უცნაური

მაიკი, უთავო ქათამი

Image Hosted by ImageShack.us
მაიკი თავდაპირველად ერთი ჩვეულებრივი ქათამი გახლდათ, სანამ განგებამ ის საქვეყნოდ ცნობილ, უსაზღვროდ საინტერესო და დაუჯერებელ არსებად არ აქცია. 1945 წლის 10 სექტემბერს კოლორადოელ ფერმერ ლოიდ ოლსენს სტუმრად დედამთლი ჩამოსდიოდა, სწორედ ამ ღირსშესანიშნავი დღის აღსანიშნავად ლოიდმა თავისი ქათმების ფერმიდან, ერთ-ერთი ქათამი ამოარჩია. ეს ერთ-ერთი ქათამი სწორედ 5 თვე ნახევრის მაიკი გახლდათ, ნაჯახი ასცდა მაიკის არტერიას და დედლის ნახევარ ტვინს ფუნქციონირების საშუალება დაუტოვა.ამის შმედეგ მაიკმა 2 წელი იცოცხლა. მისმა პატრონმა იგი იუტას უნივერსიტეტში წაიყვანა სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარეს, თუმცა პარალელურად ფერმერი ოლსენი ძალიან ბევრ შოუებში იღებდა მოაწილეობას სადაც საკუთარი ქათამით საკმაო რაოდენობის ფულსაც შოულობდა.

Image Hosted by ImageShack.us

მსგავსი ამბები

Back to top button