გართობა

ტვინის გასანძრევი პოსტი :)

e44df3544ec4

გთავაზობთ რამდენიმე სახალისო შეკითხვებს. როგორც ჩანს, ყველას ძალიან მოსწონს ასეთი პოსტები. ამიტომ კიდევ ერთხელ გაძლევთ მსჯელობის საშუალებას. გაგრძელებაში…

1. 1240 წელს, როცა მონღოლმა დამპყრობელმა იხილა ეს ფაქტი, უბოდა “მას ის”. დაწერეთ ის ორი სიტყვა, რასაც დღეს ხშირად ნახავთ თბილისში წარწერების სახით.

2. როგორც აზიმოვი ამბობდა, საითაც არ უნდა შეეტრიალებინა მას ის, მეცნიერულ აღმოჩენას აკეთებდა. დაასახელეთ, რაზეა საუბარი?

3. ისტორიკოსებმა კვლევისას აბრაამ ლინკოლნის სხოვრებაში ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს. იგი მაკრატელს, დანას, ტყვიას, პურის და ძეხვის ნაჭრებს იყენებდა არა მხოლოდ მათი ჩვეულებრივი დანიშნულებით, არამედ კიდევ ერთი რამისთვის. დაასახელეთ, კიდევ რისთვის შეიძლება გამოეყენებინა მას ეს ნივთები?

4. ” The Times”-ის ერთ-ერთი ჟურნალისტი წერდა: საბჭოთა კავშირში რაც უფრო დიდი იყო ქალაქი, მით მეტი იყო მისი სიმაღლე. სინამდვილეში კი მისი სიმაღლე 168 სმ იყო. რაზეა საუბარი?

5. დაასახელეთ ზომით პატარა სახელმწიფო, რომლის ბიბლიოთეკაში ყველაზე მეტი ეროტიული შინაარსის წიგნებია.

სულ ეს იყო. თუ მოგეწონებათ, კიდევ გავაგრძელებ.

კითხვები (პასუხებიანად) მომაწოდა stratofile. დიდი მადლობა მას… :yvavili:

მსგავსი ამბები

Back to top button