არქივი

ვინ გამოიგონა სავაჭრო ურიკა?

09059a079b89

შეხვიდე დიდ მარკეტში და ხელი წაავლო ბორბლებიან სავაჭრო ურიკას ადამიანისთვის ჩვეულებრივი ამბავია. არ წვალობ, დებ შიგნით რაც გინდა, არ გაწუხებს არც საქონლის სიმძიმე და დადიხარ უპრობლემოდ მარკეტის რიგებს შორის (შეგიძლია მანქანამდეც მიიტანო ნავაჭრი)

ეს ახლაა ჩვეულებრივი ამბავი თორემ 1937 წლამდე ყველაზე დიდი კომფორტი ხალხისთვის სავაჭრო კალათები იყო. ვის უნდა ვუმადლოდეთ?

1937 წლის ერთ საღამოს სილვენ გოლდმენი – ოკლაჰომა სითის “Humpty Dumpty“-ის სუპერმარკეტების ქსელის მეპატრონე – იჯდა თავის ოფისში და ფიქრობდა იმაზე თუ როგორ უნდა შეძლონ მომხმარებლებმა უფრო მეტი საქონლის ტარება. იგი შთააგონა იქვე მდგარმა ხის დასაკეცმა სკამმა. გოლდმენი ადგა და სკამზე დადო სავაჭრო კალათა ხოლო სკამის ფეხებს ბორბლები მიუმაგრა. ასე გაჩნდა იდეა!

b1330a18050f
Sylvan Nathan Goldman (1898-1984)

გოლდმენმა და მისმა დაქვემდებარებულმა – მექანიკოსმა ფრედ იანგმა დაიწყეს ამ იდეაზე მუშაობა. და აი.. პირველი სავაჭრო ურიკა შემდგარი მეტალის “ჩონჩხისგან” რომელზეც იყო დამაგრებული 2 სავაჭრო კალათა. აი ისიც.

5a1b78b0a906
სილვენ გოლდმენის პირველი ურიკა, 1937

კიდევ ერთმა მექანიკოსმა – ართურ ქოსთედმა, შექმნა საამწყობო კონვეირი რომელიც აყალიბებდა და ადუღებდა ურიკებს. ამან მისცა დასაბამი სავაჭრო ურიკების მასიურ წარმოებას. ეს იდეა დაპატენტებულ იქნა 1940 წელს.

ურიკის რეკლამირების მთავარი ფოკუსი კალათით ვაჭრობის ოპოზიციონირება იყო.

af349c1859cc
გოლდმენის აქციის პოსტერი, რომელზეც დაღლილი ქალბატონია გამოხატული ერთ ხელში ხელჩანთით ხოლო მეორეში დატვირთული კალათით

თუმცა საკვირველი ისაა რომ პოპულარობამ შეაყოვნა. კაცებს ზედმეტად არაკაცურად მიაჩნდათ ურიკის ტარება. ქალებს ურიკა ბავშვის ეტლის ასოციაციას უქმნიდა და ამიტომ გამოიწვია უკმაყოფილება. “შეურაცხყოფილი” ქალბატონები აპროტესტებდნენ რომ უკვე ყელამდე არიან საბავშვო ურიკების ტარებით და მარკეტშიც ეხა იგივე :D :D :D

რამდენიმე დღესდღეისობით ეგრეთწოდებულ “sales agent”-ების დაქირავებით, რომლებიც ურიკის გამოყენების დემონსტრირებას ახდენდნენ და მომხმარებლებს უხსნიდნენ ურიკის დადებით მხარეებს, სავაჭრო ურიკები ძალიან პოპულარული გახდა და გოლდმენი მულტიმილიონერადაც შეიქმნა.

96a6b992efa3
ქალბატონი ურიკის გამოყენების დემონსტრირებას ახდენს გოლდმენის მაღაზიაში "- ნახეთ როგორი კომფორტულია, რატომ თვითონ არ ცდით?"

გოლდმენი აგრძელებდა ურიკის პირველად დიზაინში ცვლილებების შეტანას და კალათის ზომის ზრდასთან ერთად მაღაზიების მეპატრონეებმა შეამჩნიეს მომხმარებლებში მეტი საქონლის ყიდვის ტენდენცია.

დღეს უმრავლესობა დიდი ზომის მარკეტებში არის სავაჭრო ურიკები მომხმარებელთა კომფორტისთვის. კვლევები ამტკიცებენ, რომ აშშ-ს “უურიკო” საცალო მოვაჭრეები როგორებიცაა Sears და J.C. Penney ბოლო წლებში განიცდიდნენ გაყიდვების შემცირებას, მაშინ როცა ისეთები როგორიცაა Wal-Mart, რომლებსაც აქვთ ურიკები ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის, ქონდათ გაყიდვების ბუმი. ეს მეტწილად მიწერილია ურიკის შემოღებით ვაჭრობის გაადვილებასთან.

მსგავსი ამბები

Back to top button