ცათამბჯენები
რამდენიმე პოსტია ამ თემაზე, მაგრამ შევეცდები უფრო უტყუარი და დეტალური ინფო დავდო :)
ცათამბჯენები ქვეყნის სიმბოლოებად ითვლებიან ხოლმე. ბოლო ათწლეულებია დასასრული არ უჩანს სახელმწიფოებს შორის ბრძოლას პირველობისთვის და აშენებენ უფრო და უფრო მაღალ ცათამბჯენებს.
ცათამბჯენი (skyscraper) ეწოდება თავისუფლად მდგომ ნაგებობას, ერთზომიერად განაწილებული სართულებით ვერტიკალურად, რომელიც ადამიანთა საცხოვრებლად და/ან სამუშაოდ არის გათვალისწინებული. არაა ოფიციალურად დადგენილი რა სიმაღლეს უნდა გადააცილოს ნაგებობამ, რომ ჩაითვალოს ცათამბჯენად თუმცა ცალკეულ ქვეყნებს თავიანთი სტანდარტები აქვთ. ზოგან 80 მეტრის შენობაც კი ცათამბჯენად ითვლება, თუ იგი მიმდებარე ტერიტორიაზე ზოგად სურათში ძალიან მაღალ შენობად მიიჩნევა.
შტატებსა და ევროპაში არის არაოფიციალური პირობითობა, რომლის მიხედვითაც ცათამბჯენია შენობა, რომლის სიმაღლე აღემატება 150 მეტრს. ხოლო 300 მეტრზე ზომოთ შენობები ზემაღალ ცათამბჯენებად მიიჩნევიან.
XIX ს-მდე 6 სართულზე მაღალ შენობებს არ აგებდნენ კიბეებზე ასვლის მოუხერხებლობის გამო. ამის გარდა წყალსაქაჩებს არ შეეძლო წყლის 15 მ-ზე მაღლა აქაჩვა. ფოლადის, რკინა-ბეტონის და წყალსაქაჩების ტექნოლოგიის განვითარებამ, ასევე ლიფტების გამოგონებამ საშუალება მისცა ადამიანებს შენობების სიმაღლე ათჯერ გაეზარდათ, რაზეც განსაკუთრებული მოთხოვნა მეგაპოლისებში იყო.
2007 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 1500-მდე ცათამბჯენი იქნება, რომელთა შორის 400 – ზემაღალი.
!!! პირველ სიაში შესულია უკვე აშენებული ცათამბჯენები და ისინი რომელთა დასრულება 2009 წელსაა დაგეგმილი.
1) ბურჯ დუბაი – Burj Dubai (არაბ.: برج دبي “დუბაის კოშკი”), ამჟამად მშენებარე სუპერმაღალი ცათამბჯენი დუბაიში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დასრულებული არ არის, ცათამბჯენი უკვე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენია. დასრულებისას კი ის ყველაზე მაღალი ადამიანის შექმნილი სტრუქტული ნაგებობა იქნება, მისი სიმაღლე 818 მ (160 სართულით) იქნება. გეგმით შენობა 2009 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM).
2) ტაიპეი 101 (Taipei 101) – 101-სართულიანი 509 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენი ტაივანის ქ. ტაიპეიში. დაპროექტებულია კომპანია C.Y. Lee & Partners მიერ, და მსოფლიოს ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა 2004 წლიდან (მშენებლობის დასრულებიდან) 2007 წლის 21 ივლისამდე – ბურჯ დუბაის 141-ე სართულის დასრულებამდე :)) თუმცა ყველაზე მაღალ დასრულებულ შენობად მიიჩნევა კვლავაც.
3) შანჰაის მსოფლიო ფინანსური ცენტრი (Shanghai World Financial Center) – 2008 წელს დასრულებული, 492 მეტრის სიმაღლის, 101 სართულიანი ზემაღალი ცათამბჯენი ჩინეთის ქალაქ შანჰაიში. მისი შემადგენელი სასტუმრო Park Hyatt Shanghai რომელიც 174 ოთახისგან შედგება არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი სასტუმრო, რითიც პირველობა წაართვა მეზობელ Jin Mao Tower-ის (რომელიც ჩვენს სიაში მე-10 ადგილს იკავებს) სასტუმრო Grand Hyatt Shanghai-ს.
4) საერთაშორისო კომერციული ცენტრი (International Commerce Center) – 118 სართულიანი, 484 მ სიმაღლის ცათამბჯენი ვესტ ქოულუნში, ჰონგ კონგში რომლის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია ამა წლის ბოლოსთვის. მშენებლობის დასრულების შემდეგ, მისი 5-ვარსკლავიანი სასტუმრო კვლავაც “გადაუჯოკრავს” ზემოთხსენებულ Park Hyatt Shanghai-ს სიმაღლეში და იქნება 425 მეტრი სიმაღლის ყველაზე მაღალი სასტუმრო.
5/6) პეტრონას “ტყუპი” თაუერები (Petronas Twin Towers) – 1998 წელს დასრულებული 88 სართულიანი 452 მეტრიანი ტყუპი შენობები მალაიზიის ქალაქ კუალა-ლუმპურში, რომელსაც ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი ჰქონდა აშენებიდან (1998წ) ტაიპეი 101-ის დასრულებამდე (2004წ). ხოლო თვითონ ამ შენობამ პირველობა წაართცა ემფაერ სთეით ბილდინგს. თუმცა მსოფლიოს ყველაზე მაღალ ტყუპებად დღემდე რჩებიან.
ათეულს ასრულებენ..
7 | Nanjing Greenland Financial Center | Nanjing | 450 m | 89 | 2009[C] | ||
8 | Willis Tower | Chicago | 442 m | 108 | 1973 | ||
9 | Guangzhou West Tower | Guangzhou | 440 m | 103 | 2009[B] | ||
10 | Jin Mao Tower | Shanghai | 421 m | 88 | 1998 |
წყარო: Wiki,