გართობაკულტურა

Top 10 Celebrity

b8d61ef2d4d0
Top 10 Celebrity-აღარ ვთარგმნე ეს სიტყვა, ქართულ ენაში ზუსტი შესატყვისი არ აქვს. მაშ ასე, 10 “ყველაზე სელებრითი” ფორბის მონაცემებით.

a0604cd7669a
10)ლებრონ ჯეიმსი-LeBron James
ასაკი: 26 წლის
წყარო: კალათბურთი
რეზიდენცია: მიამი, ფლორიდა
შემოსავალი: $48 M
ჯეიმსის რეპუტაცია გაიზარდა გასულ წელს, როდესაც მან განაცხადა, რომ კლივლენდს ტოვებდა და მაიამი ჰიტში გადადიოდა სათამაშოდ. მისი მაისური და ფეხსაცმელი იყო გასულ სეზონში ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი NBA-ის მარკეტში. ჯეიმსი ასევე ფლობს პატარა წილს საფეხბურთო კლუბ ლივერპულში.

4c311f6e3e54
9)საიმონ ქოუველი-Simon Cowell
ასაკი: 51 წლის
წყარო: ტელევიზია
მშობლიური ქალაქი: ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
გამომუშავება: $90 M
ქოუველის American Idol-დან წასვლას შოუ არ დაუღუპია, თუმცა ფანები არიან იმედგაცრუებულები, რადგან ენატრებათ მისი კრიტიკა.(გეგა არის მისი პროტიპი ნიჭიერში) ის არის მფლობელი სატელევიზიო და მუსიკის სტუდია სიკოსი(Syco).

ac449b918c8c
8)ბონ ჯოვი-Bon Jovi
ასაკი: 28 წელი(იგულისხმება დრო ჯგუფის შექმნიდან)
წყარო: მუსიკა
გამომუშავება: $125 M
მშობლიური ქალაქი: სეარვილი, ნიუ ჯერსი
ბენდმა გამოიმუშავა 200 მილიონ დოლარზე მეტი, 74 შოუთი 12 თვის განმავლობაში და გამოუშვა საუკეთესო ჰიტების ალბომი. ჯგუფის სოლისტი ჯონ ბონ ჯოვი დასახელდა თეთრი სახლის საბჭოში პრეზიდენტ ობამას მიერ, საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის გამო.

e0c08f86c7d2
7)ტეოლორ სვიფტი-Taylor Swift
ასაკი: 21 წლის
წყარო: მუსიკა
გამომუშავება: $45 M
არ აქვს მნიშვნელობა მის შექმომედებას ქაუნთრს უწოდებთ, პოპს თუ ორივეს ერთად, ეჭვი არ არის რომ სვიფტი ფულის საკეთებელი მანქანაა. მისი ახალი ალბომი Speak Now დაჯილდოებულ იქნა 3 პლატინის დისკით 1 თვის შემდეგ მისი გამოსვლიდან. მის ტურზე ბილეთებიდან გაყიდვები $750,000-ს აღწევს თითოულ სათამოს.

b7928cf5a223
6)თაიგერ ვუდსი-Tiger Woods
ასაკი: 35 წლის
წყარო: გოლფი
განათლება: სტენფორდის უნივერსიტეტი(დაუსრულებელი)
გამომუშავება: $75 M
მიუხედავად იმისა რომ მას უკვე უჭირს ტურნირების მოგება, იგი ისევ რჩება მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ათლეტად. მას აქვს კონტრაქტები ისეთ ფირმებთან როგორიცაა ნაიკი და ელექტრონიქს ართს. იე გეიმსის ახალმა თამაშმა EA Sports’ Tiger Woods PGA Tour 12: The Masters პირველი კვირის გაყიდვების რეკორდი დაამყარა 14 წლიანი ისტორიის მქონე პოპულარული ვიდეოთამაშების კომპანიაში.

a5e4429dcd95
5)ელტონ ჯონი-Elton John
ასაკი: 64 წლის
წყარო: მუსიკა
დაქორწინებული
შვილები: 1
გამომუშავება: $100 M
სერ ელტონ ჯონს გაყიდული აქვს 250 მილიონი ჩანაწერი მსოფლიოს მასშტაბით გასული 30 წლის მანძილზე და გაჩერებას არ აპირებს, მან მიიღო $204 მილიონი 102 კონცერტის ჩატარებით 12 თვის განმავლობაში. მას თავის პარტნიორთან დევიდ ფარნიშთან ერთად ყავს სუროგატი შვილი ზაქარი. მისი ნათლია ლეიდი გაგაა.

b08281f25dfe
4)U2
ასაკი: 35 წლის(იგულისხმება დრო ჯგუფის შექმნიდან)
მშობლიური ქალაქი: დუბლინი, ირლანდია
გამომუშავება: $195 M
უბერებელს როკერებს ჰქონდათ ყველაზე მომგებიანი ტური მუსიკის ისტორიაში. აპრილში, ტურმა 360 მა გადაასწრო როლინგ სტოუნსის Bigger Bang Tour-ს რომის შემოსავალიც $554 მილიონი იყო 2005-2007 წლამდე. ბენდმა გაყიდა 700 მილიონი დოლარის ღირებულების ბილეთები ორი წლის განმავლობაში და 7 მილიონი ადამიანის წინაშე წარსდგა.

e904522e09fa
3)ჯასტინ ბიბერი-Justin Bieber
ასაკი: 17 წლის
წყარო: მუსიკა
მშობლიური ქალაქი: სტრედფორდი, კანადა
გამომუშავება: $53 M
მისმა ახალმა ალბომმა My Life 2.0 სწრაფად მოიპოვა პლატინის სტატუსი. მისმა ფილმმა Never Say Never მოიტანა $100 მილიონზე მეტი შემოსავალი და მისი კონცერტებს მოაქვს $600,000 თითოელ საღამოს. ჯასტინის ვიდეო “Baby” იუთუბზე ნახეს 500 მილიონზე მეტჯერ, ეს აბსოლიტური რეკორდია.

4366b20239a9
2)ოპრა უინფრი-Oprah Winfrey
ასაკი: 57 წლის
წყარო: ტელევიზია
რეზიდენცია: ჩიკაგო, ილინოისი
გამომუშავება: $290 M
ქონება: $2.7 B
25 წლიანი შოუს ბოლო ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ, მან თავის ყურადღება თავისივე საკაბელო ტელევიზიაზე OWC-ზე გადაიტანა(Oprah Winfrey Network). მან თავისი სიმდიდრის 46% გასული 5 წლის განმავლობაში დააგროვა.

a73984a4a7ed
1)ლეიდი გაგა-Lady Gaga
ასაკი: 25 წლის
წყარო: მუსიკა
რეზიდენცია: ნიუ იორკი
გამომუშავება: $90,000,000
ლეიდი გაგა გახდა ფორბის აზრით ყველაზე გავლენიანი “სელებრითი”. მან მოაგროვა 90 მილიონი დოლარი გასულ წელს. ივლისში გაგა გახდა პირველი ადამიანი თვიტერზე რომელსაც ყავს 12 მილიონზე მეტი მიმდევარი, გადაუსწრო ჯასტინ ბიბერსა და ბარაკ ობამას. ასევე მას ყავს 45 მილიონი ფანი სოციალურ ქსელ ფეისქუბზე. ბიონსე მას უწოდებს ყველაზე ნიჭიერ პოპ-ვარსკვლავს.

მსგავსი ამბები

Back to top button