არქივი

ყოველ 15 წუთში

274baa42feab

ყოველ 15 წუთში ავტოკატასტროფაში იღუპება ადამიანი. ბავშვი, კაცი, ქალი, თუ მოზარდი, მნიშვნელობა არ ააქვს, სიკვდილთან ყოველი ჩვენგანი თანასწორია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, შერვუდის უმაღლეს სკოლაში ჩატარდა აქცია სახელწოდებით “ყოველ 15 წუთში”. დროის ამ შუალედით სტუდენტები სიმულირებულ კატასტროფაში “იღუპებოდნენ”. აქციის მიზანი საზოგადოების ყურადღების გამახვილება არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომის საშიშროების შესახებ იყო.

სტეფინა სნოუდენს ერთ-ერთ “ცოცხალ მკვდრად” აქცევენ. მას შესაბამის მაკიაჟს უკეთებენ და დღის განმავლობაში ეკრძალება საუბარი და ხალხთან კონტაქტი.

7497bcfb3a5d

ამავდროულად ბილი ოურენი, ამავე სკოლის სტუდენტი, სიკვდილს განასახიერებს. იგი კორიდორების გავლით საკლასო ოთახებში შედის და ახალ მსხვერპლს ეძებს, რომელსაც სისოცხლის მხოლოდ 15 წუთიღა დარჩა.

9cf02039e8b6

“სიკვდილმა” მორიგი მსხვერპლიც შეარჩია. მანამ, სანამ შერჩეულ მსხვერპლს საგრიმიოროში გააგზავნიან და აქციისთვის მოამზადებენ, საკლასო ოთახში პოლიციის ოფიცერი მომავალი გარდაცვლილის შესახებ მცირე ნეკროლოგს კითხულობს, რომელიც სტუდენტის მშობლებმა შეადგინეს.

9cf02039e8b6

მორიგი შერჩეული სტუდენტი/მსხვერპლი, ჯეკი მონრო უკვე შენიღბულია. მას შავი ფერის მაისური აცვია წარწერით “Every 15 Minutes” (ყოველ 15 წუთში).

e5b223bc24b7

სკოლის ავტოსადგომზე კი ამ დროს ავტოავარიაა ინსცინირებული.

eaec262676dc

პროგრამაში მაშველებიც არიან ჩართულნი. ისინი სპეციალურ ჰიდრავლიკულ ხელსაწყოს იყენებენ, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია დაზარალებულის ავტომობილიდან ამოყვანა.

c9f0f1c39145

მას შემდეგ რაც, სტუდენტი “იღუპება”, პოლიციის თანამშრომლები მის ნათესავებს გარდაცვლილის შესახებ ატყობინებენ. აქციას ამავდროულად აკვირდებიან სკოლის სხვა მოსწავლეებიც.

917e05ef0ee0

რობერტ ოლსენმა კი ტესტი სიფხიზლეზე წარუმატებლად გაიარა, ამიტომაც მას ციხეში გაუშვებენ. ესეც პროგრამის ნაწილია.

67012bdfe66f

ავტოკატასტროფის დროს დაზარალებული ლიზი ელჯინი კი რეანიმაციაში გადაჰყავთ.

27ae56e9fa93

დღის ბოლოს კი ბრენდონ ელისონი და სხვა სტუდენტები დამკრძალავ ბიუროში მიჰყავთ. აქცია სახელწოდებით “ყოველ 15 წუთში” აჩვენებს სტუდენტებს, თუ რა შორს შეიძლება ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილით მოძრაობამ მიგიყვანოს.

f4e4762bf5ec

აქციის დასრულების შემდეგ “ცოცხალმა მკვდრებმა” ნეკროლოგები წაიკითხეს თავიანთ შესახებ. მათ ამ დროს უკვე მაისურები ეცვათ წარწერით “today it was me.” (დღეს ეს მე ვიყავი).

83b5f3ec44be

იმავე ღამეს ისინი სახლში არ მიიყვანეს და სხვაგან დააძინეს, რათა ეგრძნოთ, თუ რას ნიშნავს, როდესაც ოჯახისა და მეგობრებისგან შორს იმყოფები.

აქციის დროს არავინ დაღუპულა და ციხეშიც არავინ გაუგზავნიათ. ეს ყველაფერი იყო დადგმული, რათა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო, სანამ საჭესთან დასხდებოდნენ.

ძალიან კარგი იქნებოდა, თუ კი მსგავსი ტიპის აქციები ჩვენთანაც გაიმართებოდა. ავტოკატასტროფაში დაღუპულთა რიცხვი აქაც არანაკლებია. დროა საზოგადოება გონს მოეგოს და კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ საკითხზე. პირადად ჩემზე ამ აქციამ დადებითად იმოქმედა, კიდევ ერთხელ დამაფიქრა ამ პრობლემის შესახებ, რომელსაც ადამიანი სიკვდილამდე მიჰყავს. და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით ფეხით მოსიარულეთა ნაწილს მივეკუთვნები, ვფიქრობ ეს ჩატარებული აქცია თავისი ორიგინალურობითა და შესრულების ხარისხით ყოველთვის მემახსოვრება.

თქვენ როგორ ფიქრობთ? რამდენად დიდია თბილისში და ზოგადად საქართველოში ავტოკატასტროფების რიცხვი? რამდენად დიდ საშიშროებას წარმოადგენს თქვენთვის არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა? როგორ ფიქრობთ რა არის საჭირო იმისთვის რომ კატასტროფების რიცხვი შემცირდეს და მიგაჩნიათ თუ არა, რომ მსგავსი ტიპის აქციები საზოგადოებაზე მოქმედებს?

წყარო:landish.ge

პს:დაკოპირება არ მიყვარს მარა ეს პოსტი იმდენად მომეწონა რო არ დამედო ვერ გავძლებდი ისე :)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button