კულტურა

ჰაეროვანი … თუ უფრო ტექნოლოგიური კოცნა ?

65d2b686ce96

წარმოგიდგენთ იაპონიის ელექტრო კომუნიკაციების უნივერსიტეტის (University of Electro-Communications) ნამუშევარს, რომლის წყალობითაც თქვენ შეგეძლებათ რამოდენიმე კილომეტრის დაშორებითაც კი აკოცოთ. ერთმანეთს.

რამოდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა სკაიპში ან პირწიგნაში მეგობრებს ნახავდიო არ დავუჯერებდი, ან ვინმეს რომ ეთქვა საკუთარი ბლოგი გექნებეაო მაგრად დავცინებდი…… მაგრამ აი… თანამედროვე ხალხი ვართ, ინფორმაციული და ტექნოლოგიური თაობა…. ხოდა ამ ჩინელმა ტექნოლოგებმა და “გარეკილმა მეცნიერებმა” შორს გაფერნა მოინდომეს. რაში გამოიხატება ეს შორს გაფრენა ეხლავე მოგახსენებთ.

აი სკაიპში რომ მონატრებულ ადამიანს ელაპარაკები, ხმა გესმის და გამოსახულებას უყურებ ხომ კარგია? მაგრამ არიან ადამიანები, შენთვის უფრო ძვირფასები, რომელთა მიმართაც უფრო მეტი სურვილი გიჩნდება ვიდრე საუბარი. წარმოგიდგენთ იაპონიის ელექტრო კომუნიკაციების უნივერსიტეტის (University of Electro-Communications) ნამუშევარს, რომლის წყალობითაც თქვენ შეგეძლებათ რამოდენიმე კილომეტრის დაშორებითაც კი აკოცოთ ერთმანეთს. ეს არის კოცნის გადაცემის მოწყობილობა, რომელიც ყუთს გავს და რომელსაც უნდა ვაკოცოთ. შემდეგ ეს მონაცემები იწერება ამ ყუთში და ანალოგიურ მოწყობილობას ანუ იგივე მიმღებს გადაეცემა და ის მიმღებიც გრძნობს ჩვენს კოცნას . ეს კარგი, გრძნობებზე აგებული ბიზნესი გაგიგიათ?ეხლა ამ ყველაფერს კომერციული თვალით შევხედოთ, წარმოიდგინეთ ლედი გაგამ რომ საკუთარი კოცნა ჩაწეროს და ინტერნეტში დადოს ჩამოსაქაჩად, რამდენი მილიონი ჩამოქაჩავს და რამდენს გადაიხდის ლედი გაგას ერთ კოცნაში? არა მე ერთ თეთრსაც არ ვაღირსებ მაგრამ….. ნუ მოკლედ…. სადღაა ის გრძნობები გაგიჟდა მსოფლიო…

P.s იაპონლებო ქორწილი ღამეს კარგად დატენეთ არ დაგიჯდეთ :)))

წყარო :  smargi.com

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button