშებით შეცვალეს.
ჯოკერი ყველაზე მაღალი კარტია, მას არ აქვს ფიგურა და მისი გაჭრა არცერთ მასტს არ შეუძლია, პირამიდის თავში, ყველა შემთხვევაში, ხვდება არა მეფე, არამედ ტუზი. ასე და ამგვარად, იერარქიის თავში ხვდება ქაღალდი, რომლის ნომერია “პირველი”.