გასართობისაკითხავისასარგებლო

რა? სად? როდის?


აბა შემოდით გაგრძელებაში და აამოძრავეთ ტვინები

1. ერთხელ ოტო ბისმარკმა შენიშნა:” ადამიანები ყველაზე მეტად იტყუებიან ნადირობის შემდეგ, სეირნობის დროს და ”ამის წინ” . დაასახელეთ მესამე შემთხვევა?

2. როგორ წარმოიშვა წარმოთქმა “დრო იწურება”?

3. ახალ ზელანდიში დაბადებული ეს კაცი მეთაურობდა კემბრიჯში კავენდიშის სახელობის ლაბორატორიას. მის მოსწავლეებს შორის იყო 14 მომავალი ნობელის პრემიის ლაურეატი. მან, აგრეთვე შექმნა ახალი მეცნიერება. ვინ იყო ის?

4. როდესაც 1683 წელს ვენის კარიბჭესთან თურქებმა განიცადეს არნახული დამარცხება, ავსტრიელებს ნადავლის სახით ერგოთ ასი ტომარა “რაღაც”, რაც მათ მიიღეს აქლემთა საკვებად. ხოლო, ფრენკ კოლციშკიმ მოიაზრა, რისთვისაც იყო ის განკუთვნილი და ითხოვა ჯილდოდ წაეღო თვითონ. რა იყო ტომრებში?

5. 1902 წელს გერმანელმა ჟურნალისტმა ლუდვიგ მაქს გოლდენბერგმა, ესტუმრა რა ამერიკას, პირველად გამოიყენა ეს გამოთქმა ამ ქვეყნის მისამართით. ამის შემდეგ ეს გამოთქმა დამკვიდრდა და საგაზეთო შტამპადაც იქცა. რა უწოდა ამერიკას ჟურნალისტმა?

6. აზოვის ზღვის ქალაქების ბევრი ქუჩა მოპირკეთებულია საბერძნეთიდან, ჯერ კიდევ რევოლუციამდელი დროიდან ჩამოტანილი ქვებით. საინტერესოა, რომ ქალაქის ხელისუფალთ ქვების ჩამოტანა აბსოლუტურად არაფერი არ უჯდებოდათ. გემები, რომლებიც პორტში შემოდიოდნენ ხორბლის წასაღებად, ნაპირზე ყრიდნენ ქვებს, რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნეთ უფასოდ, რატომ?

7. ალექსანდრე მაკედონელის ჟამთა-აღმწერთა მიერ ის აღწერილია, როგორც ფუტკრის გარეშე თაფლის მომცემი. რაზე წერდნენ ასე?

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close