არქივი

ხარ თუ არა დაბნეული?

dd522a1bd739
ეს კითხვა შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ,მაგრამ ამ ტესტის გაკეთების შემდეგ მიხვდებით რომ არც ისე ჭკვიანი ხართ როგორც გგონიათ :D

აღნიშნეთ რამდენს აკეთებთ აქედან:

1.დღეში ერთხელ მაინც ფეხს  რამეს წამოვკრავ ხოლმე

2.ზოგჯერ შეცდომით საკუთარ ნომერს ვკრიფავ

3.ამ წუთას სხვადასხვა წინდა მაცვია

4.კედელზე ქალთა პოპჯგუფის სურათი მაქვს გაკრული

5.ვერაფრით ვისწავლე ჩემი ტელეფონის დაპროგრამირება,მიუხედავად იმისა ,რომ დიდი ხანია მაქვს

6.კარადაში მიდევს ტანსაცმელი ,რომელიც ან დიდი მაქვს ან პატარა

7.პრესიდან ყველაზე მეტად კომიქსები მიყვარს

8.არ მახსოვს რა ახატია 25 ლარიან კუპიურას

10.არ ვიცი რომელი სიტყვა წერია ამ წინადადებაში შეცდომით

11.ვერც კი შევამჩნიე,რომ ამ ტესტს მე-9 შეკითხვა აკლია

12.ბოლო დროს კბილებს თითით ვიხეხავ

13.ჩემი კომპიუტერის კლავიატურაზე არასდროს შემიმჩნევია ღილაკი წარწერით:SysRq

14.ზოგჯერ რჩევისთვის ჩემს კატას ან ძაღლს მივმართავ

15.სულის სიღრმეში ამ ტესტის პასუხის მეშინია

*****************************************************************************

ახლა დაითვალეთ რამდენი დადებითი პასუხია

თუ 0-4 ნუ ღელავთ თქვენ არაფერი არ გჭირთ

თუ 5-9არც ისე ცუდი შედეგია,გამოსწორება შეიძლება

თუ 10-14 არაუშავს ,ვითომ ეს ტესტი საერთოდ არ გაგივლიათ…(ვითომ,ვითომ)

თუ 15 ვაი თქვენ სულ 14 შეკითხვაა 15 როგორ იქნება(მე-9 გამოტოვებულია)

იმედია ლმობიერად შეაფასებთ,ეს ხომ ჩემი პირველი პოსტიაა…ხო თუ რამე შემეშალა გრამატიკულად ბოდიშს გიხდით,,,დიდი მადლობა

მსგავსი ამბები

Back to top button