არქივი

ხასიათი,დაბადების საათის მიხედვით

f5382300782f

არ გჯერათ?ვიცი ვიცი…თქვენ თვითონ შეაფასეთ…ბოლოს კი ჩემს შეფასებასაც იხილავთ :yvavili:

მაშ ასე…რადგანაც დიდი ხანია პოსტი აღარ დამიდია,ახლა კი თავისუფალი დრო გამომიჩნდა..გადავწყვიტე თქვენი გახარება :) ნუ უმეტესობის მაინც…

ვიწყებთ :)

თქვენ დაიბადეთ 24.00-2.00 შუალედში

ვენ მერკური გმართავთ.ძალიან ცნობისმოყვარე და ახალი ინფორმაციის “მშთანთქავი” ხართ :) სწავლაში და კარიერაში ეს რა თქმა უნდა კარგი თვისება,მაგრამ რა პირად ცხოვრებაში.ძალიან ულამაზოდ გამოიყურება თქვენი მიდრეკილება ჭორებისადმი,ხოლო მუდმივი თვალყურის დევნება თქვენს საყვარელ ადამიანს დააფრთხობს და დაშორებასაც გამოიწვევს.თუმცა,პარტნიორის შეცვლა თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.თქვენი ინფორმირებულობა,კარგი ხასიათი მუდმივად გამყოფებთ ყურადღების ცენტრში,ეს კი- საყვარელი ადამიანის ძებნას აადვილებს.სხვათა შორის- ადამიანები,რომლებიც დაიბადნენ იგივე საათებში,რომლებშიც თქვენ- თავის ასაკდე უფრო ახალგაზრდად გამოიყურებიან.საბოლოოდ შეიძლება ითქვას,რომ თქვენ ძალზედ ახალგაზრდა და ეგზალტირებული ბრძანდებით.

თქვენ დაიბადეთ 2.00-4.00 შუალედში

თქვენ გმართავთ ვენერა.თქვენ შეგვიძლია შეგარქვათ- მშრომელი ფუტკარი.თუ კარგ ანაზღაურებას შემოგთავაზებ,მთებსაც კი გადადგამთ,მაგრამ სამუშაოს მაინც შეასრულებთ.ფულის ხარჯვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გაქვთ.ასევე სიყვარულშიც არ უშვებთ შანსს,ისევე როგორც პროფესიულ საქმიანობაში.საკმარისია ვინმეს თვალი დაადგათ,რომ ვერაფრით ვერ მოგიცილებთ :) დამეთანხმეთ,ეს ყველას არ მოეწონება..ძალიან დიდია თქვენი მესაკუთრის გრძნობა.

თქვენ დაიბადეთ 4.00-6.00 შუალედში(ეს მე გახლავართ :))

თქვენ გმართავთ მარსი.მარსმა,დაბადებისას დიდი ლიდერობა ჩააქსოვა თქვენში…თქვენი ბედი- მაღალი თანამდებობის დაკავებაა.თუ ეს არ მოხდება,თქვენი წადილი საომარ ფორმას იძენს.ვინც ჭკვიანია,მიხვდა,რომ უფრო უსაფრთხოა დაგიტოვოთ თავისუფლება და დამოუკიდებლობა,ვიდრე შეგიზღუდოთ ის.თქვენ ხშირად ძალიან პირდაპირები ხართ,რის გამოც სამართლიან შენიშვნებს იღებთ.ყველაფერს აკეთებთ დასახული მიზნის მისაღწევად.აი ტყუილი და ორპირობა ტქვენთვის უცხოა.არავინ შეუმჩნევია მასეთი ფაქტი და ეს თვითონ თქვენში არ დევს.ყველაზე მთავარი რაც გაკლიათ- ეს სხვისი ნდობაა.

თქვენ დაიბადეთ 6.00-8.00 შუალედში

თქვენ გმართავთ ნეპტუნი.ძალიან ფაქიზი და მგრძნობიარე ბუნება გაქვთ.შინაგანი სამყარო დაკეტილია გარშემომყოფთათვის.მარტოდ ყოფნა- ყველაზე საყვარელი საქმიანობაა.რეალობა უსამართლო და მტკივნეულია,ამიტომ ზღაპრებისა და ფანტაზიების სამყაროში გადაინაცვლებთ ხოლმე.საოცარი ინტუიცია გაქვთ და თუ მას განავითარებთ,კარგ შედეგებს მიაღწევთ მისტიკაში ან მომავლის განჭვრეტაში.პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი არ გიყვართ,თუმცა მზად ხართ გაწიროთ იგი რაიმე დიდი მიზნისთვის.

თქვენ დაიბადეთ 8.00-10.00 შუალედში

თქვენ გმართავთ ურანი.ძალიან მომხიბვლელი ხართ და ადამიანები მიიწევენ თქვენკენ.გნდობენ ყველაზე დიდ საიდუმლოებსა და აზრებს.სხვა ყველაფერში უბრალო,არა გამორჩეული ბრძანდებით.თქვენი ხასიათის თვისებებია: ადამიანურობა,უბრალოება,ჰუმანიზმი.ალბათ,თქვენ თავს ადამიანების დახმარებას მიუზღვნით.

თქვენ დაიბადეთ 10.00-12.00 შუალედში

თქვენ გმართავთ სატურნი.ძალიან მყარი თვითდისციპლინა და ცხოვრების პრინციპები გაქვთ.უფრო მეტიც,ცხოვრებაში არც ერთხელ სპონტანური გადაწყვეტლება არ მიგიღიათ,ამიტომ,ყველაზე კარგი რისი გაკეთებაც შეგიძლიათ- პოლიტიკაში წასვლაა.სატურნის შვილები ხშირად აღწევენ წარმატებას კარიერაში.ღმერთმა დაიფაროს,ვინმე გზაზე გადაგეღობოთ! სჯობს თქვენი მეომრული თვისებები არ დამალოთ,რადგან ადრე თუ გვიან მოგიწევთ ცხვრის ტყავის ჩამოგდება.

დღეისთვის სულ ესა…აუცილებლად შემოგთავაზებთ მეორე ნაწილს :) როგორც ვთქვი,აქ ჩემი დაბადების საათიცაა მითითებული…დიახ მე ასეთი გახლავართ…არ ვიცი რა კავშირია საათსა და ფსიქოლოგიას შორის,თუმცა შედეგი განსაცვიფრებელია. ;)
დიდი მადლობა ყველას.

BY ნაწკა

მსგავსი ამბები

Back to top button