გართობა

ტვინის გასანძრევი პოსტი #2

183f50e85f5a

ვინაიდან და რადგანაც, დაგპირდით სააზროვნო კითხვების მეორე ნაწილს, გავაგრძელე და ნახეთ გაგრძელებაში…

დავიწყეთ…

1. აშშ-ში ბავშვებსა და ახალგაზრდებს შორის, პერსონაჟების ცნობადობის მიხედვით, ადგილები ასე გადანაწილდა:
მესამე ადგილი – ბეტმენი; მეორე ადგილი – მიკი მაუსი. ხოლო პირველ ადგილზე გასული პერსონაჟი პირველად გამოჩნდა თამაშში “დონქი კინგი”. დაასახელეთ ეს პერსონაჟი.

2. რომში — 42-ია, პრაღაში — 38, კიევში — 34, თბილისსა და ტაშკენტში — 22-22, მინსკში — 15, ნოვოსიბირსკში — 10, ერევანში — 9. ზოგიერთ ქალაქში კი საერთოდ არ არის. რის შესახებაა საუბარი?

3. ამერიკელმა პუბლიცისტმა ვენს პაკარდმა მას ასე უწოდა: “ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში”. რაზეა საუბარი?

4. ავსტრიაში — გროსგლოკნერი, პორტუგალიაში — სერა და ეშტრელა, შვეიცარიაში — დიუფური, ნორვეგიაში — გალჰეპიგენი, გერმანიაში — ცუგშპიცე, საქართველოში — ?

5. ფილმში „აპოლო 13“ არის ასეთი ეპიზოდი: როცა ხომალდი მიწას უახლოვდება, ასტრონავტი თიშავს ყველა მოწყობილობას და ამბობს: „ახლა კი შტურვალთანაა …………“ . დაასახელეთ სახელი და გვარი, რომელიც ასტრონავტმა თქვა მაშინ.

გაგრძელება იქნება ;)

წყარო: moazrovne.net

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button