გამოგონებასასარგებლო

ტელეფონის ჯიხური

გაინტერესებთ ვინ გამოიგონა ტელეფონის ჯიხური?

როგორც ბევრი სხვა გენიალური გამოგონება, სატელეფონო ჯიხურიც ცხოვრებისეული სიტუაციის კარნახითაა შექმნილი. 1988 წლის ერთ ბნელ ღამეს, კონექტიკუტის შტატის ქალაქ ჰარტფორდის მცხოვრები უილიამ გრეი უშედეგოდ ცდილობდა მის სახლთან მდებარე ფაბრიკაში შესვლას. მას რაიმე კრიმინალური ზრახვა კიარ ამოძრავებდა, არამედ ცოლის ავადმყოფობით შეშინებულს ექიმთან დარეკვის სურვილი კლავდა. ხანგრძლივი ბრაგაბრუგის შემდეგ ყარაულმა შეიცოდა საბრალო და … ქალი გადარჩა!

სწორედ ამ შემთხვევამ შთააგონა გრეის სატელეფონო ჯიხურის იდეა. პირველი ჯიხური, რომელიც ჰარტფორდის ფოიეში დადგეს, სულაც არ ჰგავდა მის თანამედროვე ვარიანტს. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ მოიგონეს მონეტებითა და ჟეტონებით მომუშავე აპარატები. მანამდე კი სატელეფონო ჯიხურები მხოლოდ ბანკების, რესტორნებისა და სასტუმროების ფოიეებში იდგა. მათ ზედამხედველს უყენებდნენ, რომელიც კლიენტებს ჯიხურში კეტავდა და სანამ საფასურს არ გადაიხდიდნენ, გარეთ არ უშვებდა.

ზოგიერთი სატელეფონი ჯიხურები თითქმის ლეგენდად იქცა. მაგალითად, ინგლისური წითელი ჯიხური ბრიტანეთის ისეთივე სიმბოლოა, როგორც ბიგ-ბენი და ტაუერის ხიდი. არგენტინაში დგას მსოფლიოს ყველაზე “მაღალმთიანი” ჯიხური, რომელიც ზღვის დონიდან 6700მ სიმაღლეზეა განთავსებული. ჩილელებმა კი, თხა თხაზე ნაკლებიო და… ჯიხური ანტარქტიდაზე დაამონტაჟეს (?!)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close