საკითხავისასარგებლოსურათები

კენიის ცდუნებანი

db8f0c0dcef3
კენია ქვეყანაა დრამატული უკიდურესი და კლასიკური კონტრასტების, უდაბნოების და ალპური თოვის; ტყეების და ვრცელი ვაკეების; ნაირობის მეტროპოლისის და კოლორიტული გვაროვნული კულტურების; მტკნარი ტბების და მარჯნის რიფების. კენია მდებარეობს აღმოსავლეთ აფრიკაში

მთა კენია

c97b0cb3dea0

მთა კენია ყველაზე მაღალი მთაა კენიაში და სიდიდით მეორე აფრიკაში, კილიმანჯაროს შემდეგ. მთა გთავაზობთ ულამაზეს სანახაობას. მწვერვალების სერია დაგვირგვინებულია თოვლით, ხოლო ფერდობები დაფარულია ტყით. 5199 მეტრის სიმაღლის მთა რთული ტექნიკური ასასვლელია, თუმცა უპრობლემოდ შეიძლება დასახული მიზნის მიღწევა

ჯოჯოხეთის ჭიშკრის ნაციონალური პარკი

f5d1e9fa77b7

ჯოჯოხეთის ჭიშკრის ნაციონალური პარკი პატარა პარკის სახელს ატარებს ვიწრო გასასვლელებით ფრიალო კლდეებს შორის ერთი პრეისტორიული ტბით, რომელიც “აპურებდა” ადრეულ ადამიანებს განხეთქილების ველზე. ეს არის უნიკალური პარკი კენიის პარკებს შორის, სადაც შეგიძლიათ შემოიაროთ ფეხით ან ველოსიპედით გიდის გარეშე. იქვეა დრამატული პეიზაჟები ციცაბო კლდეებთან და ბაზალტის სვეტებთან ერთად. ნაციონალური პარკი მდიდარია ბუნების მრავალფეროვნებით.

კუნძული ლამუ

cd3cecb67328

ლამუს კუნძული ნაწილია კენიის ლამუს არქიპელაგის, რომელმაც შეძლო ხელუხლებელი დარჩენილიყო მასობრივი ტურიზმის მიუხედავად და ყველაზე პოპულარულია კენიის სანაპიროებს შორის. კენიის უძველეს ქალაქ ლამუს შენარჩუნებული აქვს მთელი შარმი და ხასიათი საუკუნეების განმავლობაში. კუნძულზე არ არსებობს გზები, მხოლოდ ბილიკები, აქედან გამომდინარე მხოლოდ რამოდენიმე მოტორიზირებული გადასაზიდი საშუალება არსებობს. მოსახლეობა გადაადგილდება მხოლოდ ნავით ან ფეხით, ხოლო ვირები გამოიყენება საქონლის გადაზიდვის საშუალებად.

მალინდი

3ad6e8299d9a

მალინდი უზრუნველყობს ძალიან კარგ გაცნობას კენიის მარჯნის რიფების და ულამაზესი სანაპიროების. აქვე შეგიძლიათ გაერთოთ სერფინგით, წყალქვეშა გასეირნებით, შუა ზღვაში თევზაობით და სხვადასხვა საწყალოსნო სპორტით. მალინდის მარინეს ეროვნული პარკი დაცული ტერიტორიაა, რომელსაც აქვს მშვენიერი სანაპიროები სუფთა წყლით, სადაც ბინადრობენ ულამაზესი ფერადი თევზები. მალინდის ემსახურება შიდა აეროპორტი

ტბა ნაკურუ

db8f0c0dcef3

ტბა ნაკურუ ძალიან მცირე ტბაა ცენტრალური კენიის ტერიტორიაზე. ტბა მდიდარია წყალმცენარეების სიუხვით, რაც დიდი რაოდენობით იზიდავს ფლამინგოებს, რომელთა რაოდენობა ხშირად მილიონს აღემატება. ხანდახან უწოდებენ უამრავ ფრინველთა სპექტაკლს დედამიწაზე, ფლამინგოები არიან კენიის უდიდესი ცდუნებანი. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ძალზედ შემცირდა ფლამინგოების რაოდენობა გარემოს დეგრადაციისა და დაბინძურების გამო.

მასაი მარას ეროვნული ნაკრძალი

854a7155c84c

მასაი მარას ეროვნული ნაკრძალი კენიის ყველაზე პოპულარული პარკია. ყოველ წელს პარკს ათასობით ტურისტი სტუმრობს, რომლებიც აქ მოდიან ზებრებისა და ანტილოპების წლიური მიგრაციის საყურებლად. “დიდი მიგრაცია” ყოველწლიურად “ტარდება” ივლისიდან ოქტომბრამდე, როდესაც მილიონობით ანტილოპა და ზებრა ბრუნდება სერენგეტიდან, ტანზანიიდან.

ამბოსელის ეროვნული პარკი

67f1c379fafe

ამბოსელის ეროვნული პარკი შედარებით პატარა პარკია, რომელიც მდებარეობს ტანზანიის საზღვართან, აფრიკის ყველაზე მაღალი მთის, კილიმანჯაროს ძირში. აქვე გაქვთ შესაძლებლობა შეხვდეთ მასაის ხალხს და დატკბეთ კილიმანჯაროს ულამაზესი ხედებით

ცავოს ეროვნული პარკი

03f451154e66

ცავო უდიდესი ეროვნული პარკია კენიაში და ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. ზომის გამო პარკი გაყოფილია ცავო დასავლეთად და ცავო აღმოსავლეთად. ცავო დასავლეთი მდიდარია ულამაზესი პეიზაჟებით და ბორცვიანო ვულკანური ლანდშაფტით, ხოლო ცავო აღმოსავლეთს აქვს უფრო ღია სავანა ვიდრე მის მეზობელ ძმას. ცავოს ეროვნული პარკი იდეალურია მათთვის ვინც ეძებს მარტოობას

სამბურუს ეროვნული ნაკრძალი

87bad8f261c1

სამბურუს ეროვნული ნაკრძალი ძალიან მშვიდობიანი ეროვნული პარკია ჩრდილოეთ კენიაში. აქ შეგიძლიათ იხილოთ სამივე დიდი კატა: ლომი, გეპარდი და ლეოპარდი. ასევე აღმოაჩენთ სპილოებს, კამეჩებს და ჰიპოპოტამებს. მდინარე უასო ნიროში ბინადრობს დიდი რაოდენობით ნილოსის ნიანგი.

ნაირობის ეროვნული პარკი

4e57e964c837

ნაირობის ეროვნული პარკი მდებარეობს 10 წუთის სავალზე ნაირობის ცენტრიდან. კენიის დედაქალაქის ცათამბჯენებიდან შესაძლებელია პარკის დანახვა. მიუხედავად ქალაქთან სიახლოვისა და მცირე ზომისა, პარკი გამოირჩევა დიდი და მრავალფეროვანი მოსახლეობით..

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close