არქივი

“მორო კასლი”

88ee5a1273f1

“მორო კასლი” – “უორდ ლაინ” ფირმის მიერ 1930 აშენებული საკრუიზო ლაინერი,იმ დროისათვის ყველაზე უსაფრთხო გემი იყო. მის ბორტზე იდგა უამრავი ახალი და საიმედო ანტისახანძრო სისტემა, გემზე იყო საკმაო რაოდენობის ნავი და უამრავი დამცავი ჟილეტი. გემი ავითარებდა სისწრაფეს 25 კვანძი საათში და ასრულებდა რეგულარულ რეისებს ნიუ-იურკი-ჰავანა. 1930 წლის იანვრიდან დაწყებული 1934 წლის შემოდგომის ჩათვლით გემმა შეასრულა 173 რეისი და თითქმის არცერთხელ არ დაუგვიანია.გემი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.”მორო კასლის” კაპიტანი იყო რობერტ უორმიტი,რომლის სტაჟიც უკვე 30 წელს სცდებოდა.

1934 წლის 7 სექტემბერი,საღამო.გემი ასრულებს 174-ე რეისს და 5 საათში უკვე უკვე ნიუ-იორკს მიუახლოვდება.გემბანზე ხალხი ერთობა,სვამს,ცეკვავს…მხოლოდ კაპიტანი არ სჩანს არსად.იგი არ გამოცხადდა წვეულებაზე და თავის დამხმარეს დაავალა,რომ ხალხისთვის ემცნო,რომ ის შეუძლოდაა.1 საათში მის მოსანახულებლად შესულმა ექიმმა განაცხადა:კაპიტანი მკვდარია.შემოწმებამ აჩვენა,რომ იგი მოწამლული იყო.სტუარდმა განაცხადა,რომ საჭმლის მიტანის შემდეგ მას არ გამოუტანია ჭურჭელი და ლანგარი,მაგრამ ისინი უკვალოდ გაქრა!

კაპიტნის სიკვდილის ამბავი გავრცელდა გემზე.ხალხმა ზეიმი შეწყვიტა.კაპიტნობა გადავიდა ოურმიტის მთავარ დამხმარეზე.ეს გახლდათ უილიამ უორმსი.

დაღამდა.უორმსი ავიდა სამართავ კაბინაში.მოვიდა ცნობა ახლო მძვინვარე 8-ბალიანი შტორმის შესახებ,მაგრამ უილიამს ეს არ ანაღვლებდა:გემზე გატარებული 37 წლის განმავლობაში მას უარესებიც უნახავს.თანაც ეს ხომ მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო გემი იყო…

————————————————————————————————————————————————
63 წლის ჯონ კემფი პროფესიით მეხანძრე იყო.45 წლის შრომის შემდეგ მეგობრებმა გადაწყვიტეს მის პენსიაზე გასვლა აეღნიშნათ მისთვის “მორო კასლზე” კრუიზის მოწყოიბით…

იმ ღამეს,2 საათსა და 30 წუთზე,ჯონი დამწვრის სუნმა გააღვიძა.იგი გამოხტა კორიდორში და დაინახა რომ იწვოდა გემის ბიბლიოთეკა.ლითონის კარადა,რომელშიც საწერი მასალა და ფურცლები ინახებოდა,უცნაური ცისფერი ცეცხლით იყო გარშემორტყმული.კემფმა მოწყვიტა კედელზე დაკიდებული ცეცხლსაქრობი და ქაფის ნაკადი მიაშხუილა ხანძარს.ცეცხლმა იბუთქა,ფერი შეიცვალა,კარადიდან გამოვარდა და მეხანძრეს წარბები დაუწვა.ჯონმა სახეზე ტილო აიფარა და გაიქცა გიდრანტის სძებნად.ამავდროულად მან შეამჩნია,რომ გვერდითა ოთახიც იწვოდა.ჯონმა დაიჭირა გიდრანტი,ცეცხლს მიუშვირა და…მხოლოდ ორიოდე წვეთი თუ გადმოვარდა შლანგიდან-მაგისტრალში ნაპორი არ მიეწოდებოდა.ჯონი გავარდა კორიდორში და დაიწყო კაიუტების კარებზე ბრახუნი,კორიდორის გავლით,კემპი ჩავიდა ქვედა სართულზე,რათა ჩასულიყო სამანქანოში და მექანიკოსებისთვის ეთქვა,რომ წნევა მიეწოდებინათ მაგისტრალში.როგორი იყო მისი გავკირვება,როდესაც მან დაინახა,რომ ცეცხლმა ქვედა სართულებზეც ჩააღწია.ეს ლოგიკას ეწინაარმდეგება:ცეცხლი ყოველთვის მიიწევს ზევით, და არა ქვევით! “მე მთელი ცხოვრება ვაქრობ ხანძრებს,მაგრამ ასეთი რამ ჯერ არ მინახავს!”-განაცხადა მან შემდგომში.გავიდა რამდენიმე წუთი.ხალხი უკვე ჩავარდა პანიკაში,რადგანაც ყველაფერი ბოლით გაივსო.ხალხი გარბოდა,ერთმანეთს ეჯახებოდა,ეცემოდა,იგუდებოდა…ზოგმა კაიუტის ილუმინატორები ჩაამსხვრია და გემბანზე გადახტა.ხანძრის დაწყებიდან 20 წუთში გემი უკვე მთლიანად იწვოდა შიგნიდან.ჯონ კემფი მიხვდა,რომ გემი განწირულია…

სამწუხაროდ,მას ვერ ხვდებოდნენ,ვერც სამართავ კაბინაში და ვერც სამანქანო განყოფილებაში.ხანძრის გაჩენისთანავე ამის შესახებ უორმსს შეატყობინეს,მაგრამ მისგან არანაირი საპასუხო რეაქცია არ მოდიოდა.პირველი ნახევარი საათი კაპიტანი თითქოს ტრანსში იმყოფებოდა.იგი მთლიანად იყო დაყრდნობილი გემის უასფროთხოებაზე და არანაირ ბრძანებეს არ იძლეოდა.შემდეგ მან დაიწყო ქმედება,მაგრამ ამანაც არ მოიტანა შედეგი.

-მან გამოიძახა მთავარი მექანიკოსი ებოტი,რომელიც არ გამოცხადდა.როგორც შემდეგ გაირკვა,მან(კაპიტნის უკითხავად)დაიწყო ნავების წყალზე დაშვება და ერთ-ერთში ჩაჯდა და გაიპარა.

-მის მიერ გამოძახებული ბოცმანი ჯერ კიდევ ჰავანაში გამომთვრალი აღმოჩნდა და არაფრის აზრზე არ იყო.
უცნაურია,რომ კაპიტანმა არვიან არ გამოყო გუნდიდან ცეცხლის ჩასაქრობად-ამას მხოლოდ მგზავრები აკეთებდნენ.

ასევე უორმსმა დაიწო გემის მანევრივების შესახებ ბრძანებების გაძლევა,რომლებიც სრულიად უაზრო იყო:
3.10:სრული წინსვლა,მარჯვნივ
3.10,5:მცირე წინსვლა,მარჯვნივ
3.13:სრული წინსვლა,მარცხნივ…და ასე შემდეგ,სანამ ერთ-ერთი “მანევრის” დროს კაპიტანმა გააჩერებინა 2 ტურბოელექტრო დანადგარი,რის გამოც გემზე ჩაქვრა შუქი.თანაც ქარმა და ამ ქმედებებმა კიდევ უფრო გააღვივა ცეცხლი.

ამავდროულად მესამე რადისტი ჩალზ მიკი შევიდა გემის რადიოსადგურის უფროსის,ჯორჯ როჯერსის კაიუტაში,სადაც მას ტკბილად ეძინა.როდესაც ჯორჯმა მომხდარის შესახებ გაიგო,თავდაჯერებული ხმით უპასუხა მიკის:”დაბრუნდით თქვენს პოსტზე,ეხლავე ჩავიჩვამ და მოვალ!”.როჯერსი მივიდა რადიოსთან,ხოლო თანაშემწე ალანსი,კაპიტანთან გააგზავნა,რათა მისთვის sos-ის გაგზავნის ნებართვა ეთხოვა.ორჯერ წავიდა ალანსი,ორჯერვე დაბრუნდა უარყოფითი პაუხით.როჯერსმა მაინც გააგზავნა ამ გემის შესატყვისი კოდური ტექსტი რადიოთი და მესამედ გააგზავნა ალანი კაპიტანთან და უბრძანა,სანამ უორმსს დადებით პასუხზე არ დაითანხმებ,უკან არ დაბრუნდეო.ამჯერად წარმატებული გამოდგა ლაპარაკი უორმსთან და როჯერსმა რაციით გადასცა:სოს!სოს!სოს!ვიმყოფებით სკოტლანდის შუქურიდან 20 კილომეტრის დაშორებით!სასწრაფოდ გამოაგზავნეთ დახმარება!რაციას უკვე ბოლი ასდის!”ამის შემდეგ ცეცხლში გახვეულ კაპინაში მყოფ როჯერსს გული წაუვიდა…

რადიოკაბინის გარეთ მდგარი ალანსი შევარდა ცეცხლით გარემოცულ კაბინაში და გამოათრია ცოცხალ-მკვდარი როჯერსი.შემდეგ ისინი,ისევე როგორც უორმსი და გემის სხვა პერსონალი ჩასხდნენ გემის უკანა ნაწილში მდებარე საცავში….კაპიტანს ჯერ კიდევ არ სჯეროდა,რომ ეს ყველაფერი რეალობაში ხდებოდა…
მეორე დღეს,1934 წლის 8 სექტემბერს,ამერიკის გაზეთებში გაჟღერდა წინა ღამეს “მორო კასლზე” მომხდარი ამბები.ყველაზე გამოკვეთილად სტატიებში იყო მოცემული როჯერსის მიერ გადაცემული შეტყობინება,რომელმაც გადაარჩინა ასობით მგზავრი სიკვდილს.

გაზეთებში იყო ასევე ერთ-ერთ მეზღვაურთან ჩაწერილი ინტერვიუ,რომელშიც იგი ყვებოდა საშინელ ხანძარზე,ნავების არაორგანიზებულად დაშვებაზე და გემზე დატოვებულ ქალებზე ბავშვებზე…

გემზე მყოფთა უმეტესობა ბრალს დებდა უორმსს და მის ეკიპაჟს სიმხდალეში.ასევე ხალხი დანახული ჰქონდა,თუ როგორ მიატოვა გემი და გაიპარა ერთ-ერთ ნავზე უფროსი მექანიკოსი ებოტი.

ასე-თუ ისე,უკვე ხანძარჩაქრობილი,მაგრამ მბოლავი გემი აგძელებდა ქარის მიმართულებით მოძრაობას,საცავში მყოფ უორმსთან,როჯერსთან და დანარჩენებთან ერთად.ამერიკული საზღვაო ძალების გემმა “ტამპამ” ორჯეს სცადა “მარო კასლის” ბუქსირება,მაგრამ უშედეგოდ.ძლიერი ქარის გამო ტროსი წყდებოდა.საბოლოოდ გემმა მოძრაობა შეწყვიტა ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე ეშბარი პარკის სანაპიროსგან 30 მეტრის დაშორებით.

უორმსს სამუდამოდ წაერთვა გაპიტნობის უფლება და მიესაჯა 2 წელი პატიმრობა.ებოტს წაერთვა მექანიკოსის დიპლომი და 4 წელი პატიმრობა მიესაჯა.ასევე გამოუტანეს განაჩენი “უორდ ლაინის” ვიცე-პრეზიდენტს,ჰენრი კაბოდს.იგი დაისაჯა 1 წელი პირობითი პატიმრობით და 5 000 დოლარი ჯარიმით.

ამავდროულად გამოვლინდნენ ახალი გმირები:”მონარქ ოფ ბერმუდის”,”სითი ოფ ჰავანს”,”ანდრეა ლაქენბახის”,”ტამპას” და “პარამონტის” მეზღვაურები,რომლებმაც გადაარჩინეს გემზე მყოფი ხალხი.
და რა თქმა უნდა,მოვლენების მთავარი გმირი იყო ჯორჯ როჯერსი.მან ხალხში სენსაცია მოავლინა და მას უკვე ეროვნულ გმირად მოისენებდნენ.მას აუღეს უამრავი ინტერვიუ,იგი გამოდიოდა სიტყვით აღლუმებზე,სადაც მისი გმირობის ამბებს ჰყვებოდა,ჰოლივუდში უკვე გეგმავდნენ ფილმებს,რომლის სიუჟეტიც როჯერსის გმირობის ირგვლივ იტრეალებდა.1936 წელს,როჯერსმა თავი დაანება მეზღვაურობას და საცხოვდებლად თავის მშობლიურ ქალაქ ბაიონში გადავიდა საცხოვრებლად.იქ მას სიამოვნებით გადასცეს რადიოსახელოსნოს მმართველობა.გავიდა 14 წელი და როჯერსი ისევ გამოჩნდა გაზეთების პირველ გვერდზე…

1953 წლის ივლისის ერთ-ერთ დღეს,მცირე ქალაქ ბაიონის ერთ-ერთ ავენიუზე მოხდა 83 წლის უილიამ ჰამელის და მისი გოგოს,ედიტის მკვლელობა.დანაშაულის კვალმა პოლიციელები როჯერსის სახლამდე მიიყვანა.სასამართლოზე,დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ,მას ბრალი დაედო მკვლელობაში და სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

გაირკვა,რომ როჯერსი-ყოფილი პოლიციელი-ძალიან საშიში პიროვნებაა,მკვლელი,ქურდი და პირომანიაკი.იგი 20 წლის განმავლობაში ჩადიოდა საშინელ დანაშაულებს.იგი ძალიან ჭკვიანი იყო,მისი გონიერების წყალობით იგი გახდა უძლიერესი აფერისტი და მტკიცებულებბების გამყალბებელი.

ბავშვობიდან როჯერსი კითხულობდა სამეცნიერო წიგნებს და ჟურნალებს.მან მშვენივრად იცოდა ქიმია,ელექტრონიკა და რადიოტექნიკა,რაც აძლევდა მას საშუალებას ეკეთებინა ყუმბარები,სხვადასხვა საშინელი მექანიზმები,ჩაეტარა ექსპერიმენტები მჟავებზე,გაზებზე…იგი ხშირად ეუბნებოდა მეგობრებს:”მე ვგიჟდები ხანძრებზე!”

12 წლიდან მას უკვე ჰქონდა უსიამოვნებები პოლიციასთან ტყუილების და ქურდობების გამო,ასევე დაჯარიმდა რადიოგადამცემის მოპარვის გამო.

1917 წელს მან დაამტავრა სან-ფრამცისკოს ტექნიკური სასწავლებელი.1923 წელს იგი დაიჭირეს რადიონათურების ქურდობისათვის.

როჯერსი ხშირად იყო დიდი ხანძრების და აფეთქებების მოწმე,რომელთა მიზეზიც არ იქნა გარკვეული.მაგალითად:აფეთქება ამერიკულ საზღვაო ბაზაზე 1920-ში,რადიოკომპანიის ხანძარი 1929-ში,ხანძარი “მორო კასლზე” 1934-ში,ხანძარი მისივე სახელოსნოში 1935-ში…

1938 წლის 18 მარტს იგი პოლიცამ დაიჭირა მისი ახლო მეგობრის,პოლიციის ლეიტენანტ ვისენტ დოილის განზრახ მკვლელობაში თვითნაკეთი ხელყუმბარით.

თურმე როჯერსი სიმთვრალეში ხშირად ეუბნებოდა მას,რომ “მორო კასლი” მისი წყალობით დაიწვა.როჯერსი მოხვდა ციხეში…

დაიწყო მეორე მსოფლიო ომი გემებზე ესაჭიროებოდათ გამოცდილი მეზღვაურები.როჯერსი გაანთავისუფლეს და გაუშვეს ერთ-ერთ გემზე.ომის დამთავრების შემდეგ როჯერსი დაბრუნდა ბაიონში,სადაც საკუთარი რადიოსახელოსნო გახსნა.

ახლა კი ახალი მკვლელობა,მოკლულები:ჰემელები.მოტივი:7500 დოლარის ოდენობის ვალი…
საქმის გამოკვლევის შემდეგ ამ ფაქტებმა დაიწყო ამოტივტივება.მათ შეძრეს არა მარტო ბაიერნსის მაცხოვრებლები,არამედ მთელი ამერიკა.დადგინდა,რომ კაპიტანი უილმოტის მკვლელობა და “მარო კასლის” დაწვა როჯერსის ნახელავია.ყველაფერი ასე მოხდა:

ჰავანის პორტიდან გამოსვლამდე 1 საათით ადრე,უილმოტმა დაინახა რომ როჯერსს რაღაც ქიმიკატებით სავსე ორი ბოთლი დაჰქონდა აქეთ-იქით და წყალში გააღვრევინა.ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან პირადი ანგარიშებიც ჰქონდათ და იმის მიუხედავად რომ კაპიტანის გვამი დაიწვა,პოლიციელებს მის მოწამლვით მოვლელობაში ეჭვი არ ეპარებოდათ.

ასევე როჯერსმა შენელებული ქმედების 2-3 ბომბი მოათავსა გემზე,გათიშა ავტომატური ხანძრის ჩასაქრობი სისტემები და მილებში გაუშვა გაზოლინი ავარიული დიზელ-გენერატორის ცისტერნიდან…აი რატომ გავრცელდა ცეცხლი ზემოდან ქვემოთ და არა პირიქით.ასევე მან გაითვალისწინა სასიგნალო ფალშფეიერების ადგილმდებარეობა და გადამალა ისინი.ეტყობოდა რომ სქემა პროფესიონალის მიერ იყო შედგენილი.
1958 წლის იანვარში “ნიუ-იორკ თაიმსის” კორესპონდენტმა ჰკითხა როჯერსს,დაწვა თუ არა მან “მორო კასლი”?,რაზეც მან უპასუხა:”რას ფიქრობთ იმაზე რომ ხელახლა გადახედოთ ჩემს საქმეს?”
მაგრამ საქმის გადახედვას ის ვერ მოესწრო:1958 წლის 10 იანვარს ჯონ როჯერსი ციხეში ინფაქტით გარდაიცვალა…

ფოტოგალერეა:
გემი:
e3fde53271c0

“მორო კასლი” იწვის:
5c16a73d84c7

სნანაპიროზე შეჩერებული:
f2c489bc243e

ბუქსირების შემდეგ:
fa2b79877545

წყარო: game-club.ge

მსგავსი ამბები

Back to top button