გასართობისაკითხავისასარგებლო

ნაპოლეონის პენისი


მოკლედ, ყველაფერი 1821 წლის მაისის დღეებში დაიწყო, როდესაც წმ. ელენას კუნძულზე გარდაცვლილი ყველაზე ცნობილი მკვიდრის სხეულს აუტოფსია ჩაუტარეს. იმპერატორის ხელმარჯვე ექიმმა ფრანჩესკო ანტომარჩიმ, დღემდე უცნობი მანქანებით, ერთბაშად 17 მოწმის თვალწინ, როგორღაც მოახერხა და ნაპოლეონის სხეულს უჩუმრად პენისი წააჭრა. ექიმმა, როგორც ჩანს, საკუთარი თავისთვის ვერ გაიმეტა ყოფილი იმპერატორის ყოფილი სიამაყე და ახლობელ მღვდელს გაუგზავნა კორსიკაზე. მღვდელი სისხლიან ვენდეტას შეეწირა, ხოლო საგანძური საგვარეულოს საკუთრება გახდა. ამის შემდეგ, თაობიდან თაობას ხელიდან ხელში დიდი რუდუნებით და მოწიწებით გადაეცემოდა კორსიკის სათაყვანებელი შვილის მემკვიდრეობა, სანამ 1916 წელს იგი ბრიტანელმა კოლექციონერმა არ შეიძინა.

დღის სინათლე და დიდი ქალაქის ჩირაღდნები მას მხოლოდ 1927 წელს ეღირსა. ამ დროს ნიუ–იორკში, მანჰეტენზე, საჯარო გამოფენისას, დიდი თუ პატარა შესაშური ცნობისმოყვარეობით აკვირდებოდა მათ სამსჯავროზე წარმდგარ ექსპონატს. ეს უკანასკნელი იმდენად შელახული აღმოჩნდა, რომ ჟურნალ Time–ის კორესპონდენტი ვერაფრით მიხვდა, თუ რატომ იწვევდა განუზომელ ინტერესს ბავშვის თითისტოლა ტყავის ზონარს თუ გამხმარ გველგესლას მიმსგავსებული ექსპონატი.

1969 წელს ნაპოლეონის პენისმა კვლავ გამოიწვია საზოგადოების მითქმა–მოთქმა. ამჯერად, იგი ლონდონში, კრისტის აუქციონზე აღმოჩნდა. მოულოდნელად, იგი არ გაყიდულა, შემდეგ დღეს კი ერთ–ერთმა ბრიტანულმა ტაბლიოდმა გამოაქვეყნა ამ ამბის აღმწერი სტატია მყვირალა სათაურით: “NOT TONIGHT, JOSEPHINE!” (“ამ ღამით არა, ჟოზეფინა”). 1981 წელს პარიზში გამართულ აუქციონზე სულ რაღაც 3,000 დოლარად თავისი სპეციალობის ჭეშმარიტმა მოყვარულმა ნიუ–ჯერსელმა უროლოგმა იყიდა ექსპონატი და მას საკუთარი სამუშაო კაბინეტში საპატიო ადგილი მიუჩინა. დღესდღეობით, საგანძური უროლოგის ქალიშვილის მემკვიდრეობაშია და როგორც ამბობენ, იგი საფასურად 100,000 დოლარს ფეხს არ უცვლის.

მე ძაან ბევრი ვიღადავე და თქვენი არ ვიცი :D :D :D

წყარო: http://guniah.wordpress.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close