ცნობილი ადამიანების უკანასკნელი სიტყვები
ცნობილი ადამიანების უკანასკნელი ფრაზები…ძალიან საინტერესოა!
კარდინალ რიშელიეს ბოლო სიტყვა:”გააჩერეთ საათი! მე იგი წუთებს მითვლის”.
საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი ამბროსი ხელაია: “სული ჩემი ღმერთს ეკუთვნის! გული – სამშობლოს! მძორი ჯალათებო, თქვენია და რაც გინდათ ის უყავით მას”.
ისააკ ნიუტონის ეპიტაფია: “ეს მარმარილოს ლოდი აღიარებს ისააკ ნიუტონს მოკვდავად, მაშინ როცა დრო, ბუნება და ზეცა მის უკვდავებას ადასტურებს”
მიხეილ ჯავახიშვილის ეპიტაფია წერაქვში სიმბოლურ ქვაზე: “აქ არ განისვენებს მიხეილ ჯავახიშვილი, აქ მისი სული ტრიალებს”.
ბეკეტის ერთ-ერთი გმირის ეპიტაფია: “აქ განისვენებს ის, ვინც იმდენჯერ გაექცა სიკვდილს, რომ საბოლოოდ მხოლოდ ახლა გათავისუფლდა”.
ალ კაპონე: “გვედრებ შეწყალებას იესო”
“მხატვრობა ჯერ კიდევ გამოსაგონებელია” –პიკასო.
ბავარიელი ყაჩაღის მათიას კნაისლის სიტყვები, თავისი სიკვდილის განაჩენის მოსმენის შემდეგ ”D’Woch fangt scho guad o” ( “ეს კვირაც რა კარგად იწყება!”)
Eazy E-ს საფლავის ქვაზე წერია ესეთი რამ: We loved him, but God has Loved him more(ჩვენ ის გვიყვარდა მაგრამ ღმერთს უფრო ყვარებიაო).
ემიგრაციაში გარდაცვლილი კოკი დადიანის საფლავს აწერია:-”მითხარ შენდობა და ჩემს მხარესა, როცა უამბობ ამბებს მწარესა, სთქვი, რომ იხილე წარწერა ლოდზე:”ძვლებიც კი ჰფიქრობს საქართველოზე”.
ნ. დუმბაძე:-“ არაფერი არ თქვათ ბიჭებო!”
ედგარ პო: “ღმერთო უშველე ჩემს საწყალ სულს”
კალიგულა: “მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! “
ელვის პრესლი: “ძვირფასო, მე ახლა სააბაზანოში შევალ და წავიკითხავ”
ჩეხოვი: “რა ხანია შამპანური არ დამილევია”
ვან გოგი: “La tristesse durera toujours” (გლოვა მუდმივად იქნება)
მოცარტი: ” სიკვდილის გემო ჩემს ენაზეა, ვგრძნობ რაღაც არაამქვეყნიურს!”
– Houston, we have a problem ! – ამერიკელი ასტრონავტები
“მე დავბრუნდები, როგორც მეხი მინდვრადა!” ოცელოტი.
ვ ო ლ ტ ე რ მ ა სიკვდილის წინ თავის პირად მდივანს გადასცა შემდეგი აღსარება: “მე ვკვდები ისე, რომ თაყვანს ვცემ ღმერთს, მიყვარს ჩემი მეგობრები და არ მძულს მტრები, მაგრამ მეზიზღება ძალმომრეობა.”
ბეთჰოვენი: “ტაში დაუკარით, მეგობრებო, კომედია დამთავრდა…“
ბაირონი: “ახლა მე დაძინება მჭირდება“
ნაპოლეონი – იმპერატორი. მისი მკურნალი ექიმი წერს: „იმპერატორი ყველასგან მიტოვებული გარდაიცვალა. მისი სიკვდილისწინა წუთები საშინელი იყო“.
იაგოდა – საბჭოთა საიდუმლო სამსახურის უფროსი: „როგორც ჩანს, ღმერთი არსებობს . იგი მსჯის მე ჩადენილი ცოდვებისათვის“.
უინსთონ ჩერჩილი – ინგლისის ყოფილი პრემიერ-მინისტრი: „ვაი მე, რა უგუნური ვყოფილვარ!“
ლეონარდო და ვინჩი-“მე შევარცხვინე ღმერთი და ხალხი, რადგან ჩემმა გამოგონებებმა ვერ მიაღწიეს დონეს,საითკენაც მე ვისწრაფოდი”
ჯორჯ ვაშინგტონი-“ექიმო მე არასოდეს არ მოვკვდები, მაგრად არა იმიტომ რომ მეშინია”
ლუდოვიკო მეთოთხმეტე (მეფე-მზე)-“რა გატირებთ, ნუთუ ფიქრობდით რომ მე უკვდავი ვიყავი”
ნერონი-“როგორი დიდებული მსახიობი ვკვდები”
ჰენრი ჰაინე-“ღმერთი მე მაპატიებს, რადგან ეს მისი სამუშაოა”
სომერსეტ მოემი-“სიკვდილი მოსაწყენი საქმეა,მე გირჩევთ რომ არასოდეს არ მოკვდეთ”
ვიქტორ ჰიუგო-“შავ სინათლეს ვხედავ”
ოგიუსტ ლიუმერი-“ჩემი ლენტა მთავრდება”
ჯეკ დანიელი-“უკანასკნელად დამალევინეთ,გთხოვთ”
ბობ მარლი-“ფულით ცხოვრებას ვერ იყიდი”
ალექსანდრე დიუმა-“მე არ ვიცი თუ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი”
ო’ჰენრი – “აანთეთ სინათლეები, არ მსურს სიბნელეში სახლში წასვლა”
წყარო:მე mixeildiakonidze.wordpress.com და nightrider100.wordpress.com
Paata Chikhladze | Create your badge