მსოფლიოში ყველაზე გაჭირვებული ქვეყნები – ღია ბარათები ჯოჯოხეთიდან (I ნაწილი)
ეს არის ნამდვილი ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ქვეყნები, რომელთა მდგომარეობაც დღითი-დღე უარესდება. მათი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, მათ აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა, ხშირია მძიმე სნეულებები, რომელთა მეშვეობითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი იღუპება. შიმშილი, ანტი-სანიტარია, უუფლებო ადამიანები, მილიტარისტული რეჟიმი – ეს იმ პრობლემათა არასრული სიაა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გაჭირვებული ქვეყნების სიაში შემავალ სახელმწიფოებს აქვთ. ეს სია კლასიფიცირდა სპეციალური ინდექსის მეშვეობით, რომელიც არა მხოლოდ ეკონომიკურ-პოლიტიკურ, არამედ სხვა ასპექტებსაც მოიცავდა ისეთებს, როგორიცაა – ჯანდაცვის სფერო, განათლების დონე, სტაბილურობის მაჩვენებელი და ა.შ. სიაში ე.წ. “საპატიო სამეულს” წარმოადგენს ქვეყანები, რომლებიც ყველაზე დაბალი განვითარების მქონე სახელმწიფოთაა მიჩნეული, ესენია – სომალი, ჩადი და სუდანი
1. სომალი
ეს არის ქვეყანა, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არ თმობს სიის “ლიდერის” პოზიციას. ექსპერტები გამოყოფენ სომალის ორ, ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას. პირველი ეს არის ის, რომ მის ძირითად ნაწილს ექსტრემალი ისლამისტი მილიტარისტები მართავენ. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია უკიდურესად ნაციონალისტური და ყველაზე გავლენიანი ჯგუფი – ალ-შაბაბი. მეორე უმნიშვნელოვანესი პრობლემა კი ის გახლავთ, რომ სომალი მეტად კრიმინალისტური ქვეყანაა, სადაც, ფაქტიურად, დაუსჯელობის სინდრომი ბატონობს. ამ მოსაზრების გასამყარებლად სომალელი მეკობრეებიც კმარა. მათ საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნეს სრულიად მსოფლიოს. აღსანიშნავია, რომ 2009 წელს მათ არაკანონიერი ქმედებებით 89 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება შეძლეს.
2. ჩადი
როდესაც ჩადის პრობლემებსზე საუბრობენ, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ამ ქვეყანას იგივე პრობლემები აქვს, რაც სომალს. ცხადია, ძნელია ორ ქვეყანას იდენტური პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ, ფაქტია, რომ ისინი, გარკვეულ ასპექტებში, მართლაც გავს ერთმანეთს. ჩადის მოსახლეობისათვის განსაკუთრებულად რთულია ცხოვრება ისეთ ისტერიულ რეჟიმში, რაც მათმა პრეზიდენტ-დიქტატორმა იდრის დებიმ მოიტანა. მან დააპატიმრა ყველა ოპოზიციური ფიგურა და მთელი ხარჯები სამხედრო სფეროსაკენ მიმართა. სწორედ ამის შედეგად, ჩადიში დამყარდა მილიტარისტული დიქტატურა.
3. სუდანი
მიუდედავად იმისა, რომ სუდანი სიდიდით X ქვეყანაა მსოფლიოში, იგი მაინც იკავებ ამ სიაში “საპატიო პოზიციას”. სუდანი არის პირველი ქვეყანა ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლით. 1956 წელს მან შეძლო და მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცაღა მაინც ვერ დაძლია შიმშილი, უმუშევრობა, გაუნათლებლობა, მძიმე სნეულებები მოსახლეობაში.
5.კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
6. ავღანეთი
7. ერაყი
8. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
9. გვინეა
10. პაკისტანი
14. ნიგერია
28. მალაიზია