კულტურა

მსოფლიოში ყველაზე პატარა მანქანა Peel P50

f624b0c2b6ca

1955 წელს გამოშვებული Peel P50 ჯერ კიდევ ხმარებაშია და ინარჩუნებს მსოფლიოში ყველაზე პატარა მანქანის ტიტულს.

გასაოცარია რომ ამ მანქანამ გაუძლო ათწლეულებს და აქამდე ემსახურაბა პატრონს ქალაქის გადატვირთულ ქუჩებში. P50 ისეთი პატარა სატრანსპორტო საშვალებაა რომ მისი ზომები ბევრ შესაძლებლობას აძლევს მძგოლს, თუნდაც შენობაში შესვლა და ლიფტით სარგებლობა, რისი ჩვეულებრივი მანქანით წარმოუდგენელიც იქნებოდა. მაგრამ გასაკვირი არაა როცა გაიგებ რომ ამ მანქანის სიგრძე 134 სანტიმეტრია, სიმაღლე – 120 სიგანე კი 99 სანტიმეტრს არ აღემატება, ხოლო რადგან წონა სულ რაღაც 59 კილოგრამია ადვილად შეიძლება მისი ხელით გადაადგილება. Cyril Canell და Henry Kissack-მა ამ უმარტივესი სატრანსპორტო საშვალების გამოგონებისას გამოიყენეს მოპედის 49(cc) კუბური სანტიმეტრის, ორ ტაქტიანი, სამ სიჩქარიანი ძრავი, რომელსაც 4,5 ცხენის ძალა ქონდა. ამ ძრავის საშვალებით P50-ს შეეძლო 50-60კმ/ს სიჩქარე განევითარებინა, რაც სავსებით საკმარისი იყო ქალაქში სამოძრაოდ.
მეორეს მხრივ P50 ბევრგან აჩენდა თავის სისუსტეებს. მას არ შეეძლო უკუსვლა, ოდნავ მაღალ სიჩქარეზე უჭირდა მანევრირება
და თუ მძგოლი ყურადგებით არ ატარებდა ადვილად შეეძლო ამოტრიალებულიყო. მოპედის ძრავი არც თუ ისე ჩუმი იყო და მძგოლს მოესვენებას არ აძლევდა. აგრეთვე კიდევ ბევრი რამ, რაც დიდ გავლენას ახდენდა მის კომფორტზე.
მიუხედავად ყველა მინუსისა ეს გენიალური სატრანსპორტო საშველება ქალაქში ისეთი სწრაფი და ეფექტურია რომ ხალხი ჩვენ დგეებშიც არ თაკილობს P50-ზე დაჯდომას, მითუმეტეს როცა საწვავის ფასი მატულობს, ამ მანქანას შეუზლია 100 კილომერი გაგატაროთ სულ რაღაც 2 ლიტრით, რაც გენიალურია!!!

მსგავსი ამბები

Back to top button