არქივი

საათი-ტელეფონი სენსორული დისპლეით!

36224c482f5b
ევროპაში დაიწყო ორიგინალური მობილური ტელეფონის sWaP Rebel-ის (smart Watch and Phone) გაყიდვა, რომელსაც აქვს მაჯის საათის ფორმა.

სიახლის ზომებია: 205×45,5×17,5 მმ (სამაგრით) და წონა 65 გრ. კორპუსის წინა მხარეს განთავსებულია 1,46 დიუმიანი სენსორული დისპლეი წერტილოვანი გარჩევადობით 176×132; ხოლო სამართავად გათვალისწინებულია კალამი.

სიახლის არსენალში შედის: კამერა ვიდეოს ჩაწერის ფუნქციით ( გარჩევადობა არ სახელდება), MicroSD ფორმატის ფლეშ-ბარათის სლოტი ( კომპლექტში შედის 2 გბ მეხსიერება), FM-ტუნერი და USB ინტერფეისი, რომელიც ჩაშენებულია სამაგრში. აპარატს შეუძლია МР3-ფაილების გაშვება და ასევე გათვალისწინებულია GSM 850/900/1800/1900 მჰც სტანდარტის ქსელებში მუშაობის მხარდაჭერა.

აკუმულატორული ელემენტის ავტომატური მუშაობის დრო ერთხელ დამუხტვის შემთხვევაში აღწევს 85 საათამდე მოლოდინის რეჟიმში და 130–160 წუთამდე საუბრის რეჟიმში. სამომხმარებლო ინტერფეისი გადათარგმნილია რამოდენიმე ენაზე.

sWaP Rebel-ის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 300 დოლარს.
051d34c7e5f0

წყარო: hi-tech.ge

მსგავსი ამბები

Back to top button