საკითხავისასარგებლოუცნაური

სიგიჟე ერთი კაცისა თუ ერთი მსახიობის თეატრი?

f5913648a088
გსმენიათ იმის შესახებ,რომ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში შეერთებულ შტატებში იმპერატორი ნორტონ პირველი ახორციელებდა “მმართველობით” საქმიანობას? მან შეუძლებელი შეძლო და მისი ორიგინალური,საკმაოდ “გიჟური” საქციელით-“გაიმპერატორებით” ხალხს თავი შეაყვარა.

კაცობრიობის განვლილ გზაზე ბევრ ორიგინალურ ადამიანს შეხვდებით და მათ შორის საპატიო ადგილს ნამდვილად იმსახურებს თვითმარქვია მონარქი,საკმაოდ ექსცენტრიკული პიროვნება ჯოშუა აბრაჰამ ნორტონი,რომელიც ვერ ფლობდა სადავეებს,ვერ აკონტროლებდა ტერიტორიებსა და მოსახლეობას,თუმცა მას მაინც პატივს სცემდნენ–მარტო ის ფაქტი რად ღირს,რომ მის გასვენებას 30 000მდე ადამიანი ესწრებოდა და არაერთ ადამიანს თვალზე ცრემლებსაც კი შენიშნავდით.თუმცა ისიც აღსანიშნავია,რომ არაერთი ადამიანი მასზე ხუმრობდა და პრაქტიკულად მასხრად იგდებდნენ მას.

იყო დრო როცა მსოფლიოში არაერთი მონარქიული სახელმწიფო იყო.დრო იცვლება და იცვლება მმართველობაც,მონარქიებს რესპუბლიკები ცვლის,თუმცა შეხვდებით გამონაკლისს სადაც მონარქიებმა დროს გაუძლო და სათავეში დატოვა ხელმწიფეები,სულთნები რომელთა უმეტესობა დიქტატის ქვეშ ამყოფებს მოსახლეობას.მოსახლეობას.არსებობს კონსტიტუციური და აბსოლიტური მონარქია,თუმცა ზემოთნახსენებ პიროვნების მიერ შემუშავებულ მონარქიულ გეგმას ვერცერთ ზემოთნახსენებ ფორმას ვერ ვუწოდებ.ამიტომ უბრალოდ “კვაზი-მონარქია” დავარქვათ.

f88bfe814e32

დავიწყოთ თავიდან და ვნახოთ როგორ ხდებოდა უბრალო ადამიანის–ჯოშუა აბრაჰამ ნორტონის ტრანსფორმაცია იმპერატორ ნორტონ პირველად.

ჯოშუა აბრაჰამ ნორტონი დაიბადა 1819 წელს ლონდონში.რამდენიმე წლის შემდეგ ჯოშუას მშობლები ემიგრაციაში წავიდნენ სამხრეთ აფრიკაში,სადაც ოჯახმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და საკმაო ქონება დააგროვეს.1849 წელს ნორტონები ტოვებენ აფრიკის კონტინენტს და სან–ფრანცისკოში გადავიდნენ.ჯოშუამ მშობლებისგან 40 000 დოლარი მიიღო და საკუთარი ბიზნესის აწყობა განიზრახა,თავდაპირველად მიაღწია წარმატებას და მისი ქონება 250 ათასამდეც(დღევანდელი მდგომარეობით დაახლოებით 5 მლნ) კი ავიდა,მაგრამ შემდეგ მოხდა ის რის შედეგადაც ჯოშუა გაკოტრდა.საქმე იმაში იყო,რომ მან 1852 წელს ბრინჯის ბიზნესში სცადა ბედი,მაგრამ ვერ აეწყო საქმიანობა და საბოლოოდ მდიდარი ნორტონის გვარის გამაგრძელებელი ჯიბეგამოფხეკილ ადამიანად იქცა,ის პრაქტიკულად მორალურად და გონებრივადაც დაეცა,ეს დარტყმა მძიმე აღმოჩნდა მისთვის და არც იყო გასაკვირი ის ნაბიჯი რაც 7 წლის შემდეგ გადადგა.

1859 წლის სექტემბერში სან–ფრანცისკოს გაზეთ “ბიულეტენში” გამოჩნდა სტატია,რამაც მკითხველები ძაან გაამხიარულა.წარმოიდგინეთ–იღვიძებთ და საუზმის დროს კითხულობთ გაზეთს და აღმოაჩენთ ასეთ სტატიას:”აშშ მოსახლეობის გადაწყვეტილებით და ნებით უფლებამოსილი ვარ განვაცხადო–მე ჯოშუა ნორტონი საკუთარ თავს ვაცხადებ აშშ_სა იმეპარტორ ნორტონ პირველად”… წაკითხვა და სიცილ–შეცოდებ–დაეჭვების აღრევა ერთია…
რამდენიმე წლის შემდეგ ამ გაზეთის რედაქტორი ჯორჯ ფიჩი იხსენებს თუ როგორ შეაღო მისი კაბინეტის კარი სერიოზული გამომეტყველების მქონე ნატიფად ჩაცმული მამაკაცი და დაუტოვა ფურცელი ტექსტით,როგორც აღმოჩნდა ეს იყო ნორტონ პირველის იმპერატორად კურთხევის “დოკუმენტი”.–ეს მოხდა 17 სექტემბერს.

12 ოქტომბერს კი გაზეთმა ახალი სტატია შესთავაზა მკითხველს(ეტყობა ნორტონ პირველის კარის გაზეთს წარმოადგენდა “ბიულეტენი”) სადაც ნორტონმა მორიგი სისულელე შესთავაზა საზოგადოებას და ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით მიმართა,თუმცა ამას ხელისუფლებამ მხოლოდ მცირედი დამცინავი კომენტარით უპასუხა.

6a578ee3fbba

1860 წლიდან კი იწყება ნორტონის ერთი მსახიობის თეატრის მიერ გამოცემულ ბრძანებების კასკადი,რამაც პრაქტიკულად ყველა სფერო მოიცვა და “აანერვიულა” ხელისუფალნი.ჯერ იყო განაცხადა,რომ აშშ–ს მხოლოდ აბსოლიტური მონარქია უშველის,შემდეგ გააუქმა რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია.

1863 წელს საფრანგეთის მმართველი ნაპოლეონ მესამე შეიჭრა მექსიკაში,ნორტონმა ამ ფაქტს მაშინვე გამოეხმაურა და დიდი ნაპოლეონის ბიძაშვილს ულტიმატუმი წაუყენა,ხოლო საკუთარ თავს მექსიკის პროტექტორი(დამცველი) უწოდა.
გარდა ზემოთჩამოთვლილი ფაქტებისა იმპერატორმა არაერთხელ გაამხიარულა ხელისუფლება თავისი ბრძანებებით.

უბრალო ადამიანები საკმაოდ დადებითად განეწყვნენ ნორტონის მიმართ,პატივს სცემდნენ,გვერდში ედგნენ.მიუხედავად “იმპერატორობისა” ნორტონს მატერიალურად უჭირდა,მაგრამ მას ეხმარებონენ,არსად არ ახდევინებდნენ ფულს.მას შეეძლო ნებიმიერ დროს ესადილა სან ფრანცისკოს რესტორნებში,ეხილა თეატრალური წარმოდგენები(ისე ჯობდა თეატრში ეთამაშა,ვიდრე იმპერატორის როლი მოერგო) და ა.შ.

c7179d1f516a

1867 წელს ნორტონი სეირნობისას დააკავეს და შეურაცხადობის ბრალდებით ციხეში გაამწესეს.ამ ფაქტს “ბიულეტენმა” მორიგი სტატია მიუძღვნა და მკაცრად გააკრიტიკა პოლიციელები.გარდა აღნიშნული კრიტიკისა სან-ფრანცისკოელებმაც გამართეს მიტინგი და დაუყონებლივ მოითხოვეს ნორტონის გათავისუფლება.ყოველივე ამან შედეგი გამოიღო და ის გაათავისუფლეს.
ამ ბრალდების უკან სულ სხვა რამ იმალებოდა,რადგან ნორტონი თავისი ველოსიპედით ხშირად აკვირდებოდა,პრაქტიკულად სისხლს უშრობა პოლიციელებს და ეტყობა შური იძიეს.
ვახსენე ველოსიპედი და იმასაც ვიტყვი,რომ გარდა ორბორბლიანი ტრანსპორტისა მისი განუყრელი ატრიბუტი იყო ძველი სამხედრო ჩექმა და მოსასხამი.თუ “დროის მანქანას” ჩაიგდებთ ხელში და სან-ფრანცისკოს ესტუმრებით აუცილებლად წააწყდებით მოსეირნე იმპერატორს.

94d925dd2467

ასევე აღსანიშნავია შემდეგი ფაქტი.რა იქნებოდა იმპერია ეროვნული ვალუტის გარეშე და არ დააყოვნა ნორტონმაც,გამოუშვა საკუთარი ვალუტა-“იმპერიის ბონი”,თუმცა ამ ვალუტით თითქმის არავის უსარგებლია და უბრალო მაკულატურად დარჩა.

მიუხედავად იმისა,რომ ნორტონს ზოგიერთი შეურაცხადად თვლიდა ის მაინც რამდენიმე კარგი იდეის “გენერატორადაც” მოევლინა აშშ_ს.მეცხრამეტე საუკუნის 60_იან წლებში აშშ_ში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა,ნორტონმა პრეზიდენტ ლინკოლნს შესათავაზა,რომ ის იქნებოდა შუამავალი დაპირისპირებულ მხარეებს შორის მაგრამ უარით გამოისტუმრეს.ასევე ნორტონმა წამოაყენა იდეა სან-ფრანცისკოში ხიდის მშენებლობისა,მართალია მაშინ მისი ეს იდეა არ გაითვალისწინეს,მაგრამ ნახევარი საუკუნის შემდეგ სან-ფრანცისკოში აშენდა ხიდი-“ოქროს კარიბჭე” ანუ ეს ნიშნავდა იმას,რომ იმპერატორის იდეას ფრთები შეესხა.

დაფა “ოქროს კარიბჭეზე”

7f61b7453ca7

2478c5c13e07

ყველაფერს დასასრული აქვს და დადგა დრო დაგვემშვიდობოს ნორტონ პირველი.1880 წელს 8 იანვარს ნორტონი მორიგ შემოვლას ახორციელებდა,მაგრამ უეცრად ის დაეცა მიწაზე,დაეცა და მალევე გარდაიცვალა.მომდევნო დღეს სან-ფრანცისკოს(და არა მარტო) ჟურნალ-გაზეთები იუწყებოდნენ სამწუხარო ფაქტის შესახებ,ერთ-ერთ გაზეთში კი ეწერა ფრანგული წინადადება: “Le Roi Est Mort” (“მეფე მოკვდა”).
ნორტონის გარდაცვალებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია,დამწუხრდა არაერთი ადამიანი,მის გასვენების ცერემონიალს 30 ათასამდე ადამიანი დაესწრო და გააცილა ეს ორიგინალური ადამიანი ბოლო გზაზე.

ნახევარი საუკუნის შემდეგ ნორტონის ნეშტი გადაასვენეს სან-ფრანცისკოს სასაფლაოზე და ამ ცერემონიას უფრო მეტი ადამიანი დაეწრო,ვიდრე 1880 წელს.ეს კი იმას ნიშნავდა,რომ ეს ადამიანი ისევ ცოცხლობდა ადამიანთა გულებში.
იმპერატორ ნორტონ პირველის აკლდამას შემდეგი წარწერა ამშვენებს: “ნორტონ პირველი-აშშ_ს იმპერატორი და მექსიკის პროტექტორი.”

e11dc8a6753b

c5e87ca2a62b

Don Mindia

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close