სპენსერ ტუნიკს ალბათ ბევრი იცნობთ, მაგრამ მაინც შეგახსენებთ, რომ ის გახლავთ ამერიკელი მხატვარი, რომელმაც სახელი გაითქვა ათობით, ასობით, ათასობით შიშველი ადამიანის ფოტო გადაღებებით, რომლებსაც უჩვეულო ადგილებში აყენებდა.
1992 წლიდან ტუნიკმა თავისი კარიერა შიშველი მოდელების გადაღებებით დაიწყო, დასაწყისში მხოლოდ ერთ ან რამოდენიმე ადამიანს უღებდა სურათებს, შემდეგ კი მათი რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. დღეისათვის ის წელიწადში ექვს სახალხო გადაღებას მაინც აწყობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით: ნიუ-იორკში, ვენაში, ლოს-ანჯელესში, ბაზელში, მეხიკოში, ბარსელონაში, ამსდერდამში და ა.შ.
მხატვარი წინასწარ აქვეყნებს ხოლმე თავის განზარახვებს, თუ სად აპირებს გადაღებების მოწყობას და ყველა მსურველს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ფოტო სესიაში. ისინი გადიან სპეციალურ რეგისტრაციას, უნიშნავენ ზუსტ დროს და კონკრეტულ დღეს ვალდებული არიან გამოცხადნენ გადაღების ადგილზე. შემდეგ შიშვლებიან ბოლომდე და მითითებებისამებრ შერჩეულ პოზაში დგებიან.
**************************************************************************
**************************************************************************