როგორც ჩვენ ვიცით ტაილანდი ძალიან ლამაზი ქვეყანაა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ეს არის ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილი და ეძახიან “აზიის მარგალიტს”
ეს ყველაფერი კი გახლავთ პურის საცხობი ტაილანდში, სადაც ძალიან უცნაურ გზას მიაგნეს პურის მიღების. ისინი ქმნიან პურის ახალ სახეს, როგორიცაა ადამიანის მკვლავი, ფეხი, თავი და ა.შ. ეს გახლავთ ტურისტების მიზიდვის უცნაური ხერხი.
სადღაც რატჩაბურის პროვინციის სოფელ პოტარამში ცხოვრობს ტაილანდური სახვითი ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტი და მხატვარი კიტივატ უნარომი, მცხობელის ძე და მთავრი გმირი ამ ყველაფრის. თავისი ცხოვრების 28 წლის განმავლობაში მან შექმნა სხვადასხვა სახის მხატვრული გამოფენა. ამ ნახევრად ბნელ ოთახში კაუჭებზე ჩამოკიდებული აქვს რეალისტური “ადამიანის სხეულის ნაწილები”. ერთი შეხედვით ადგილი მორგს ჰგავს, მაგრამ ახლოდან თუ დააკვირდებით ეს მხოლოდ პურია.
მისი შთაგონების წყაროა ანატომიის წიგნები და მისი ვიზიტები სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ მუზეუმში
კიტივატ უნარომი ამბობს: “როდესაც ხალხი ხედავს პურს, არ უნდათ მისი ჭამა. მაგრამ როდესაც დააგემოვნებენ მას, ეს უბრალო პურია. მიზანი შემდეგია ‘ნუ გავასამართლებთ მისი გარეგანი იერსახის გამო’.