არქივი

ბაბილონის გოდოლი

0f0eb6e5e78f
ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა:
“ბაბილონის განიერი გალავნები საძირკვლამდე დაინგრევა,და მისი მაღალი კარიბჭენი ცეცხლში დაიწვება:
და ამაოდ იშრომებენ ხალხები და მხოლოდ ცეცხლისთვის დაშვრებიან ერები”

ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო,რომელზეც თანამედროვე მეცნიერებს პასუხი არ აქვთ.ეს საიდუმლო ეხება ბიბლიურ ბაბილონს და ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბაბილონის გოდოლს . ამ სანახევროდ დამწვარმა,საშინელ მდგომარეობაში მყოფმა კოშკმა მოაღწია ჩვენ დრომდე,როგორც ნიშანმა ღმერთის რისხვისა.ის ამტკიცებს ბიბლიურ ტექსტებში მოხსენიებულ ციური ცეცხლის არსებობას რომელიც თავს დაატყდა დედამიწას მეორე ათასწლეულის ნახევარში ჩვენს ერამდე.

ბიბლუირი ლეგენდის თანახმად,ბაბილონი დაარსებული იქნა ნებროთის მიერ,რომელიც იწოდება სწორუპოვარ მონადირედ. ნებროთი იყო შვილი ქუმისა და შთამომავალი ქამისა,ერთ-ერთი, ლეგენდარული ნოეს სამი შვილიდან.ის იყო გმირი მონადირე უფლის წინაშე.ამის გამო ამბობენ:ნებროთივით გმირი მონადირე უფლის წინაშე.და იყო მისი მეფობის დასაბამი ბაბილონი და ორექი და არქადი და ხალანი სენარიის ქვეყანაში.

ახლა მე უნდა ვთქვა ის რაც შეიძლება ზოგს არადამაჯერებელი ეგონოს. ბაბილონი,ორექი,არქადი,და ხალანი ითვლებიან მემკვიდრეებად სანარის გამქრალი მიწებისა,მეტროპოლისი,რომელიც ადრე მდებარეობდა კანარის კუნძულებზე.ბიბლიური მითი გვიამბობს,რომ წარღვნის შემდეგ ადამიანები შეეცადნენ აეგოთ ქალაქი ბაბილონი (შუმერ. Bab-ily -ღვთის ჭიშკარი) და გოდოლი,”რომელიც ცას მისწვდებოდა”.
ადამიანის სითავხედით განრისხებულმა ღმერთმა,”აურია მათ ენები”და გაფანტა მშენებლები მთელ დედამიწაზე,რადგან მათ ერთმანეთის აღარ ესმოდათ. “და ჩამოვიდა უფალი რათა ენახა ქალაქი და გოდოლი,რომელსაც აშენებდნენ ადამიანების ძეები.და თქვა უფალმა: ერთი ხალხია ეს და ერთი ენა აქვთ.და დაიწყეს ამის გაკეთება.და ახლა მათთვის აღარაფერი იქნება მიუღწეველი. ჩავიდეთ,და ავურიოთ მათ ენა,რომ ადამიანებმა ვერ გაუგონ ერთმანეთს” და გაფანტა უფალმა ისინი მიწის ზურგზე და მათ შეწყვიტეს ქალაქის შენება. და ეწოდა მას სახელად ბაბილონი,რადგან იქ აღრია უფალმა ენები და იქიდან გაფანტა ისინი მიწის პირზე.”(ქალაქის სახელწოდება მოდის უძველესი სიტყვისგან balal,რომელიც აღრევას ნიშნავს)

მაგრამ მეცნიერებს სულ სხვა აზრი აქვთ,ეს სიტყვა ზუსტად ასახავს იმდროინდელ ისტორიულ რეალობას.არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს იმას,რომ ბაბილონის დაღუპვის დრო ემთხვევა ტომების და ხალხების გადასახლებებს, მათი ენების,კულტურის აღრევას და ახალი ტერიტოიების დაპყრობას და ათვისებას. არც ისე შორს ქალაქ ბაბილონიდან მდებარეობს ქალაქ ბორსიპის ნანგრევები,სადაც შემონახულია ძველი დამწვარი ტაძრის და ძალიან დიდი კოშკის ნანგრევები,რომელიც მიჩნეულია ბაბილონის გოდოლად.
არქეოლოგთა აზრით,ადრე შენობა შედგებოდა შვიდი იარუს-საფეხურისგან,შეღებილი შვიდ ფრად:შავი,თეთრი.ლურჯი,ღია წითელი,შინდიფერი,ვერცხლის ფერი და ოქროსფერი.ახლაც კი,კოშკის ნანგრევები დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.
არსებობს ერთი ამოუხსნელი ფაქტორი,კოშკის ზედა ნაწილი წარმოუდგენელი სიცხის გამო “აორთქლებულია”ხოლო დარჩენილი ნაწილი,ასე ვთქვათ დამდნარია,როგორც გარედან,ისე შიგნიდან.

მაგალითად მოვიყვანოთ ვილჰელმ კენიგი,რომელიც ცდილობდა გაეგო იდუმალი სიცხის მიზეზი,რომელმაც “დაადნო” შენობა.
ჩვეულებრივ აგური ძალიან მაღალ ცეცხლზე დნება,მაგრამ როგორ შეიძლება მომხდარიყო ეს ღია ციდან? სად იყო ენერგიის წყარო რომელმაც დაადნო აგური?თუნდაც სულ უაზროდ მოვიქცეთ და კოშკის ქვეშ დავყაროთ ადვილადაალებადი საგანი,და შემდეგ დავწვათ ის,ეს მაინც ვერ ახსნის ამ უცნაურ ფაქტს.
რაღაც უცნაური გარემოებების გამო, რომელიც უცნაურ ატმოსფეროს მიაწერეს მეცნიერებმა,გამოწვეული იქნა ელვა,რომელიც თავს დაატყდა შენობას.ტენიანმა ჰაერმა კი მას მხოლოდ ხელი შეუწყო რათა წარმოექმნა ასეთი ტემპერატურა,რომელსაც შეეძლო დაედნო აგური,ხოლო წყალი კი აორთქლდა და წარმოშვა მრავალ რიცხოვანი აფეთქებები,აფეთქებებმა დაანგრია ტერასები,და გაანადგურა თითქმის ყველაფერი.
აი,როგორ აღწერდა კოშკს მესოპოტომიაში მოგზაური მარკ ტვენი 1867 წელს:მას ჰქონდა რვა იარუსი და გიგანტური აგურის შენობა,რომელიც მიწისძვრისგან დანგრეული, და განრისხებული ღმერთის მიერ ელვით იყო დამწვარი.
უნდა ითქვას,რომ ჯერ ვერცერთმა მეცნიერმა ვერ ამოხსნა ფაქტი ამ საშინელი ხანძრისა,რომელიც წარმოქმნა წარმოუდგენელმა ენერგიამ,რომელმაც დაადნო კოშკის ზედა ნაწილი.
მოსაზრება,რომ ეს ყველაფერი ძლიერი ელვის გამო მოხდა,არ შეიძლება უტყუარად მივიჩნიოდ,კი არსებობდა ეგრედწოდებული სახაზო ელვა.მისი საშუალო ზომა რამდენიმე კილომეტრია,მაგრამ გვხვდება ელვაც,რომელიც ასიდან ასორმოცდაათ კილომეტრამდე მერყეობს.ასეთი ელვის საშუალო ძალა ოციდან ას კილოამპერამდე მერყეობს,თუმცა ყოფილა ხუთას კილოამპერიანი ელვაც.ელვის ტემპერატურა კელვინის სკალით 25 000 დან 30 000 მდე მერყეობს.
სრულიად ნათელია,რომ უძლიერესი ელვაც კი ვერ დაანგრევდა გოდოლს,ვითუმეტესს ქალაქ ბაბილონს,რომელიც დაახლობით ათი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა.

ხოლო ჰეროდოტეს ცნობების მიხედვით,ქალაქი ბაბილონი წარმოადგედა თითქმის სწორ ოთხკუთხედს,რომელიც მდებარეობს მდინარე ევფრატის ორივე მხარეს.ამ ოთკუთხედის თითოეული მხარე დაახლობით 22 კილომეტრი იყო,ხოლო სისქე 52სანტიმეტრი.მასზე შეიძლებოდა მწკრივში გაევლო ერთდროულად ექვს ეტლს.

ხოლო სიმაღლე,დაუჯერებელია,მაგრამ 100 მეტრს აღწევდა,ქალაქის კედლებს ჰქონდა 100 სპილენძის კარი,ხოლო თვითონ კედლებზე იყო 250 კოშკი.ქალაქის გარშემო კი ღრმა,და ფართო თხრილები იყო.

მეორე ათასწლეულის ნახევარში ჩვენს ერამდე,ბაბილონი ითვლება კულტურულ,სულიერ,და პოლიტიკურ ცენტრად ქალდეისა,ხოლო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი ქალაქი იმდროინდელ მსოფლიოში.ეს იყო ბაბილონის აღზევების ხანა.ქალაქს ყველაზე დიდი ოქროს მარაგი ქონდა,და ერთი შეხედვით ჩანდა,რომ არავის შეეძლო მისი ძლევამოსილების განადგურება.
მას ეძახდნენ ქალდეის სილამაზეს,ქალდეის სიამაყეს,ოქროს ქალაქს.ხოლო ბიბლიური ტექსტები გვატყობინებს,რომ ბაბილონი იყო ჭიქა ოქროსი ღვთის ხელში.
მაშ,რაღამ დაანგრია ძლევამოსილი ქალაქი და მშვენიერი ბაბილონის გოდოლი?
ამ ქალაქის განადგურება ისეთი საშინელი იყო,რომ ბიბლიურ წერილებში მას სიტყვებითაც ვერ გამოხატავენ.
ბაბილონი,რომელიც იყო “ჭიქა ოქროსი ღვთის ხელში,ერთ განკითხვის დღეს შეეწირა და იქცა “საშინელი ხალხთა შორის”,”ანტიქრისტეს სავანედ”.

“აი მოდის უფლის დღე-სასტიკი,წყრომა და მძვინვარე რისხვა,რათა უდაბნოდ აქციოს ქვეყანა და მისი შემცოდენი აღხოცოს მისგან.
რადგან ცის ვარსკვლევები და მათი თანა ვარსკვლავედნი არ გამოსცემენ თავიანთ სინათლეს,მზე დაბნელდება მისი ამოსვლისას და მთვარე არ მოაფენს თავის ნათელს.
და მე დავსჯი ქვეყნიერებას ბოროტების გამო,და უკეთურთმათი ურჯულოების გამო,და ბოლოს მოვუღებ ბოროტმზრახველთა ზვიადობას,და მტარვალთა ამპარტავნებას დავამცირებ.
ამის გამო შევძრავ მე ცას,და დედამიწა შეზანზარდება თავისი ადგილიდან,უფალი ცაბაოთის წყრომის გამო,მისი მძვინვარე რისხვის დღეს.

და იქნება ბაბილონი,სამეფოთა მშვენება,ქალდეველთა სიამაყის შარავანდი-ღმერთის მიერ დამხობილი ვითარცა სოდომი და გომორა.
აღარასოდეს დასახლდება იგი და თაობიდან-თაობამდე და არავინ იცხოვრებს მასში.”
( ბიბლიური ტექსტის თანახმად,ბაბილონი განადგურდა დაახლოებით ერთ საათში)
ქალაქი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით აღიგავა პირისაგან მიწისა,და ერთ დროს საუცხოო სილამაზის მქონე ქალაქი ნაგვის გროვად იქცა.
ბაბილონის ნანგრევები მდებარეობდა ევფრატის ნაპირებზე,100 კილომეტრის მოშორებით თანამედროვე ბაღდადიდან.
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს 1899 წელს,ცნობილმა გერმანელმა არქეოლოგმა,რობერტ კოლდევეიმ გარისკა დაწყო არქეოლოგიური გათხრები რომელიც ნახევარი მილიონი ოქროს მარკა დაუჯდა,მაგრამ ის ვერც წარმოიდგენდა,რომ მას ძველი ქალდეველთა დედაქალაქის აღმოსაჩენად მთელი 18 წელი დასჭირდებოდა.მას ჯერ არ ჰქონია ასეთი მაშტაბების სამუშაობთან ურთიერთობა,მას დასჭირდა,რომ ამ ადგილზე გაეყვანა რკინიგზა,რათა სამუშაო შედარებით იოლად ჩაეტარებია.ეს ისტორიაში პირველი,და ალბათ უკანასკნელი შემთხვევაა,როდესაც არქეოლოგიური სამუშაოსთვის რკინიგზა გამოიყენეს.
კოლდევეის შრომისმოყვარეობამ შედეგი გამოიღო,მიუხედავად ჯოჯოხეთური სამუშაო პირობებისა,შედეგი გამოიღო და დამსახურებული სახელი და მსოფლიო დიდება მოიპოვა.

ისიც უნდა ითქვას,რომ არქეოლოგებს არ სურთ მიაქციონ ყურადღება იმას,რომ ბაბილონი დაწვასთან ერთად დაიტბორა კიდეც სავარაუდოდ,ნოეს წარღვნის გამო.მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ ბიბლიას თვალი.
ზღვამ აიწია ბაბილონზე,თავისი მრავალი ტალღით ფარავს მას .
რადგან უფალი ძარცვავს ბაბილონს ჩააწყვეტინებს მას მაღალ ხმას და იხმაურებენ მისი ტალღები დიდი წყლებივით და გაისმება ხმაური დიდი წყლებივით.და გაისმება ხმაური მათი ხმებისა.
რადგან დაესხმის მას,ბაბილონს,მძარცველი და შეიპყრობენ მას მამაცნი, დაილეწება მათი მშვილდები,რადგან ღმერთი,შურისგების უფალი,მიუზღავს მათ.
მუშები რომელიც ბაბილონის აღმოჩენაზე მუშაობდნენ,აღმოაჩინეს კიდევ უფრო ძველი შენობები.მაგრამ სამწუხაროდ,იქამდე მიღწევის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა,იქ დაქუჩებული წყალი შახტებს ტბორავდა.

ეს ყველა ფაქტი ამტკიცებს იმას,რომ ძველი ბაბილონის დაცემა და განადგურება მოხდა მართლაც კოსმოსიდან 1596 წელს ქრისტე შობამდე .
ბაბილონი არ არის ერთადერთი,რომელიც ზეციური ცეცხლით განადგურდა.

ძველი ირლანდიური ციხე-ქალაქები დუნდალკა და ეკკოსა,ცნობილი ხატუსსასა და ძველი ინდოეთის ქალაქები დღევანდელ დღემდე შემოინახავენ
ფერფლს,ამის მიზეზი თანამედროვე მეცნიერებს ვერ ამოუხსნიათ,ამოუცნობია რა კატასტროფა მოხდა კოსმოსში,მაგრამ მეცნიერები იტოვებენ იმედს,რომ შემდგომი თაობები მაინც მოიძიებენ ამ ამოუხსნელი კატასტროფის მიზეზს….
შემოგთავაზებთ მცირე ინფორმაციას რობერტ კოლდევეის შესახებ.

რობერტ კოლდევეი (1855-1925) გერმანელი არქეოლოგი,რომელმაც აღმოაჩინა გათხრების შედეგად ბაბილონის გოდოლის ნანგრევები.მან განათლება მიიღო ბერლინინში,მიუნხენში და ვენაში.მან მიიღო კარგი განათლება და ამასთანავე ენერგიაც,რომ ეწარმოებინა არქეოლოგიური გათხრები სირია,იტალია,სიცილია და საბერძნეთში.1897-98 წლებში ხელმძღვანელობდა გათხრებს ძველი ბაბილონის ნანგრევებზე სადაც აღმოაჩინა ნაბუქოდონოსორის დროინდელი საბრძოლო იარაღები.90 მეტრიანი გოდოლის საძირკველი,დაკიდული ბაღები და იშტარის კარიბჭე მოპირკეთებული ფილებით.კოლდევეის მიერ ბაბილონში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დიდი დახმარება გაუწია ბიბლიის მკვლევარებს,რადგანაც მაშინდელ ბაბილონში ცხოვრობდა და წინასწარმეტყველებდა ეზეკიელ წინასწარმეტყველი.

იმედია მოგეწონათ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button