გასართობისაკითხავისასარგებლო

Twitter – ფეისბუქის კონკურენტი?

სოციალურ მედიაში ფეისბუქის წილი 78%-ია, ტვიტერისა კი მხოლოდ 5%. ამის მიუხედავად სპეციალისტების უმეტესობა მიიჩნევს, რომ როცა საქმე ეხება მარკეტინგს, ტვიტერის გამოყენება ბევრად უმჯობესია ფეისბუქთან შედარებით.

ორივე ქსელზე 1 მილიონამდე ვებ-ბმულის განხილვის შემდეგ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ფეისბუქის ერთ ბმულს საშუალოდ 3 ადამიანი ნახულობს, მაშინ როცა ტვიტერის “ტვიტების” შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 19-ია, ანუ ფეისბუქზე დაახლოებით 6-ჯერ მეტი.

მაგრამ ეს არაა ერთადერთი მიზეზი, როს გამოც სოციალური მედიის ექსპერტები მარკეტინგული კუთხით ტვიტერს ამჯობინებენ. თუკი არჩევანის წინაშე დადგებით, ისინი გვთავაზობენ ორივე ქსელის უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს. არჩევანი მომხმარებელზეა. მაშ ასე:

ტვიტერის უპირატესობა:

  • 165 მილიონი მომხმარებელი და დღეში 100 მილიონი გაგზავნილი ტვიტი, Bloomberg-ის მონაცემების მიხედვით.
  • ვიდეოებისა და ფოტოების გაზიარება შესაძლებელია 16 სხვადასხვა მედია პროვაიდერის მეშვეობით, როგორიცაა მაგალითად Flickr, YouTube და TwitPic.
  • ტვიტერის აუდიენცია უფრო გამოცდილია ტექნოლოგიისა და სოციალური მედიის საკითხში. სოციალური მედიის პროფესიონალები ტვიტერზე არიან “დასახლებულნი” და მომხმარებელთა ცოდნის არეალი მხოლოდ გაუმჯობესებისკენ მიდის ყოველ ტვიტთან ერთად.
  • ტვიტერს აქვს third-party აპლიკაციები, რომლებიც “აღჭურვილია” დაგეგმილი ტვიტებისა და ძებნის ფუნქციებით.
  • შეზღუდული 140 სიმბოლოს მეშვეობით ტვიტი ყოველთვის მოკლე და ლაკონურია, ადვილად გასაგები მკითხველთათვის.
  • ტვიტერის ნაკლი:

  • ტვიტერის სამყარო შედარებულია კოქტეილ-ფართისთან, სადაც ხალხი ერთობა, საუბრობს, ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებს. მაგრამ ერთი საათით რომ დატოვო და შემდეგ დაბრუნდე, რეაქციები ასეთი იქნება:”ჰა?” “რაა?” ტვიტერზეც იგივეა, საზოგადოება ხშირად იმედგაცრუებული რჩება და რაიმე საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის სრულად მიღების სანაცვლოდ უფრო მეტი კითხვა უჩნდება.
  • ტვიტერის უსაფრთხოება არც ისე სანდოა. როცა მომხმარებლები დავირუსებულ ბმულზე აწკაპუნებენ, ფართო გზას უხსნიან მავნე პროგრამულ მომსახურეობებს (Malware-ს), რითაც მათი ინფორმაცია სხვისთვისაც გახდება ხელმისაწვდომი.
  • ტვიტერზე ხშირია error-ები, ე.წ. “Fail Whale”, რომელიც ცხადია, ყველა მომხმარებელს აღიზიანებს.
  • ფეისბუქის უპირატესობა:

  • ის გუგლზე უფრო პოპულარულია – 600 მილიონი მომხმარებელი, რაც ტვიტერისას დაახლოებით 3.6-ჯერ აღემატება.
  • უფრო სანდოა, ვიდრე ტვიტერი, რადგან იშვიათია გადატვირთვა, “გაჭედვა” და ა.შ. რა თქმა უნდა მსგავსი რამ აქაც ხდება, მაგრამ ტვიტერის “Fail Whale”-თან შედარებით სრულიად უმნიშვნელოა.
  • უამრავი საშუალებაა, რაც ბიზნესის განვითარებას ეხმარება: ვიდეოების ატვირთვა, ბმულები, ფოტოალბომები და ა.შ.
  • ფეისბუქის ნაკლი:

  • ასეთი მრავალრიცხოვანი მომხმარებელი რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უარყოფითი მხარეც აქვს – დარეგისტრირებულთა უმეტესობა არაა ქსელის მუდმივი სტუმარი. ამიტომ ფეისბუქზე განთავსებული ინფორმაცია ნაკლებ ეფექტურია იმ მხრივ, რომ შეიძლება ფართო საზოგადოებამდე ვერ მივიდეს.
  • თუკი ტვიტერი კოქტეილ-ფართია, ფეისბუქი სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ან კრუიზში მყოფ გემს ჰგავს, სადაც ხალხი ერთმანეთს ყოველდღე ხვდება, მაგრამ გაცნობა და დაახლოება კვირებისა და თვეების შემდეგ ხდება. ამ მიზეზის გამო ბიზნესისთვის ფეისბუქი ნაკლებად მომგებიანია.
  • საბოლოო ჯამში, ტვიტერს ნაკლები რაოდენობის მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ აქ განთავსებული ინფორმაცია აღწევს კონკრეტულ მასამდე, იმ საზოგადოებამდე, რომელსაც ეს აინტერესებს. ფეისბუქზე კი დიდი შანსია ინფორმაცია უბრალოდ დაიკარგოს, რადგან შესაბამის აუდიენციამდე ვერ მივა. სწორედ ამიტომ ცნობილი და საქმიანი ადამიანების უმეტესობა სიახლეებს ათავსებს ტვიტერზე.

    ზი ენდ :mamao:

    P.S. მე პირადად მხოლოდ ფეისბუქის მომხმარებელი ვარ, ასე რომ არ იფიქროთ, თითქოს ტვიტერს ვუწევ რეკლამას :yes:

    თეგები

    მსგავსი ამბები

    Back to top button
    Close
    Close