არქივი

უცნაური და საინტერესო ანდერძები

1b2dff03bd2b

ხშირად გიოცნებიათ, ვინმეს თქვენთვის ანდერძით ქონება დაეტოვებინა? მე ნამდვილად მიოცნებია ამაზე. ალბათ ის ადამიანებიც (და არა მხოლოდ) ოცნებობდნენ ამაზე, მაგრამ ზოგიერთს იმედი გაუცრუვდა. ნახეთ გაგრძელებაში… ;)

ყველაზე შეურაცხმყოფელი ანდერძი – შუასაუკუნეების ერთმა ფერმერმა ანდერძით 100 ლივრა დაუტოვა თავის ცოლს. მაგრამ დამატებაში მიუთითა, რომ თუ მისი ცოლი გათხოვდებოდა, მას კიდევ 100 ლივრა გადაეცემოდა, რათა ის უბედური (იგულისხმებოდა მეორე ქმარი) ცოტა მაინც გაბედნიერებულიყო. აღსანიშნავია, ამ დროს არ შეიძლებოდა განქორწინებები.

ისტორიულად მნიშვნელოვანი ანდერძი – ასეთი ანდერძი დატოვა უილიამ შექსპირმა. იგი საკმაოდ მეწვრილმანე ადამიანი აღმოჩნდა. ანდერძში შეტანილი იყო ყველაფერი, დაწყებული ავეჯიდან, დამთავრებული ფეხსაცმლით. სწორედ ეს ანდერძია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც ადასტურებს შექსპირის არსებობას.

ყველაზე მოკლე ანდერძი – ლონდონელმა ბანკირმა დაწერა მსოფლიოში ყველაზე მოკლე ანდერძი. იგი შეიცავდა მხოლოდ სამ სიტყვას: ,,მე საბოლოოდ გავკოტრდი”.

c741b3087291

ყველაზე ცნობილი ანდერძი – ალფრედ ნობელმა დაწერა ყველა დროის ყველაზე ცნობილი ანდერძი. ეს ანდერძი მისი ნათესავების დიდი დავის საგანი გახდა. ნობელისგან მათ მხოლოდ ნახევარი მილიონი კრონი გადაეცათ, დანარჩენი 30 მილიონი კი გადაირიცხა ნობელის პრემიების დასარიგებლად.

ყველაზე გაუგებარი ანდერძი – მარსელელმა ფეხსაცმლის ხელოსანმა ისტორიაში ყველაზე გაუგებარი ანდერძი დაწერა. ანდერძი 123 სიტყვისაგან შედგებოდა და აქედან 84 სიტყვის ამოკითხვა შეუძლებელი იყო.

ყველაზე საიდუმლო ანდერძი – მილიონერმა მიშელ როტშილდმა დაწერა მსოფლიოში ყველაზე საიდუმლო ანდერძი. ანდერძში რამდენჯერმე იყო გამეორებული სიტყვები: ,,კატეგორიულად ვკრძალავ ჩემი ქონების ყველანაირ აღწერას, ნებისმიერი სახით სასამართლო ჩარევას და ჩემი ქონების გამოქვეყნებას”. ასე რომ, მისი ქონების რეალური მოცულობა დღემდე არავინ იცის.

8be650efd065

ყველაზე რთული ანდერძი – ასეთი ანდერძი დატოვა ფიზიკოსმა ნილს ბორმა. ანდერძში გამოყენებული იყო ბევრი ტერმინი და რთული ფრაზეოლოგიური გადახრები, ამიტომ მის გასაშიფრად ექსპერტ-ლინგვისტების დახმარება გახდა საჭირო.

ყველაზე ბევრი მემკვიდრე – ჰენრი ფორდმა საკუთარი 500 მილიონი დოლარი გადაუნაწილა 4157 სასწავლო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს.

ცხოველისთვის გადაცემული ყველაზე დიდი ქონება – ამ ანდერძთან არის დაკავშირებული აგრეთვე ყველაზე სულელური ისტორია დაკავშირებული მემკვიდრეობასთან. მილიონერმა კინოპროდუსერმა როჯერ დორკასმა მთელი თავისი 65 მილიონი დაუტოვა თავის ძაღლა მაქსიმილიანს. სასამართლომ ანდერძი სრულიად კანონიერად მიიჩნია, რადგან მილიონერის სიცოცხლეშივე მაქსიმილიანს გაუმზადა ყველანაირი საბუთი. დორკასმა ცოლს მხოლოდ ერთი ცენტი დაუტოვა. ცოლიც არ დაიბნა და ცოლად გაყვა მაქსიმილიანს და სიკვდილამდე მშვიდად განაგებდა მის ქონებას.

მსგავსი ამბები

Back to top button