არქივი

უთავო მამალი მაიკი!

20783b85e88b

ალბათ ყველამ იცის, რომ თავმოჭრილი მამალი ცოცხლობს რამოდენიმე წუთი, მაქსიმუმ ერთი საათი. მაგრამ კოლორადოს შტატში იყო მამალი, რომელსაც ერქვა მაიკი. ის იმით გამოირჩეოდა , რომ თავმოჭრილმა იცოცხლა 1,5 წელიწადი. დიახ , დიახ ! ზუსტად 1,5 წელიწადი! თუ რატომ მოხდა ეს წაიკითხეთ სრულიადში.

ერთხელაც , 10 სექტემბერს 1945 წელს ლოიდ ოლსენმა (ფერმერმა) დაპატიჟა დედინაცვალი ვახშამზე და გადაწყვიტა, მის საპატივცემულოდ დაეკლა მამალი. საუბედუროდ, ფერმერს ხელში ჩაუვარდა მაიკი. მაიკი იყო 5 თვის. დედინაცვალს მოსწონდა მამლის კისერი და ამიტომ ლოიდ ოლსენმა , თავის მოჭრის დროს მამალს დაუტოვა ძალიან დიდი კისერი. მაიკს თავის მოჭრის შემდეგ დარჩა ერთი ყური და ტვინის ძირი.

cbb211d940dc

გავიდა რამოდენიმე ხანი, მაგრამ მამალი არ კვდებოდა. მაგრამ ამისდამიუხედავად, ფერმერს ეს არც ისე გაჰკვირვებია. მან იფიქრა: ირბენს კიდევ ცოტახანი, შემდეგ კი მოკვდება. მაგრამ გადიოდა საათები და მაიკი არ კვდებოდა. ამის გარდა მამალმა დაიწყო ჩვეულებრივად სიარული და ეცადა საკვებიც მიეღო (ეს ყველაფერი კი თავის გარეშე!). ფერმერმა უყურა მამალს რამოდენიმე საათის განვმალობაში, მაგრამ მაიკი არ კვდებოდა და იყო სრულიად ჯანმრთელი. ამის შემდეგ კი ოლსენმა იფიქრა, რომ ეს ღვთის საჩუქარი იყო.

ამიტომ ოლსენმა დაასახლა მაიკი თავის სახლში და თვითონ უვლიდა. როგორც იტყვიან კოვზიდან აჭმევდა : რძეს აწვეთებდა და პურის კალკალს უყრიდა პირდაპირ საყლაპავ მილში. ასე გადიოდა დღეები , თანდათან მაიკმა სირბილიც ისწავლა, რაც თავიდან არ გამოსდიოდა.

00cfc33022a0

დროსთან ერთად არაჩვეულებრივ მამალზე გავრცელდა ჭორები. ჯერ იმ შტატში, შემდეგ კი სხვა შტატებშიც. ყველა იყო დაინტერესებული: სიმართლე იყო თუ არა ეს ამბავი . ცოტას თუ სჯეროდა ამ ამბის , ზოგმა ამის განმეორება სცადა, მაგრამ არცეთმა მამალმა არ იცოცხლა 2 დღეზე მეტი. ამიტომ ხალხი თავიანთი წარუმატებელი ექსპერიმენტების შემდეგ მიდიოდა ლოდთან იმის სათქმელად, რომ ის მატყუარა იყო.

ეს გრძელდებოდა დიდი ხანი და ფერმერმა გადაწყვიტა, მიეყვანა მამალი მეცნიერებთან. მან წაიყვანა მაიკი უნივერსიტეტ იუტიში, სოლტ ლეიკ სიტიში , სადაც მაიკი დაათვალიერეს მეცნიერებმა. გაირკვა, რომ ნაჯახის პირი აცდა ვენას (რომელ ვენას ვერ ვაზუსტებ, იმიტომ რომ ვერ გადავთარგმნე), ამან გადაარჩინა მაიკი სისხლის დაკარგვისგან და შეუნარჩუნდა მას სიცოცხლე. ამის გარდა, როგორც აღვნიშნე, მას დარჩენილი ჰქონდა ტვინის მცირე ნაწილი და ერთი ყური. ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ მაიკს გაეგრძელებინა სიცოცხლე.

მეცნიერების დასკვნის შემდეგ ყველას უნდოდა მაიკის ნახვა. მაიკი და მისი პატრონი გაემგზავრნენ ტურნეზე, სადაც ხალხს შეეძლო მაიკის ნახვა სულ რაღაც 25 ცენტად. მაიკი აგრეთვე შეიყვანეს გინესის წიგნის რეკორდებში. 1947 წელს მარტში მოტელში შუაღამისას მაიკი იხრჩობოდა , ხოლო მისმა პატრონმა დროზე ვერ ნახა პიპეტი, რომ გაეწმინდა მისი ყელი და საბრალო მაიკი დაიხრჩო.

bb4f691af157

სიკვდილის შემდეგ მას დაუდგეს ძეგლი და ქალაქ ფრუიტაში ყოველ წელიწადს ტარდება ფესტივალი მაიკის საპატივსაცემულოდ

მსგავსი ამბები

Back to top button