საკითხავისასარგებლოუცნაური

სილენდი – მსოფლიოს ყველაზე პატარა სახელმწიფო

42c6a42b9c67

სილენდი.
დედაქალაქი: რაფს-ტაუერი
უდიდესი ქალაქი: რაფს-ტაუერი
მმართველობის ფორმა: კონსტიტუციური მონარქია
მეფე: მაიკლ I
ტერიტორია: 0,00055 კმ²
მოსახლეობა: 5 ადამიანი
ვალუტა: სილენდის დოლარი

თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ასეთი სახელმწიფო წარმონაქმნი მართლა არსებობს.თუმცა ფაქტიურად არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია და არც ერთი ქვეყანა არ აცხადებს ტერიტორიულ პრეტენზიას.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის საზღვაო ძალებმა მტრისგან თავდასაცავად ნაპირის გასწვრივ ზღვაში ააგეს თავდაცვითი პლატფორმები. ერთ-ერთი მათგანი იყო რაფს-ტაუერი (ინგლ. Roughs Tower). ომის დროს მასზე განლაგებული იყო საზენიტო იარაღები და 200 კაცისგან შემდგარი გარნიზონი. ომის დასრულების შემდეგ პლატფორმების უმრავლესობა დაანგრიეს, ხოლო რაფს-ტაუერი დარჩა ხელუხლებელი, რადგან ბრიტანეთის ტერიტორიული წყლების გარეთ მდებარეობდა.

1966 წელს პენსიაზე გასულმა ბრიტანეთის მაიორმა როი ბეიტსმა და მისმა მეგობარმა რონან ო’რეილიმ ამოირჩიეს მიტოვებული რაფს-ტაუერი, მასზე გასართობი პარკის მოსაწყობად. თუმცა, მალე მეგობრებს შორის უთანხმოება მოხდა და როი ბეიტსი გახდა ადგილის ერთპიროვნული მფლობელი. მომავალ წელს რონან ო’რეილი შეეცადა პლატფორმის დაპატრონებას, თუმცა მისი შემოტევა მოგერიებული იქნა იარაღით და საწვავით სავსე ქილებით.

როიმ გადაიფიქრა გასართობი პარკის მშენებლობა და პლატფორმაზე განათავსა პირატული რადიოსადგური “Britain’s Better Music Station”.

1967 წლის 2 სექტემბერს როიმ განაცხადა სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ და თავისი თავი გამოაცხადა მეფედ – როი I-ად. ეს დღე აღინიშნება როგორც სახელმწიფო დღესასწაული.
3e37ce635ebc

1968 წელს ბრიტანეთი შეეცადა პლატფორმის დაკავებას, პლატფორმას მიუახლოვდა საბრძოლო კატერები, რასაც სამეფოს წარმომადგენლებმა უპასუხეს ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლით. სისხლისღვრამდე საქმე არ მივიდა, მაგრამ როის, როგორც ბრიტანეთის მოქალაქის წინააღმდეგ დაიწყო სასამართლო პროცესი.

1968 წლის 2 სექტემბერს ბრიტანეთის სასამართლომ გამოიტანა ისტორიული გადაწყვეტილება: მან აღიარა, რომ ეს საქმე არ განეკუთვნება ბრიტანეთის იურისდიქციას.

1972 წელს სილენდმა დაიწყო მონეტის მოჭრა, ხოლო 1975 წელს მიიღო კონსტიტუცია, ასევე დამტკიცდა სახელმწიფო დროშა და გერბი:
abcc503a1bba
368cffcac800

1978 წელს ქვეყანაში მოხდა გადატრიალება. გადატრიალებას წინ უძღოდა უთანხმოება მეფეს და საგარეო საქმეთა მინისტრ – გრაფ ალექსანდრ გოტფრიდ ახენბახს შორის, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე. მინისტრმა ისარგებლა ქვეყანაში მეფის არყოფნით (რომელიც ავსტრიაში იყო წასული ინვესტორებთან მოლაპარაკებებზე), რამდენიმე ჰოლანდიის მოქალაქესთან ერთად გადავიდა პლატფორმაზე და ტყვედ ჩაიგდო პრინცი მაიკლი, რომელიც შემდეგ ტყვედ წაიყვანეს ჰოლანდიაში, თუმცა მაიკლმა მოახერხა ტყვეობიდან თავის დახსნა და შეხვდა მამას.

საბოლოოდ მეფის მომხრე ადამიანების ხელშეწყობით მოხერხდა აჯანყებულის შეპყრობა და კვლავ ხელისუფლების სათავეში მოსვლა. თუმცა, ეს ყველაფერი ხდებოდა საერთაშორისო ნორმების დაცვით.

1987 წელს სილენდმა გამოაცხადა გაფართოვების შესახებ – ტერიტორიული წყლები გააფართოვა 3-დან 12 საზღვაო მილამდე.

1990 წელს სილენდმა ცეცხლი გაუხსნა ბრიტანეთის გემს, რომელიც არასანქცირებულად შევიდა მის ტერიტორიულ წყლებში.

763007b94a24

1997 წელს სილენდი გაეხვა დამნაშავეობრივ სკანდალში. ინტერპოლმა მიაკვლია საერთაშორისო სინდიკატს, რომელიც ვაჭრობდა სილენდის ყალბი პასპორტებით. 150 000 ცალზე მეტი ყალბი პასპორტი, მართვის მოწმობა, უნივერსიტეტის დიპლომი და სხვა საბუთები მიყიდეს ჰონკონგის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეებს. ასევე იყო სილენდის პასპორტით საბანკო ანგარიშების გახსნის მცდელობები. გამოძიების პროცესის განმავლობაში სილენდის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა ინტერპოლთან.

2006 წელს სილენდზე მოხდა დიდი ხანძარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას.

2007 წელს სილენდის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება მისი გაყიდვის შესახებ.
ერთ-ერთმა ესპანურმა უძრავი ქონების სააგენტომ განაცხადა მისი სავარაუდო გასაყიდი ფასი: 750 მილიონი ევრო.
2f3b9137c80c

802d43b1df20

fdc108f7c6b8

e0a0d25929b4

b7c21766a411

adb80446a73a

მსგავსი ამბები

Back to top button