გასართობისასარგებლო

ენის გასატეხები

ac7887ae636e
აბა ვისაც გვინდა ჩვენი ენა დავტეხოთ,დავამტვრიოთ და დავამსხვიოთ, გავაგრძელოთ
ვკითხულობთ სწრაფად და ხმამაღლა

1.ჭინჭარში ჭიჭინობელა ჭიანურივით ჭიჭინებს

2.თამთა თეთრ თუთას თქაფთქაფით ჭამდა.

3.ყვავო, ყვავო, ყვანჩალა, აქ რამ მოგაჩანჩალა?

4. კაჭაჭში კჭკაჭი ჭიანჭველას არ აჭაჭანებს.

5. ჩინეთიდან ჩინელებმა ჩაი ჩამოიტანეს, ჩაიდანში ჩაყარეს და ჩაატარ-ჩამოატარეს.

6.თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა.

7.აბლაბუდა, მაბლაბუდა, შიგ ობობა გაბლანდულა.

8.. დაფაციცებულნი ფრინველნი უფრო დაფაციფუცდებიან.

9.ბაყაყი წყალში ყიყინებს.

10.. ჭია ჭიჭინაძე ჭიშკართან ჭრიჭინას ჭრილობას ჭინჭრით უხვევდა.

11. შარიანი შარისათვის შარს დაეძებს შარა-შარა.

12.ყვავი ყვა-ყვას ყრანტალებსო, ყორანი კი აჯავრებსო.

13.წამხედურმა წაიხედა, ცალი ფეხი წაიტეხა

14. კუბიკში რომ კუბიკია, იმ კუბიკში კუბიკი დევს.

15.კაპიკი გაკაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა.
/ნაბუქოდონოსორმეფე განაბუქოდონოსორმეფებულა/
/სარტყელი მივირტყ მოვირტყი და მირტყმულ მორტყმული დავიარები/ (იმედია სწორად დავწერე :D )

წყარო:children.wanex.net
სურათი ვერაფერი ვნახე თემის შესაფერისი და აჰჰა… :) თან ბლოგზეც ვერ ვნახე მსგავსი პოსტი

მსგავსი ამბები

Back to top button