ყველაზე თბილი პოსტი ^^
მიუხედავად იმისა, რომ სიცივე ძალიან მიყვარს, გადავწყვიტე პოსტი სითბოზე დამედო…
ჯერ მხოლოდ დეკემბერია და უკვე გვენატრება ზაფხული, მზე, სითბო… მაგრამ მალევე გვახსენდება, რომ წინ კიდევ ბევრი ცივი და სუსხიანი დღე გველოდება… მოკლე დღეები და გრძელი ღამეები, ყინვა, თოვლი… ზამთარი ხომ წელიწადის ყველაზე ცივი დროა. იმის გახსენებაზე, რომ სიცივეს ვერსად გავექცევით – ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, თუ როგორ გავთბეთ?!
უცებ მახსენდება რომ მეზობელს დიდი კავკასიური ნაგაზი ჰყავს. წავალ ახლა გავაბრაზებ, გამომეკიდება, ვირბენ და გავთბები… :lol2: ეს რა თქმა უნდა გათბობის საუკეთესო საშუალება არ არის, იქნებ ვერც კი მოვასწრო გაქცევა… უკვე იმასაც მივხვდი, რომ ჩვენ ადამიანებს ისეთი თბილი ბეწვი არ გვაქვს როგორც პოლარულ დათვს… მოგვიწევს თბილად ჩაცმა… მაგრამ, აქაც წინააღმდეგობას ვაწყდებით – თბილი ტანსაცმელი ასუქებს. ახლა კი ნამდვილად მშურს პოლარული დათვის… მოგვიწევს გათბობის უკეთეს საშუალებებზე ვიფიქროთ… :dabneuli:
საყვარელი ადამიანი, ამ სიტყვების გაგონებაზე სითბო ჩაიღვრება ხოლმე თქვენს გულებში. ჩაეხუტეთ მათ, მოეფერეთ… უთხარით, რომ გიყვართ. სიყვარული ყველას ათბობს!
სიყვარულს შევეხეთ და… ოჯახი – ყველაზე, ყველაზე თბილი გარემო… ახალი წელი მოდის, გაულამაზეთ ეს დღეები თქვენი ოჯახის წევრებს, აჩუქეთ საჩუქრები და ლამაზი სიტყვები….
დილით ყველას სადღაც მიგვეჩქარება, ზოგს სკოლაში, ზოგს სამსახურში… ერთი ჭიქა ცხელი ყავა ან ჩაი, ვფიქრობ ენერგიას შეგვმატებს და ცოტათი გაგვათბობს კიდეც…
მათ ვისაც გაქვთ თავისუფალი დრო, გყავთ მხიარული მეგობრები, შეიკრიბეთ ერთად და გაერთეთ, გაიხსენეთ ძველი დრო. ცოტაც დალიეთ: ლუდი, მარტინი, ლიქიორი, არაყი ან ის ალკოჰოლური სასმელი რომელიც გიყვართ. გახსოვდეთ, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ხოლო თუ თქვენ დაოჯახებული ხართ, არ დაივიწყოთ სახლში მეუღლე გელოდებათ ცომის საზელით ხელში რომელიც ახლა თქვენს დასაზელად გამოუღია კარადიდან. :dasja:
P.s. 18 დეკემბერს უცნაურის შეკრებაზე მიბრძანდით, აი გათბობა მერე ნახეთ :yes: