გასართობისაკითხავისასარგებლო

ინფორმაციულ-შემეცნებითი კოლაჟი


1) თმა ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს ზრდას…

2) აგავა სიცოცხლეში ერთხელ ყვავის და ნაყოფის მომწიფებისთანავე კვდება…

3) მიმინო წამში ოთხჯერ ასწრებს ფრთების დაქნევას…

4) გვარჯილას ომი პერუში მოხდა, ლუდის პუტჩი – გერმანიაში, მარილის ლაშქრობა – ინდოეთში, ბორშის აჯანყება – რუსეთში…

5) ბერძნულად ანეგდოტი გამოუცემელ მოთხრობას ნიშნავს…

6) ჯონ ლინცი ჩრდილოეთ კოროლინას შტატში ცხოვრობდა. P.S. ლინჩის წესით გასამართლებისას ნირბებ აფარებული ბრბოდამნაშავეს კუპრში ამოავლებდა, ბუმბულში ამოგანგლავდა და ქალაქის ქუჩებში სარზე ჩამოცმულს დაატარებდა….

7) პრეზერვატივების ყველაზე დიდი ქარხანა დრეზდენში მდებარეობს…

8) “მიჩიგანი 500” ყველაზე სწრაფი რბოლაა მსოფლიოში. P.S. ამ რბოლისთვის განკუთვნილი მანქანის კარგ მდგომარეობაში შენახვა წელიწადში 7 მილიონი დოლარი ჯდება…

9) ადის-აბებაში ქუჩებს არა აქვს არც სახელწოდება, არც ნუმერაცია და არც რაიმე მაჩვენებელი…

10) 1841 წელს მექსიკაში საპნის ისეთი დეფიციტი იყო, რომ იგი ფულის ფუნქციასაც ასრულებდა და მას ოქროშიც კი ცვლიდნენ…

11) ჩინური გვარი “ჩანი” მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. მათ შეუძლიათ ცალკე სახელმწიფოც კი შექმნან. მათი რაოდენობა 100 მილიონს აღემატება…

12) ზვიგენი ოციდან ოცდაათ ათასამდე კბილს იცვლის სიცოცხლის განმავლობაში…

13) ამერიკელებმა რუსებს ალიასკაში 7 მლნ 200 ათაში დოლარი გადაუხადეს…

14) ფუტკარი რომ გადაშენდეს დედამიწაზე დაიღუპება 100 ათასზე მეტი სახეობის მცენარე…

15) ბანქოს თამაშზე უზომოდ შეყვარებულმა ლორდ სენდვიჩმა იმისათვის, რომ ბანქოს თამაშისას თითები არ დასვროდა, გამოიგონა ბუტერბროდის სახეობა, რომელსაც შემდგომ სენდვიჩი უწოდეს…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close