არქივი

ვარლამ ჩერქეზიშვილი

gn10h

ვარლამ ჩერქეზიშვილი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ქართველი ანარქისტი. იგი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ ბრძოლებში.
სანამ უშუალოდ ვარლამის პიროვნებაზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით შევეხოთ ანარქიზმის ცნებასაც, რომელიც ხშირად სხვადასხვა ინტერპრეტაციას იწვევს საზოგადოებაში. ანარქიზმი – ეს არის მსოფხედველობა, რომელიც ეწინააღმდეგება მმართველობის ყველა ფორმას და საშუალებას. კერძოდ, ანარქისტები უარყოფენ სახელმწიფოს, პოლიტიკური ხელისუფლების ან რაიმე სხვა იერარქიული მმართველობის არსებობის საჭიროებას და მიისწრაფიან მათი ამოფხვრისკენ. ანარქიზმს საფუძველი ჩაეყარა უილიამ გოდვინის ნაწერებში. ის პრესვიტერიანული ეკლესიის მღვდელი იყო, მიატოვა ეკლესია და მწერალი გახდა, დაწერა “კალებ უილიამსი”, სადაც ანარქისტული იდეოლოგია გადმოსცა, შექმნა ინტელექტუალთა წრე, რომელშიც შედიოდნენ მისი მეუღლე მერი უოლსთოუნქრაფთი, ახალგაზრდა მწერლები – უორდსუორთი, მისი სიძე – შელი. ისინი აკრიტიკებდნენ ავტორიტარიზმს, ამტკიცებდნენ განათლების აუცილებლობას ადამიანისათვის, მიაჩნდათ, რომ თანადგომა ადამიანის ჭეშმარიტი, თანდაყოლილი თვისებაა. ანარქიზმი მოიცავდა უტოპიზმს, ეკონომიკური თავისუფლების იდეას, ლიბერტარიზმს, ეგოიზმს, ანარქო-კაპიტალიზმის თეორიებს, რევოლუციური ძალადობის კრიტიკას.
ქართველი ანარქისტების, რომელთა ერთ-ერთი ლიდერი სწორედ ვარლამი გახლდათ, იდეები ეფუძნებოდა ეროვნულ პრინციპებს. ქართველი ანარქისტები უკომპრომისოდ ებრძოდნენ მარქსიზმს, გმობდნენ ყოველგვარ ძალადობას, მათ შორის, მის გამოხატულებას სახელმწიფოს სახით. მათი აზრით, მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ პროგრესს. ისინი ეწინააღმდეგებოდნენ პროლეტარიატის დიქტატურას. რაც შეეხება სახელმწიფოს მოსპობის ანარქისტულ თეორიას, იგი გარკვეულწილად განუხორციელებელ იდეას მიეკუთვნება, თუმცა ცენტრალიზმის წინააღმდეგ გალაშქრება, მმართველობის დეცენტრალიზაცია ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის იდეალი და ქვეყნის წარმატების საფუძველი უნდა ყოფილიყო.ისინი ითხოვდნენ ქვეყნის სრულ დამოუკიდებლობას, გამოდიოდნენ ერთა თანასწორუფლებიანობის ლოზუნგით. მათი რწმენით, მხოლოდ ეროვნული დამოუკიდებლობის მიღწევის შემდეგ შეუძლია ერს იზრუნოს თავისი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
zo27g


ქართველი ანარქისტები: დგანან მარცხნიდან მარჯვნივ სანდრო გაბუნია, კომანდო გოგელია, ვარლამ ჩერქეზიშვილი, სხედან არჩილ ჯორჯაძე, მიხეილ წერეთელი, შუაში გიორგი დეკანოზიშვილი

რაც შეეხება ვარლამ ჩერქეზიშვილს, იგი დაიბადა 1846 წლის 15 სექტემბერს სოფ. თოხლიაურში, საგარეჯოს რაიონი. იგი ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა რევოლუციური იდეებით და ნამდვილი მეამბოხე იყო. სწორედ ამიტომ, 20 წლის ასაკში ვარლამი პირველად დააპატიმრეს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, ხოლო 1871 წელს მეორედ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს. პატიმრობიდან 4 წლის შემდეგ, მან გაქცევა მოახერხა. გეზი ევროპისაკენ აიღო. აქ იგი ძირითადად პუბლიკაციით იყო დაკავებული. მისი სტატიები სოციალურ–პოლიტიკურ და ფილოსოფიურ თემებს ეხებოდა. ისინი, ძირითადად, რუსულ ემიგრანტულ ჟურნალებში იბეჭდებოდა. მალევე გაერთიანდა ანარქისტულ ინტერნაციონალურ ფედერაციაში (შვეიცარია). დაუახლოვდა და დაუმეგობრდა ავროპული ანარქისტული მოძრაობის ისეთ თავკაცებს, როგორებიც იყვნენ – ჯეიმს გილიობს,ელისე რეკლიუს,პეტრე კროპოტკის და სხვებს. ცდილობდა ანარქიული იდეოლოგია საქართველოშიც შემოეტანა. ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში არალეგალური გზით, მფარველობდა ემიგრაციაში მყოფ ქართველებს. ევროპულ ჟურნალ–გაზეთებში საკმაოდ აქტიურად წერდა საქართველოს შესახებ, აქ არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ. 1894 წლიდან იგი დაუკავშირდა ილია ჭავჭავაძეს, რომელიც იმ პერიოდში გაზეთ „ივერიის“ მთავარი რედაქტორი იყო. ვარლამმა ილიას საკუთარი სტატიები გაუგზავნა, რომლებიც გაჯერებული იყო ანარქისტული და იმ პდროისათვის მეტად პროგრესული იდეებით. ცხადია, ილია სიხარულით დათანხმდა მისი ნაშრომების გამოქვეყნებაზე და დაიწყო „ივერიაში“ ჩერქეზიშვილის ნამუშევრების მთელი სერია, რომელიც ვაზიანის ფსევდონომით იბეჭდებოდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მანვე დააკავშირა ჭავჭავაძე და იმდროინდელი ქართული ინტელიგენცია მარჯირი უორდროპთან. 1896 წელს ფრანგულ ენაზე გამოვიდა ჩერქეზიშვილის წიგნი “ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან”, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა.

ვარლამმა დიდი დახმარება გაუწია არჩილ ჯორჯაძესა და მის თანამოაზრეებს პარიზული გამოცემის პირველი ქართული ეროვნულ-რევოლუციური გაზეთის “საქართველო”–ს და მისი ფრანგული დამატების “La George”–ს დაარსებაში.

ვარლამი ქართველ სოციალისტ–ფედერალისტებს არა მხოლოდ მორალურ–იდეოლოგიურ, არამედ მატერიალურ მხარდაჭერასაც უწევდა. მან მისი მეგობრის, ჰოლანდიელი ანარქისტის ქრისტიან კორნელისს მეშვეობთ ქართველებს გაუგზავნა იარაღის დიდი პარტია.

მისსივე დიდი ძალისხმევით წარუდგინა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს რამდენიმე ათასი კაცის მიერ ხელმოწერილი  “საქართველოს ხალხის კანონიერი უფლება – აღედგინა ეროვნული სახელმწიფოებრიობა”. ცხადია, ამ მოვლენამ მნიშვნელოვნად ვერ შეცვალა საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა, მაგრამ ეს მაინც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. 1910 წელს მონაწილეობდა ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე და იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა. უკვე 72 წლის მოხუცი 1918 წელს ჩამოვიდა თავისუფალ საქართველოში, 40 წელზე მეტი ხნის განდევნილობიდან. მისი თანამედროვეთა თქმით: „1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო დამოუკიდებელი საქართველოს უტევდა, ის თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად“. 1921 წელს საბოლოოდ გაიხიზნა. 1925 გარდაიცვალა და დაკრძალეს ლონდონში.
gn10h
რაც შეეხება მის ნაშრომებს, ის ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გააკრტიკა მარსიზმი, მისი მიმდევრები და თავად მარქსისი.რაც მთავარია, ამისთვის მას ჰქონდა სათანადო არგუმენტები და მტკიცებები. მისი კრიტიკის ობიექტი იყო: მარქსიზმის კლასიკოსებში, მიმდევრებში – ხელფასის კანონი და კლასთა ბრძოლის პრინციპის აღმოჩენა; ენგელსის ნაშრომებში – ბეკონისა და ლოკის მატერიალიზმი; მარქსმა მიითვისა – მორგანის არაერთი გამოგონება და აღმოჩენა ; ენგელსმა მიითვისა – ბიურეს ფუნდამენტური შრომის კომფისკაცია; მარქსმა და ენგელსმა – “კომუნისტური პარტიის მანიფესტი”, რომელიც სინამდვილეში ეკუთვნის ვ. კონსიდერანს. ასევე, მარქსმა სრულიად უსამართლოდ მიისაკუთრა I ინტერნაციონალის დაარსება, რომელიც მარქსის მიმდევრების თქმით შეიქმნა 1864 წელს. სინამდვილეში კი 1642 წელს არის შექმნილი.ამის დასამტკიცებლად ის იმოწმებს ისტორიულ წყაროებს.უფრო მეტიც, მარქსმა მიწერა ენგელსს, რომ მას არ სურდა მასში გაწევრიანება, მაგრამ მას შემდეგ დათანხმდა, რაც იუნგისგან მიიღო მოწვევა.

და ბოლოს, გრიგოლ რობაქიძე მასზე წერდა: „გრიგოლ რობაქიძე წერდა მასზე: იყო ერთი ქართველი თავადი,ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი.ქართული მას არ ემარჯვებოდა.საქართველოს ბავშობიდანვე იყო მოწყვეტილი.იცოდა რუსული,ფრანგული და ინგლისური.სიკვდილის წლებში,როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები,უეცრად რუსულიც დაავიწყდა,ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა“.

წყარო: wikipedia, google, planeta.ge,
Keti Kozmanashvili | შექმენი შენი ემბლემა
1173073225.2274.113839696

მსგავსი ამბები

Back to top button