არქივი

ქალაქები, რომელთაც გაქრობა ემუქრებათ

3cd3de016d15

ჟურნალმა «Forbes» გააკეთა პროექტი ქალაქებზე, რომლებიც XXი საუკუნეში გადაიქცევიან ,,მოჩვენებებად”. პროექტის მიხედვით, არსებობენ ქალაქები, რომლებიც დღეს ჩვეულებრივად აგრძელებენ სიცოცხლეს, თუმცა ეს ასწლეული, შესაძლოა, მათთვის უკანასკნელი აღმოჩნდეს.

ასეთი მაგალითი კი ისტორიას ბევრი ახსოვს. მაგალითად ქალაქი მოჰენჯო-დარო, რომელიც მდინარე განგის ნაპირზე იყო გაშენებული და მაშინდელი ცივილიზაციის დიდ ცენტრს წამოადგენდა 900 წლის მანძილზე… ჩვენს ერამდე 1700 წელს ქალაქი დაცარიელდა და მისი აღმოჩენა მოხდა 1920 წელს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს იგი თავიდან და მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ ქალაქის დაცარიელების და მოსახლეობისაგან დაცლის მიზეზი ყოფილა დიდი ეკონომიკური პრობლემები, რომელსაც თან დაერთო მტრის შემოსევაც. ამ პრობლემებმა კი გამოიწვია დიდი ცივილიზაციის დაცემა.

ახლა კი თანამედროვე ქალაქებს შევეხოთ…

სან ფრანცისკო, აშშ.

12238687306b

კალიფორნიის უნვიერსიტეტის მკვლევარები, 75%-იანი სიზუსტით აცხადებენ, რომ 2086 წელს სან-ფრანცისკოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდება მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე იქნება 7 ბალზე მეტი. ეს გამოიწვევს ქალაქის მთლიან განადგურებას. გარდა ამისა, სან-ფრანცისკო არის ქალაქი, რომელშიც მოსახლეობა ყველაზე მეტად და სწრაფად მცირდება. მიწისძვრის მოახლოება კი ქალაქის დაცარიელებას კიდევ უფრო დააჩქარებს.

დეტროიტი, აშშ

0a1e6906c3ed

დეტროიტის მოსახლეობა 1950 წლიდან მოყოლებული სამჯერ შემცირდა დღეს მისი რაოდენობა 950 ათასია. გამოთვლების მიხედვით, 2030 წლისათვის, ქალაქში უმუშევრების პროცენტული მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს. ეს ტენდენცია კი, დააჩქარებს ქალაქის დაცლას და საბოლოოდ, მის ,,ქალაქ-მოჩვენებად” გადაქცევას.

ვენეცია, იტალია

8edc4087b6c6

არხების ქალაქი იძირება უკვე მთელი ათასწლეულია, მაგრამ ბოლო ასწლეულში მიწის მოძრაობის სისწრაფე გაიზარდა. ბოლო 100 წლის მანძილზე, ვენეციამ 24 სანტიმეტრით დაიწია დაბლა. ქალაქის მმართველობა აცხადებს, რომ აქვს გეგმები, რაც შეაჩერებს ქალაქის ჩაძირვას. თუმცა, არავინ იცის, რამდენად იმოქმედებს ეს გეგმა.

მეხიკო, მექსიკა

6bb90ca0d532

მეხიკო წყალზე ტივტივებს. ქალაქი წყლის დიდ მასაზე დგას, რომელიც, ამავე დროს, ქალაქის ძირითადი წყალმომარაგების წყაროა. ყოველთვის, როცა 20 000 000 მცხოვრები წყალს სვამს, ქალაქი თანდათან დაბლა ეშვება. გათვლების თანახმად, 100 წლის მანძილზე მეხიკო 9 მეტრით დაიწევს დაბლა, თუმცა სულ ეს არაა. ყველაზე დიდი რპობლემა სასმელი წყალია, რომელიც ქალაქის დაბლა დაწევასთან ერთად მოიკლებს და გათავდება. იზრდება მეხიკოს მოსახლეობა, მაგრამ მცირდება წყლის მარაგი. ეს კი დიდი საფრთხეა.

ნეაპოლი, იტალია

fbfeb65e3186

ვულკანმა ვეზუვმა გაანადგურა პომპეი ჩვენს ერამდე 79 წელს და იგივე ემუქრება ნეაპოლსაც. როგორც ცნობილია, ეს ვულკანი100 წელიწადში ერთხელ იღვიძებს. უკანასკნელად იგი 1944 წელს ამოიფრქვა. ვეზუვი მდებარეობს სამხრეთ იტალიაში, ნეაპოლთან ახლოს. თუმცა, ნეაპოლის გარდა, ვეზუვი საფრთხეს უქმნის ე.წ. ,,წითელ ზონაში” მცხოვრებ 4 მილიონზე მეტ ადამიანს. ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში ნეაპოლი და მისი მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად განადგურდება.

ტიმბუქტუ, მალი

e210f75bc996

გაუდაბნოება ყოველთვისაა იმ ქვეყნებისა და ქალაქების დიდი პრობლემა, რომლებიც საჰარის უდაბნოს მახლობლად მდებარეობს. ყველაზე დიდი საფრთხე ამუქრება ქალაქ ტიმბუქტუს. ქალაქი 1000 წლისაა და იგი ისლამური ცივილიზაციის დიდი ცენტრი იყო 15-16 საუკუნეებში. მალიში გარკვეულ ღონისძიებებს ატარებენ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, თუმცა ქალაქის ნაწილი უკვე ქვიშითაა დაფარული და პროცესი გრძელდება.

მსგავსი ამბები

Back to top button