არქივი

რა მოხდა 2009 წელს

7a5b6452ba8f
რა იცით რაში დაგჭირდებათ…

იანვარი

  • 1 იანვარი- ავსტრიამ, იაპონიამ, მექსიკამ, თურქეთმა და უგანდამ მოიპოვეს ადგილები გაეროს უშიშროების საბჭოში.
  • 1 იანვარი- ჩეხეთის რესპუბლიკამ მიიღო  ევროსაბჭოს თავმჯდომარის პოსტი საფრანგეთისგან.
  • 1 იანვარი-  სლოვაკეთმა ევრო შეცვალა ნაციონალური ვალუტით- სლოვაკური კორუნათი.
  • 3 იანვარი- ისრაელმა დაიწრო ოკუპაცია ღაზა სექტორისა.
  • 7 იანვარი- რუსეთმა შეუწყვიტა გაზის მიწოდებას უკრაინას და შესაბამისად ევროპას.
  • 13 იანვარი- ეთიოპიის მილიტალურმა ძალებმა დაიწყეს გასვლა სომალიდან.
  • 17 იანვარი- ისრაელმა გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა ღაზას ომში.
  • 20 იანვარი- ბარაკ ობამა ინაუგურირებული იქნა როგორც 44-ე და პირველი აფრო-ამერიკელი აშშ-ს პრეზიდენტი.
  • 21 იანვარი- ისრაელმა შეასრულა თავისი უკან დახევის პირობა ღაზა სექტორიდან.
  • 22 იანვარი- კონგოელი მოჯანყე ლიდერი ლაურენტ ნიკუნდა დააკავეს რუანდის საზღვრის გადაკვეთისას.
  • 26 იანვარი- ისლანდიის მთავრობის და საბანკო სისტემის კოლაფსი. პრემიერ მინისტრი გეირ ჰაარდე გადადგა.

თებერვალი

  • 1 თებერვალი- მოსკოვის პატრიარქი კირილე I დაინიშნა რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქად.
  • 1 თებერვალი- იუჰანა  სიგურპარდიტირი  აირჩიეს  ისლანდიის  პრემიერ  მინისტრად,  იგი არის  პირველი ლესბოსელი მთავრობის თავმჯდომარე.
  • 7 თებერვალი- ყველაზე სიკვდილიანი ხანძარი ავსტრალიის ისტორიაში: გარდაიცვალა 173, დაიჭრა 500-ზე მეტი, დარჩა 7500 უსახლკარო.
  • 8 თებერვალი- თალიბანმა სიკვდილით დასაჯა პოლონელი გეოლოგი პიოტრ სტანცზაკი.
  • 11 თებერვალი- მორგან ცვანგირაი აირჩიეს ზიმბამბვეს ახალ პრემიერ მინისტრად.
  • 17 თებერვალი- ჯ.ე.მ.მა, სუდანურმა მოჯანყე ჯგუფმა ხელი მოაწერა 3 თვით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

მარტი

  • 2 მარტი- შეიარაღებული თავდასხმისას ბისაუზე, მოკლეს გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი ჯორო ბერნარდო ვიეირა.
  • 3 მარტი- შეიარაღებული პირი თავს დაესხა შრი ლანკას კრიკეტერთი ნაკრების ავტობუსს პაკისტანში. მოკლა 8 ადამიანი.
  • 7 მარტი- ნასას კეპლერის მისიამ კოსმოსში  გაუშვა  ფოტომეტრი,  რომელმაც  უნდა  მოიძიოს  პლანეტები  “რძიანი  გზის  გალაქტიკაში.”

აპრილი

  • 1 აპრილი- ალბანეთი და ხორვატია შეუერთდნენ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსს (ნატოს).
  • 3-4 აპრილი- გაიმართა ნატოს 21-ე სამიტი, ყოფილი დანიელი პრემიერ მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი დაინიშნა ნატოს გენერალურ მდივნად.
  • 5 აპრილი- ჩრდილო კორეამ გაუშვა რაკეტა კვანგმიონგსონგ-2, ამან გამოიწვია გაეროს უშიშროების საბჭოს გაუთვალისწინებელი შეხვედრა.
  • 6 აპრილი- 6,3 ბალიანმა მიწისძვრამ დააზარალა ელ’აქუილა, იტალია, იმსხვერპლა დაახლ. 300 ადამიანი დაიჭრა 1500-ზე მეტი.
  • 7 აპრილი- ყოფილ პერუელ პრეზიდენტს, ალბერტო ფუჯიმორის გამოუტანეს განაჩენი: 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მკვლელობებისა და გატაცებებისთვის.
  • 10 აპრილი – ფიჯიში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი.
  • 11 აპრილი- ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, ეთადერთმა და განუმეორებელმა ნიკა ბახსოლიანმა (ანუ მე) აღნიშნა  თავისი **-ე იუბილე.
  • 21 აპრილი- იუნესკომ სტარტი მისცა მსოფლიო ციფრულ ბიბლიოთეკას.
  • 24 აპრილი- მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ პასუხისმგებლობა აიღო გრიპის გავრცელების შეჩერებაზე მექსიკიდან და აშშ-დან სხვა ქვეყნებში, და ისე კარგად გამოუვიდა რომ გრიპმა საქართველოშიც ჩამოაღწია.

მაისი

  • 18 მაისი-  მეოთხედ საუკუნოვანი შრი ლანკას სამოქალაქო ომი დამთავრდა  თამილ ილამის განმანთავისუფლებელი ვეფხვების :D ტოტალური დამარცხებით.
  • 25 მაისი- ჩრდილო კორეამ გამოაცხადა, რომ მეორე ბირთვული ტესტმა, ჩრდილო ჰამგიონგში, წარმატებულად ჩაიარა.

ივნისი

  • 1 ივნისი- ფრანგული საჰაერო რეისი 447, რიო დე ჟანეირო- პარიზი,  დასრულდა  ავარიით  ატლანტის  ოკეანეში,  გარდაიცვალა 228 ბორდზე მყოფი მგზავრი.
  • 11 ივნისი-  H1N1 გრიპი, უკვე ცნობილი, როგორც “ღორის გრიპი,” მიიჩნიეს გლობალურ პანდემიად.
  • 20 ივნისი- მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობის დროს, ირანში მოკლეს სტუდენტი, ნედა აღა- სოლიტანი.
  • 21 ივნისი- როგორც  ნაბიჯი  ტოტალური  დამოუკიდებლობისკენ  დანიის  სახელმწიფოსგან,  გრენლანდიამ  დააწესა  კონტროლი კანონის  აღმსრულებლებზე,  სასამართლოს  საქმეებზე,  და  ბუნებრივ  რესურსებზე.  გრენლანდიური გახდა ოფიციალური ენა.
  • 25 ივნისი- ამან  გამოიწვია ინტერნეტის საძიებო სისტემების ისტორიაში ყველაზე აქტიური და მრავალრიცხოვანი მოხმარების დაფიქსირება: გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ადამიანი, ამერიკელი მომღერალი და მოცეკვავე, პოპის მეფედ აღიარებული  მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი.
  • 30 ივნისი- იემენში რეისი 626-ს ავარია. გარდაიცვალა 153 მგზავრი.

გავაგრძელო?

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button