არქივი

რეკლამის ისტორია

a11303e936d7

რეკლამა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,ის გვხვდება ყველგან ტელევიზიაში,რადიოში,ბეჭდურ მედიაში,ქუჩაში…ზოგჯერ ის თავს გვაბეზრებს,მაგრამ ქვეცნობიერად დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე. მოდით გადავხედოთ რეკლამის ისტორიას . ..

უძველესი ეგვიპტელები იყენებდნენ პაპირუსს,რათა დაემზადებინათ გაყიდვების განცხადებები და კედლის პლაკატები. კომერციული განცხადებები და პოლიტიკური კამპანიის რეკლამის ნიმუშები ნაპოვნია პომპეის ნანგრევებში და ანტიკურ არაბეთში.“დაკარგულია ან ნაპოვნია“ რეკლამები იყო გავრცელებული ძველ საბერძნეთსა და რომში.კედლზე ხატვა იყო და არის რეკლამის ფართოდ გავრცელებული ფორმა,ისინი დღესაც გვხვდება აზიაში,აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.ეს ფორმა მიეკუთვნება ინდურ rock art და თარიღდება ძჳ.წ 4000 წ.შუა საუკუნებში როდესაც ქალაქები თანდათან გაიზარდა და მოსახლეობის უმეტესობამ კითხვა არ იცოდა იყენებდნენ სპეციალურ ნიშნებს მაგალითად მკერავები აკრავდნენ კოსტიუმის სურათს,მჭედლები ცხენის ნალის და ა.შ ასევე გავრცელებული იყო ხმამაღლა ყვირილი გამყიდვლების მიერ ,რათა ხალხი მიეზიდათ: ) ნელ-ნელა რეკლამები გამოჩნდნენ გაზეთებში მე-17 საუკუნეში ინგლისში.

1836 წლის ივლისში ფრანგულმა გაზეთმა La Presse პირველად გამოაქვეყნა რეკლამა,რომელშიც ფული იყო გადახდილი.დაახლ.1840 წელს პალმერმა დაარსა სარეკლამო სააგენტოს წინამორბედი ბოსტონში.
პირველი რეკლამა ,რომელშიც „სექსუალური ელემენტები“ იყო შერეული შექმნა ქალმა ამერიკაში და ამ რეკლამის ფრაზა იყო“კანი რომელის შეხებაც გიყვართ“.ეს იყო საპნის რეკლამა : )
ადრეულ ოციან წლებში რადიოს მეშვეობით რეკლამა კიდევ უფრო გავრცელდა და დაიწყეს გადაცემების სპონსორების მოძიება.

რეკლამა ტელევიზიის განუყოფელ ნაწილად იქცა.ადრეულ 50იან წლებში DuMont Television Networkმა დაიწყო გადაცემებისთვის სპონსორების მოძიება,რაც გაუჭირდა და შეუდგა მცირე სარეკლამო ბლოკების გაყიდვას ..ამან კი ნამდვილი ბუმი გამოიწვია : ) 1960იანი წლები მიჩნეულია ამერიკული რეკლამის კრეატიულ რევოლუციად,ეს პერიოდი ასოცირდება უილამ ბერნბაჩის სახელთან რომელმაც შექმნა რევოლუციური ვოლკსვაგენის რეკლამები.

c66f2889b4cf

1990იანი წლებიდან რაც უფრო განვითარდა საკაბელო ტელევიზია,რეკლამამ „ფრთები შეისხა“.არსებობს სპეციალური არხები რეკლამაბისთვის Home Shopping Network, ShopTV Canada და ა.შ…მალე რეკლამამ ინტერნეტ სივრცეც დაიპყრო და გაბატონდა..

ეს რეკლამა მოგვიწოდებს გავსუქდეთ : ) (საინტერესოა ეს რეკლამა ჩვენს დროში რამდენად პოპულარული იქნებოდა : )

9b6f8c0f00ea

ეს კი Coca Cola-ს 1890იანი წლების რეკლამა : )

a11303e936d7

ეს რეკლამა გვიბიძგებს შევიძინოთ უახლესი გამოშვების ტელევიზორი : )

99f768c27208

ეს რეკლამა კი BONKERS ხილის კანფეტების დაგემოვნებას გვირჩევს : )

4fefbff560a4

დღესდღეობით რეკლამა არის ყველგან იქნება ეს ინტერნეტი ტელევიზია თუ ქუჩა..რეკლამები ჩვენზე დიდ გავლენას ახდენენ,ისინი პიარისა და მარკეტინგის ნაწილნი არიან..ზოგჯერ ნერვებს გვიშლიან მაგრამ რას ვიზამთ უნდა ავიტანოთ,რადგან ჩვენი რეალობა წარმოუდგენელია მათ გარეშე.მე ერთს გირჩევთ ნუ მოექცევით რეკლამების გავლენის ქვეშ .. . : )

წყარო: sociologebi.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button