გართობაუცნაური

ყველაზე უცნაური სპორტის სახეობები!

Image Hosted by ImageShack.us

1. ცოლის ხელით ტარების მსოფლიო ჩემპიონატი!

პირველად ამ სპორტს საფუძველი ჩაეყარა ფინეთში. ამ თამაშის აზრი ის არის, რომ მამაკაცმა ხელში აყვანილი ცოლით (აუცილებლად ცოლი უნდა იყოს, საყვარელი არ გამოვა :D) უნდა შემოირბინოს სპეციალურად მოწყობილი მოედანი. გამარჯვებული არის ის, ვინც ყველაზე სწრაფად გააკეთებს ამას :D რამოდენიმე ხნის შემდეგ, კი მოეწყო უკვე მსოფლიო ჩემპიონატი! რადგან ბევრ ქვეყანას მოეწონა ეს “ოჯახური” თამაში.

2. ჭადრაკი და კრივი
Image Hosted by ImageShack.us
ასეთი სპორტი თუ იარსებებდა, მართლა ვერ წარმოვიდგენდი კი არადა ვერც გავიფიქრებდი საერთოდ :D ესეიგი რა ხდება ეხლა… მსოფლიოს ჭადრაკისა და კრივის ორგანიზაცია ატარებს რეგულარულად ჩემპიონატებს. ამ თამაშის აზრი კი შემდეგში მდგომარეობს… სულ არის 11 რაუნდი. მოთამაშეები იწყებენ 4 წუთიანი ჭადრაკის რაუნდით და შემდეგ აგრძელებენ 2 წუთიანი კრივით (პირდაპირი მნიშვნელობით, ხელთათმანებით და სახის გასიებით), ამის შემდეგ მიუყვება იგივე პრინციპით 11 რაუნდი იქამდე, სანამ რომელიმე მოთამაშე არ ჩავარდება ნოკაუტში, ან არ წააგებს ჭადრაკს! :dabneuli:

მსოფლიო ჭადრაკის და კრივის ორგანიზაციის დევიზია: ბრძოლების ბედი წყდება რინგზე, ხოლო ომების ბედი კი მაგიდაზე! :papa:

3. ყველზე ნადირობა.
Image Hosted by ImageShack.us
ეს სპორტი არის ალბათ ყველაზე ადვილი სათამაშო და ყველაზე ცოტა წესით. აქ 1 წესია, რადაც არ უნდა დაგიჯდეს უნდა დაიჭირო ყველი, რომელსაც აგორებენ ციცაბო მთიდან ან მაღლობიდან :D მოთამაშეები ამ ყველის დასაჭერად ხანდახან 90-100 კმ/საათსაც!!! ანვითარებენ. თუმცა რეკორდი არის 112 კმ/საათში 1997 წელს, როდესაც ყველმა წინდაუხედავად მოუხვია დამკვირვებლისკენ და ერთერთი მოთამაშე შეასკდა მსაჯს 112 კმ/საათით :D რა თქმა უნდა ორივენი სერიოზულად დაშავდნენ.

4. ადამიანი VS ცხენი :ae:
Image Hosted by ImageShack.us
უელსში ტარდება ძალიან ცნობილი რბოლა, რომელსაც ქვია ადამიანი ცხენის წინააღმდეგ. იქმნება სპეციალური მარშუტი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ამ მარშუტში ხვდება სპეციალურად ხელოვნური დაბრკოლებები, მაგ. კლდეები, ტყეები, მდინარეები და ა.შ. მარშუტის სიგრძე შეადგენს 35 კილომეტრს. გამარჯვებული რა თქმა უნდა არის ის, ვინც უფრო სწრაფად გადალახავს ამ დაბრკოლებებს და პირველი მივა ფინიშთან. პირველად ასეთი რბოლა ჩატარდა იმ მიზეზის გამო, რომ 1 საზღვაო ჯარისკაცს სურდა გაევლო სპეციალური მომზადება და მოიფიქრა ასეთი სახის რბოლა. ამის შემდეგ კი ამ სპორტს მიეცა ოფიციალური სახე და ძალიან დიდი ფულადი პრიზიც არის დაწესებული გამარჯვებულისათვის!

5. მსოფლიოს წვერ-ულვაშის ჩემპიონატი
Image Hosted by ImageShack.us
მსოფლიო წვერ-ულვაშის ჩემპიონატში რა თქმა უნდა იმარჯვებს ის, ვისაც აქვს რაიმე ორგინალური ექსტრაორდინალური ვარცხნილობა, თავის წვერზე ან ულვაშზე.

6. წყალქვეშა რაგბი
Image Hosted by ImageShack.us
სახელი უცნაურად ჟღერს, მარა ძალიან საინტერესო და სანახაობრივი თამაშია :D ესეიგი, ეს თამაში ტარდება 4 მეტრის სიღრმის ბასეინში ორი გუნდი 11-11 მოთამაშით ცდილობს მოწინააღმდეგის კალათაში, რომელიც განთავსებულია ბასეინის ძირზე, ჩააგდოს მძიმე ბურთი. აქ მათ შეუძლიათ ნებისმიერი მოძრაობის გაკეთება და ახალი ტაკტიკის მოფიქრება, რადგან ადგილი საკმაოდ აქვთ და გრავიტაციის კანონებიც არ მოქმედებს :D

7. ქვა, ქაღალდი, მაკრატლის ლიგა! (ქართულად ჩინ-გა-ჩუნ-გა!) :D
Image Hosted by ImageShack.us
შეერთებული შტატების ქვა, ქაღალდის და მაკრატლის ასოციაცია, ზუსტადაც, ასოციაცია… რადგან მათ ოფიციალურად ჩამოაყალიბეს ქვა, ქაღალდის და მაკრატლის ლიგა, რომელსაც აფინანსებს ბად ლაითი (Bud Light). მატი ლაშემი არის ასოციაციის დირექტორი. ჩემპინატი ჩინ-გა-ჩუნ-გა-ში ჩატარდა ლას ვეგასში, ნევადაში. რამდენიმე დაძაბული თვის და ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპების გავლის შემდგომ გაიმარჯვა 1-მა ადამიანმა, რომელმაც მოუგო 257 მოთამაშეს და მიიღო პრიზად 50,000 $. ტურნირი გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით A&E არხის მეშვეობით.

რავიცი ამ თამაშს ვთამაშობდი 4, ჰა ჰა 5 კლასში :D რას არ გაიგებ მოკლედ…

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button