არქივი

პირველადაა გამოკვლეული შორეული სუპერ-დედამიწის ატმოსფეროს პარამეტრები

a2fbb5532f0c
ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის ასტრონომებმა პირველად შესძლეს სუპერ-დედამიწის GJ 1214b ატმოსფეროს პარამეტრების გაზომვა, რომელთა შედეგად გამოირკვა, რომ პლანეტის აირის გარსი შედგება ან წყლის ორთქლისგან, ან მკვრივი ღრუბლების დიდ რაოდენობას შეიცავს.

ერთი წლის წინათ აღმოჩენილი პლანეტა გველისმჭერის (ლათ. Ophiuchus, ცის ეკვატორზე მდებარე თანავარსკვლავედი. მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი 2,1 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. საქართველოს ტერიტორიიდან კარგად მოჩანს მაის-ივნისში) თანავარსკვლავედში დედამიწიდან 40 სინათლის წლის დაშორებითაა. პლანეტის საკმაოდ დეტალური კვლევის შესაძლებლობა იმის შედეგია, რომ დედამიწიდან დამკვირვებელთან მიმართებაში ობიექტი რეგულარულად გადის საკუთარი ვარსკვლავის დისკოს წინ, მისი სიკაშკაშის ცვალებადობის ფიქსაციის შედეგად მეცნიერებმა არა მარტო პლანეტის აღმოჩენა, არამედ მისი წონის განსაზღვრაც შესძლეს – 6,5 დედამიწის და რადიუსი – 2,63-ჯერ მეტი ჩვენზე. ანუ GJ 1214b ერთ-ერთი ყველაზე პატარაა ცნობილ სუპერ-დედამიწებს შორის, CoRoT-7b და Kepler-9d-თან ერთად.
8b233d5edb0b
ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჯეიკობ ბინი (Jacob Bean) ამბობს, რომ «წინა გამოკვლევებმა უჩვენეს, რომ GJ 1214b-ს მძლავრი ატმოსფერო უნდა ჰქონდეს, რადგანაც მისი სიმკვრივე ძალიან პატარაა ციური სხეულისთვის, რომელიც მხოლოდ მყარი ნივთიერებისგან შედგება. თუმცა მისი ატმოსფეროს შემცველობის დადგენა მხოლოდ პლანეტის მასისა და რადიუსის საფუძველზე შეუძლებელია».

ტმოსფეროს შესაძლო აგებულების ვარიანტებს შორის მეცნიერები სამ ტიპს გამოყოფენ. პირველი – პლანეტა წყალბადიანი ატმოსფეროთი, ნეპტუინის ან ურანის მსგავსი, მაგრამ უფრო პატარა. მეორე – «წყლიანი სამყარო»: ატმოსფეროში წყლის ორთქლის მეტი კონცენტრაცია, ზედაპირზე შესაძლო თხევადი წყლის არარსებობისას მაღალი ტემპერატურის გამო. მესამე – პლანეტა ატმოსფეროში მეტი რაოდენობის მკვრივი ღრუბლებით ან აეროზოლებით.

იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად როგორაა აგებული პლანეტის ატმოსფერო, კვლევის ავტორები 2010 წლის აპრილიდან მაისამდე სისტემის GJ 1214 სპექტრომეტრიულ გაზომვებს ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის (ESO) ტელესკოპის VLT ერთ-ერთი მოწყობილობის დახმარებით აწარმოებდნენ. ისინი აკვირდებოდნენ თუ როგორ იცვლება ვარსკვლავის სპექტრი პლანეტის მისი დისკოს წინ გავლისას, რადგანაც გამოსხივების ნაწილი პლანეტის ატმოსფეროში გადის და მისი თვისებების შესახებ ინფორმაციის მატარებელია. გამოირკვა, რომ გაზომვადი სპექტრი «გლუვია» და ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის პირდაპირი განსაზღვრა შეუძლებელი აღმოჩნდა. ძირითადი ვარაუდის სახით მიღებულია ვერსიები იმის თაობაზე, რომ GJ 1214b-ის ატმოსფერო შეიძლება შედგებოდეს წყლის ორთქლისგან ან მასში დიდი რაოდენობით შეიძლება იყოს მარილის მჟავის მარილები. ამ პრობლემის გადასაჭრელად მომავალი კვლევებია აუცილებელი.
წყარო:
www.aqualung.ge

მსგავსი ამბები

Back to top button