არქივი

NASA-ს კოსმოსური ხომალდი “Glory“ 2011 წლის თებერვალში გაეშვება

glory

კოსმოსური ხომალდის  “Glory“-ს გაშვება 2011 წლის თებერვალში იგეგმება. ის შეისწავლის მზისა და აირებით მოძრავი ნაწილაკების-აეროზოლების გავლენას დედამიწის კლიმატზე.

მეცნიერებს აქვთ სრული წარმოდგენა სათბურის ეფექტის მქონე გაზების გავლენაზე მაგრამ ორი სხვა კრიტიკული ელემენტის – მზის მთლიანი რადიაციული გამოსხივებისა და ატმოსფერული აერეზოლების ნაწილაკების- როლი შედარებით გაურკვეველია. „Glory“ -ს მისია შეიცავს 2 მეცნიერულ ინსტრუმენტს, რომელიც ორივე ასპექტის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.

ერთერთი ინსტრუმენტი – აეროზოლის პოლარომეტრული სენსორი (APS)- შესთავაზებს მეცნიერებს აეროზოლების ახალ განსაზღვრებებს, ისეთებისას რომლთაც შეუძლიათ მზის სხივების შთანთქმა ან არეკვლა, ეს დამოკიდებულია აეროზოლების ტიპებზე. ეს უნიკალური ინსტრუმენტი განსაზღვრავს პოლარილებულ ნათებას და ამი საშუალებით მეცნიერები შეძლებენ გაარჩიონ აეროზოლების ტიპები, ისეთები როგორიცაა უბრალოდ მტვერი და შავი ნახშირბადი. მეორე ინსტრუმენტი გახლავთ მზის ტოტალური რადიაციული გამოსხივების დამკვირვებელი. ეს ინსტრუმენტი დაიწყებს და გრძელვადიან პერიოდში გააგრძელებს მზის სიკაშკაშეზე დაკვირვებას და მის ჩაწერას უპრეცენდენტო სიზუსტით.

ორივე ინსტრუმენტის შედეგი იქნება ის რომ ისინი შექმნიან გლობალურ კლიმატურ მოდელს და დაეხმაერბიან მეცნიერებს იმის განსაზღვრაში  თუ დედამიწის რომელ რეგიონში,  რა ეფექტი შეიძლება იქონიოს კლიმატის სხვადასხვაგვარმა ცვლილებებმა.

ხომალდი შეუერთდება ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრების გრძელ მატარებელს რომელიც A-მატარებლის სახელითაა ცნობილი და მის ორბიტაზე გაშვებას უზრუნველყოფს გამშვები მანქანა Taurus XL 2011 წლის თებერვლაში.

გთავაზობთ 3 კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი ვიდეოს ამ ყველაფრის საილუსტრაციოდ და კარგად გასაგებად. ისინი აღწერენ ხომალდის დიზაინს მოქმედების პრინციპს და მიზანს.

ვიდეოების ჩატვირთვას ცოტა დრო სჭირდება და გთხოვთ დაელოდოთ.

წყარო: www.NewsMacne.com

მსგავსი ამბები

Back to top button