არქივი

საქართველო კომპიუტერული მეკობრეობით პირველ ადგილზეა

9646ae970959

“ბიზნეს სოფვეირ ელიენსის” ოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში პროგრამული უზრუნველყოფის მეკობრეობის მხრივ, საქართველო პირველ ადგილზეა.

მეკობრეობის დონე საქართველოში 95 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზე ბანგლადეშია, მესამეზე კი, სომხეთია.

მეკობრეობა მინიმუმამდეა დაყვანილი აშშ-ში, იაპონიაში და ლუქსემბურგში.

საერთო ჯამში, მსოფლიოში მეკობრეობის დონე 41% აღწევს, რაც პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მომუშავე კომპანიებს 53 მილიარდი დოლარით აზარალებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button