საკითხავისასარგებლო

დედამიწელებო, დავეხმაროთ ერთმანეთს!!!

cc8177d8c599
შემთხვევები, როცა სხვადასხვა არსებები ერთმანეთს დაეხმარნენ გაჭირვებაში

1. ადამიანი-შავი დათვი.

ფლორიდის ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციის წევრმა, ბიოლოგმა ადამ ვორვიკმა 375 ფუტი წონის შავი მამალი დათვი
დახრჩობას გადაარჩინა. დათვი შეამჩნიეს დასახლებულ პუნქტთან ახლოს, სავარაუდოდ საჭმლის ძებნისას, ადგილზე მისულმა ბიოლოგებმა მისი
დაძინება სცადეს, მაგრამ გაბრუებულმა დათვმა წყალში შესვლა მაინც მოახერხა. ცურვისას მასზე იმოქმედა წამალმა და თათები მოუდუნდა, ამ დროს წყალში
გადახტა ადამი და 25 იარდის მოშორებით მყოფ ცხოველთან ცურვით მივიდა, შემდეგ კი მისი წყლიდან ამოყვანაც მოახერხა. ადამმა, რომელიც მიიწვიეს შოუში, განაცხადა, რომ სულაც არ შეშინებია, რომ დათვი მას რაიმეს დაუშავებდა, იგი უბრალოდ ცდილობდა დათვისთვის ეიძულებინა ცურვის გაგრძელება, რადგან ცხოველი არც ისე მსუბუქი იყო :)

56498436d4cf

96557ea8c530

6c9242aa4ec9

e37db34471f6

2. მაიმუნი-ძაღლი

ჩინეთში მილსადენის აფეთქებას შეეწირა 13 ადამიანი, ხოლო 300-მდე დაშავდა. ყოველივე ამის დროს კი მაიმუნმა პატარა ლეკვი სამშვიდობოს გაიყვანა და დაწვას გადაარჩინა. ეს ფაქტი მართლაც რომ საოცარია.

7ff7885ee7a6

3. ღორი-ადამიანი

ჯოან ალტსმანს მოუვიდა გულის შეტევა და თავის სადარბაზოში წაიქცა. მისი გოჭი სახელად ლულუ გაიქცა ქუჩაში და დაიწყო აქეთ-იქით სირბილი რომ ვინმეს მიექცია ყურადღება და გაჰყოლოდა, შემდეგ ბრუნდებოდა სადარბაზოში რომ ენახა პატრონი, მაგრამ იგი იმავე მდგომარეობაში იყო. ბოლოს ერთ-ერთი მგზავრი გაჰყვა ცხოველს და აღმოაჩინა ქალი. საავადმყოფოში განაცხადეს, რომ 15 წუთი დაგვიანებაც კი დამღუპველი იქნებოდა ჯოანისთვის.

4. თხა-ადამიანი

ფერმერი ნოელ ოსბორნი ჩამოვარდა სიმაღლიდან, როდესაც აკეთებდა თავის საქმეს. მან მოიტეხა ფეხები. მისი ფერმა საკმაოდ შორს იყო დასახლებული პუნქტიდან, იმისათვის, რომ მისი ხმა ვინმეს გაეგონა. მისმა თხამ მენდიმ გაანალიზა :D სიტუაცია და 5 დღის განმავლობაში მოჰქონდა თავისი პატრონისთვის
წყალი ჭიდან, ამასთან თხა თავისი ნებით აწველინებდა თავს, რათა ნოელს არ მოჰკლებოდა რძე.

f24cb1d2ce6f

5. ვეშაპი-ადამიანი

ჩინეთში მყვინთავები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ყვინთვის დროს სუნთქვის შეკავებაში ვეშაპთა აუზში. შეჯიბრების ერთ-ერთი მონაწილე, მყვინთავი იანგ იუნი, შესანიშნავად უმკლავდებოდა დავალებას, მაგრამ როდესაც მან სცადა მაღლა ასვლა, ფეხები აღარ დაემორჩილა (გაეკვანძა რა) იქვე ახლოს მყოფმა ვეშაპმა სახელად მილამ გააცნობიერა ცუდი სიტუაცია და გაეშურა საშველად, მან პირი ჩაავლო ფეხებში მყვინთავს და ამოიყვანა წყლის ზემოთ. მყვინთავმა თქვა, რომ ძალიან ინერვიულა, რადგან ეგონა რომ ვეღარაფერი გადაარჩენდა.

9691b92a1673

6.პინგვინი და კაცი-დელფინი

ახალგაზრდა დელფინი, რომელიც დაზიანდა სანაპიროზე მოცურავეთა მიერ ურუგვაიში, იქვე მყოფმა მაშველმა შეამჩნია და დელფინარიუმში წაიყვანა.
ცხოველი საკმაოდ ცუდად გრძნობდა თავს, მაგრამ იმავე დელფინარიუმში მყოფმა პინგვინმა საოცარი თანაგრძნობა გამოავლინა მის მიმართ და
არ მოშორებია დელფინს, სანამ არ მომჯობინდა, ჭამის დროსაც კი იქვე იდგა და ,,ყურადღებას აქცევდა” მომვლელს, რომ მის მეგობარს რამე არ დასჭირვებოდა.

31cd54972bb7

715a38835e4a

5f4686fcfae9

234c246d3591

7. ადამიანი-ძაღლი

ქალბატონი სეირნობდა თავის ძაღლთან ერთად ავსტრალიაში, მელბურნში. ძლიერი ქარის გამო ხიდზე გადასვლისას ძაღლმა წონასწორობა დაკარგა და წყალში ჩავარდა. ქალი ძალიან შეშინდა, მან თავისი მეგობრის ამოყვანა სცადა ხიდიდან მაგრამ ვერ შეძლო, ერთ-ერთი ახალგაზრდა ჩახტა წყალში და საცოდავი
ცხოველი გადაარჩინა. გახარებულმა ქალმა ცხოველი სახლში წაიყვანა, ხოლო ბიჭი ….

72ab9aedf2fa

f0bfa2215b09

f783cb974b77

f5fc5710bcb4

სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ. :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close