არქივი

ღვთაებიდან ჩვეულებრივ კატებამდე

9557d2e50198

ინფორმაცია კატებზე, კატის მოყვარულთათვის (და არა მარტო მათთვის). იმედია მოგეწონებათ (ჩემი პირველი პოსტია) 

ამ ცხოველის მიმართ სამი განსხვავებული გრძნობა არსებობს – ისინი ან უყვართ, ან სძულთ, ან არაფრად აგდებენ. ფუმფულა და თბილი შინაური კატა სხეულის გრაციოზულობითა და იდუმალებით, კაცობრიობის ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა. ამ ცხოველებს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია აქვთ, რომელიც ძველი ეგვიპტიდან იწყება. მრავალი სპეციალისტის აზრით ველური კატების მოშინაურება 4 000 წლის წინ ნილოსის ხეობიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ძნელია იმის გარკვევა, ადამიანი მივიდა პირველი კატასთან თუ კატა ადამიანთან, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება – ეს სიმბიოზი ადამიანისთვის უფრო სასარგებლო აღმოჩნდა, ვიდრე თავად კატისთვის.

ძველი ეგვიპტელებისთვის კატა წმინდა ცხოველად ითვლებოდა. იგი ნაყოფიერების, შობადობისა და ნადირობის ქალღმერთ ბასტეტის სიმბლოს წარმოადგენდა. ამ ღვთაებას, ძირითადად, კატის თავით გამოსახავდნენ. ამ ცხოველებს ეგვიპტელების იმდენად დიდ პატივს სცემდნენ, სახლს რომ ცეცხლი წაჰკიდებოდა, პატრონი, უპირველესად კატას გამოიყვანდა.

კატა იმიტომ იყო ძვირფასი, რომ იგი ხორბლის მარაგის დაცვაში პატრონს დიდ დახმარებას უწევდა. ამ ღვთაებრივი ცხოველის მოკვლა უმძიმეს დანაშაულად ითვლებოდა, რომლის ჩამდენსაც ქვებით ქოლავდნენ, ხოლო მას, ვინც კატას გააბრაზებდა, ხელის თითებს, ზოგჯერ კი მთლიანად ხელსაც კვეთდნენ. კატას ეგვიპტელები მხოლოდ თაგვების დასაჭერად არ იყენებდნენ, მათ ფრინველებზე სანადიროდაც წვრთნიდნენ.

ისლამის მიმდევარ ქვეყნებში კატებს დიდ პატივს სცემდნენ. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მუჰამედს ეს ცხოველები ძალიან უყვარდა. ერთ დღესაც წინასწარმეტყველს მისი სამოსის კალთაზე მიძინებული კატის გაღვიძება იმდენად არ უნდოდა, რომ მან ტანსაცმლის ის ნაწილი, რომელზეც კატას ეძინა, ჩუმად მოჭრა და ცხოველს ძილი არ დაუფრთხო.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ამ ცხოველებისადმი დამოკიდებულება რადიკალურად იცვლებოდა. თუ ისტორიის რაღაც მონაკვეთში მათ ღვთაებრივ არსებადაც მიიჩნევდნენ, საუკუნეების შემდეგ კატას მონსტრად და სატანადაც კი წარმოადგენდნენ. მაგრამ დროის ცვალებადობის მიუხედავად, კატა კვლავაც ადამიანთან დარჩა და შინაურ ცხოველებს შორის პოპულარობით პირველობას არავის უთმობს.

იცით თუ არა რომ

* კატას 244 ძვალი აქვს
* ისააკ ნიუტონმა, რომელმაც მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა, კატების შესასვლელი კარიც გამოიგონა
* 1952 წლს ტეხასელმა კატა “დასტიმ” რეკორდი დაამყარა კატური ცხოვრების განმავლობაში 420 კნუტი გააჩინა
* კატები ერთმანეთისთვის არასდროს არ კრუტუნებენ. ამ სასიამოვნო ხმას ისინი ადამიანებისთვის გამოსცემენ
* თუ კატა თქვენთან ახლოს არის და კუდს აქიცინებს, ეს მისი თქვენდამი სიყვარულის გამოვლენის ყველაზე დიდი გამოხატულებაა.
* თაგვებზე მონადირე კატა წელიწადში 10 ტონა ხორბალს იცავს განადგურებისგან
* შინაური კატის სიცოცხლის საშუალო ასაკი 15 წელია, მაშინ როდესაც გარეული კატები 3-დან 5 წლამდე ცხოვრობენ. თუ თქვენი კატა 3 წლისაა, ეს ადამიანის 21 წელს უდრის,8 წელი 40-ს უტოლდება, 14 კი 70-ს
* დედამიწაზე ყველაზე მხცოვანი კატა ინგლისური “პულს” იყო, რომელიც 1939 წელს 36 წლის ასაკში გარდაიცვალა
* ყველაზე მდიდარმა კატის წყვილმა რომელიც გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა, 415 ათასი აშშ დოლარი მიიღო, ხოლო ერთ მარტოხელა კატას პატრონმა 250 000 აშშ დოლარი დაუტოვა.
* ჟირაფი, აქლემი და კატა ისეთი ცხოველები არიან, რომლებიც სიარულის დროს ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენა “თათას” დგამენ
* კატებს თვალის ფერი შესაძლოა ასაკთან ერთად შეეცვალოთ
* ეს ცხოველები ყველაზე ზარმაცი ძუძუმწოვრები არიან. მათ დღეში 16 საათი სძინავთ
* ერთმა არგენტინულმა კატამ სახელად Mincho-მ ფანტასტიური რეკორდი დაამყარა. იგი ხეზე აძვრა და იქიდან 6 წლის განმავლობაში არ ჩამოსულა, ბოლოს კი მკვდარი “ჩამოასვენეს”. 6 წლის განმავლობაში “მინჩომ” სამი კნუტის გაჩენა მოასწრო, რომელიც ასევე ხეზე მცოცავი კატებისგან შეეძინა
* კატის სხეულის ნორმალური ტემპერატურა 38 გრადუსია
* კატების პირველი გამოფენა 1895 წელს ნიუ-იორკში მოეწყო
* კატები საშუალოდ 3-5 კილოგრამს იწონიან
* ულვაშები კატას იმის განსაზღვრაში ეხმარება, შეძლებს თუ არა იგი ამა თუ იმ ხვრელში გაძრომას
* კატებს 100 განსხვავებული ხმოვნების გამოცემა შეუძლიათ
* გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე დიდწონიან კატად ავსტრალიური “ჰიმი” ითვლებოდა, იგი 21 კილოგრამს იწონიდა. ხოლო ყველაზე “ციცქნა” არსებად ჰიმალაიური კატა “თანქერ თოი” იყო მიჩნეული. იგი სულ 680 გრამს იწონიდა, სიმაღლე 7 სანტიმეტრი ჰქონდა, სიგრძე კი 18 სანტიმეტრი

წყარო: ჩემი წიგნი და ჩემი ტვინი :D კაი ხანი ვწერე :D

მსგავსი ამბები

Back to top button