გამოგონებასაკითხავისასარგებლო

კროსვორდის შექმნის ისტორია

5a9b035e8873
რა არის კროსვორდი და ვინ გამოიგონა ის…

კროსვორდი (ინგ:Cross-გადაკვეთა,Word-სიტყვა) სიტყვათა თავსატეხის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. თანამედროვე კროსვორდები ჩვეულებრივ მართკუთხა ჯვარედინი შავ-თეთრი კვადრატებისგან შედგება; თავსატეხის მიზანია თეთრი კვადრატების ასოებით შევსება ისე, რომ მათ სიტყვები (ან ფრაზები) შექმნან შვეულად ან თარაზულად, დამხმარე წინადადებების მეშვეობით, რომლებიც ამ სიყვებზე მიგვანიშნებენ. შავ კვადრატებს ასოები არ შეესაბამება და ისინი სიტყვათა განცალკევებისთვის გამოიყენება (ერთმანეთის მიყოლებით მდგომი თეთრი კვადრატების ბლოკი შეესაბამება სიტყვებს ან ფრაზებს). კვადრატები, რომელშიც პასუხი უნდა დაიწყოს დანომრილია, მარცხნიდან მარჯვნივ, ზემოდან ქვევით. ხოლო მინიშნება (დახმარება) კი ამ რიცხვებზე და ასევე მიმართულებაზე (შვეულად თუ თარაზულად) მიუთითებს.

კროსვორდების შექმნას ხშირად კრუცივერბალიზმს უწოდებენ, ხოლო მათ შემქმნელებს კი კრუცივერბალისტებს.

შექმნის ისტორია: ერთხელ ქ.კაპშტატის ერთ-ერთ გაზეთის მთავარმა რედაქტორმა საპატიმროდან წერილი მიირო. კონვერტში კვადრატებითა და ასოებით აჭრელებული ფურცელი იდო. წერილში ეწერა: “ძვირფასო ბატონო რედაქტორო, ახალი გასართობი გამოვიგონე ჯვარედინი სიტყვების გამოცანა და იქნებ თქვენს გაზეთში დაბეჭდოთ.” რედაქტორს გაეცინა, წერილი ჯიბეში ჩაიდო და მალევე მიავიწყდა.

ერთ მშვენიერ დღეს რედაქტორი თავის მეგობრებთან ერთად კლუბში იჯდა, წერილი გაახსენდა და მათ უჩვენა. ისინი დაინტერესდნენ და დაიწყეს მსოფლიოში პირველი კროსვორდის ამოხსნა. როცა მიზანს მიაღწიეს ბავშვებივით გაიხარეს.

მეორე დღეს მთავარი რედაქტორი საპატიმროში მივიდა და კროსვორდის ავტორი ვიქტორ ორვილე მოინახულა. იგი საგზაო ავარიის გამო იჯდა ციხეში და მოწყენილობისაგან თავის დასაღწევად ეს გასართობი გამოიგონა. მალე კროსვორდის ეპიდემია მთელს მსოფლიოს მოედო.

მსგავსი ამბები

Back to top button