ის, რაც აქამდე არ იცოდით
ვიდეო სადაც გადაცემის წამყვანს ეცინება რესპოდენტებთან საუბრის დროს, ალბათ ყველას გინახავთ. მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს ვიდეო დადგმულია.
ვიდეო არის ნაწყვეტი გადაცემიდან სახელწოდებით “ბუმერანგი”. იგი იწყება წამყვანის მონოლოგით, რომელიც გადაცემის მთავარ თემაზე საუბრობს და შემდეგ გადადის უშუალოდ თავის რესპოდენტებთან საუბარზე.
გადაცემის სტუმრები ქალი და მამაკაცია. წამყვანი ჯერ ქალს უსვამს შეკითხვებს, შემდეგ კი მამაკაცს, რომელიც მის გვერდით ზის. თუმცა იმის გამო, რომ მას ძალიან წვრილი ხმა აქვს, წამყვანი სიცილს ვერ იკავებს, ბოლოს კი ხარხაზე გადადის.
ნელ-ნელა წყვეტს ხარხარს და სიტყვას გადასცემს გადაცემის ერთ-ერთ სტუმარს, რომელიც ბოხი ხმით ალაპარაკდება. წამყვანი ისევ სიცილს ტეხს და გადაცემაც ჩაშლილია.
ვიდეო მართლაც ძალიან სასაცილოა, თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ იგი დადგმულია. ნაწყვეტი გადაცემიდან “ბუმერანგი” სკეტჩია კომედიური შოუდან “In De Gloria”, რომელიც 2000-2002 წლებში გადიოდა ბელგიის ერთ-ერთ ტელეარხზე. ვიდეოს წამყვანი და მისი ორი რესპოდენტიც, რა თქმა უნდა, მსახიობები არიან.
“In De Gloria”-ს სკეტჩებს შორის ნაწყვეტი გადაცემიდან “ბუმერანგი” ყველაზე პოპულარულია.