საკითხავისასარგებლო

ცოტა რამ პარიზის შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ პარიზი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია ტურისტებში, არსებობს ისეთი ფაქტებიც, რომლის შესახებაც ცოტასთვისაა ცნობილი. ამ პოსტში მოგითხრობთ ხუთ ისეთ რამეზე, რაც საინტერესო იქნება ყველასთვის, ვინც უკვე იყო, ან აწი აპირებს პარიზში სტუმრობას.

ეიფელის კოშკი იქმნებოდა მხოლოდ 20 წლით

გუსტავ ეიფელი, რომელმაც შექმნა კონსტრუქცია, ვერც კი იფიქრებდა, რომ მისი ქმნილება იარსებებდა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. ამბობენ, რომ ეს პროექტი გათვლილი იყო მხოლოდ 20 წელზე და კოშკი გათვლილი იყო მხოლოდ დროებითი ექსპონატი, რომელიც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი მსოფლიო გამოფენაზე (Exposition Universelle). მას შემდეგ, რაც კოშკის ექსპლუატაციის ვადა გავიდა, ხელისუფლებამ გადაწვიტა მისი დატოვება. ამის მიზეზი ორი იყო: 1. ტურისტების მოზიდვა; 2. კოშკის რადიო-ტექნიკური მიზნებისათვის გამოყენება.

პირველად სტრიპტიზი პარიზში იცეკვეს

დიახ, ეს მოხდა 1894 წელს. ამ დრომდე სხვადასხვა პარიზულ წარმოდგენებში, მულენ რუჟის ჩათვლით, ცეკვავდნენ არც თუ ,,კარგად”, მაგრამ მაინც ჩაცმული ოგონები. ყოველწლიურად გოგონების სამოსი იკლებდა, სანამ 1894 წელს არ მოხდა სრული ,,განძარცვა”. ალბათ, სწორედ ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს სექსუალური რევოლუციის დასაწყისად.

წარმოგიდგენიათ, რა იყო სტრიპტიზი 1894 წელს? ეს არ იყო მუსიკის თანხლებით ნელი მოძრაობებით ტანსაცმლის გახდა. ეს თურმე სრულიად შემთხვევით დაიწყო. ქალბატონმა, რომელიც ამ დროს წარმოდგენას მართავდა, ტანსაცმელზე რწყილი შეამჩნია და სასწრაფოდ დაიწყო გახდა, სანამ სრულიად შიშველი არ დარჩა.

ფრანგები უფრო სექსუალურები არიან, ვიდრე სხვები

იგულისხმება, რომ ფრანგებს უფრო მეტჯერ აქვთ სექსი მთელი წლის მანძილზე, ვიდრე სხვა ეროვნების წარმომადგენლებს.
კომპანია Durex (რომელიც პრეზერვატივებს აწარმოებს) გამოაქვეყნა საკუთარი კვლევის შედეგები. ამ კვლევებზე დაყრდნობით, ფრანდებს უფრო ხშირად აქვთ სექსი, ვიდრე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს (კვლევა ჩატარდა კიდევ 22 ქვეყანაში). და თურმე, საშუალოდ, ფრანგს წელიწადში 167-ჯერ აქვს სექსი.

სინათლის ქალაქი

პარიზის ზედმეტსახელი – სინათლის ქალაქი – სულაც არაა დაკავშირებული ილუმინაციებთან. ასე შეიძლება იგივე სახელი დარქმეოდა ნებისმიერ დიდ, თანამედროვე ქალაქს. საქმე იმაშია, რომ ადრე პარიზი იყო განათლების, ფილოსოფიისა და ხელოვნების ხენტრი. ამჟამად მისი მნიშვნელობა ამ მხრივ ცოტა შემცირებულია, მაგრამ ადრე იგი იყო ნამდვილად კულტურული ნათელი. აი ამიტომ აქვს ქალაქს ასეთი ლამაზი მეტსახელი.

თანამედროვე პარიზი დაპროექტებულია ომისათვის

უფრო ზუსტად, არა ომისთვის, არამედ სტრატეგიული მიზნებისათვის, ასე ამბობდა ნაპოლეონ III. მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში გადაწყდა პარიზის მოდერნიზება, ანუ სტრატეგიული გაუმჯობესება. ამ პროექტში შედიოდა ქალაქის გაზრდა და ვიწრო ქუჩების გაფართოვება. გადაწყდა, რომ პარიზი შეინარჩუნებდა თავის სილამაზეს, მაგრამ აუცილებლად იქნებოდა გათვალისწინებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი და მოსახერხებელი ყოფილიყო ომის დროსაც. ფართო ქუჩების ბლოკირება უფრო რთულია და თან საბრძოლო ტექნიკასაც გაუადვილდებოდა გადაადგილება.

მორჩა კინო…. ;)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close