გართობაუცნაური

სტალინის აგარაკი ახალ ათონში

Новый Афон. Дача И.В. Сталина

1993 წლიდან ეს ობიექტი საბოლოოდ გადაეცა აფხაზეთის ხელისუფლებას (იქამდე ყოფილი საბჭოთა კავშირის ლიდერები გორბაჩოვის ჩათვლით პერიოდულად ისვენებდნენ აქ),  ხოლო ბოლო პერიოდში ის გახდა ტურისტებისათვის  ღირსშესანიშნაობად.

100 რუსულ მანეთად შემოგთავაზობენ პატარა ექსკურსიას, მაგრამ საჭიროა, რომ წინასწარ შეიკრიბოს ჯგუფი რამდენიმე კაცისაგან.  ამას გარდა აქ ხდება  VIP-დასვენების ორგანიზება  2500-2700 მანეთად დღეღამეში.

Новый Афон. Дача И.В. Сталина

Новый Афон. Дача И.В. Сталина

Новый Афон. Дача И.В. Сталина

ერთერთ ტურისტულ საიტზე არის ასეთი  რეკლამა:

“აფხაზეთის სტუმართმოყვარეობის სამსახური “აფსნი” გთავაზობთ ექსკლუზიურ დასვენებას სტალინის აგარაკის აპარტამენტებში, ახალ ათონში. ადრე შეიძლებოდა სტალინის სახელმწიფო აგარაკის ტერიტორიის  მხოლოდ ექსკურსიით მონახულება.

სახელმწიფო აგარაკი მდებარეობს რამდენიმე წუთის სავალზე ახალი ათონის მონასტერიდან და გარშემორტყმულია საოცრად ლამაზი პალმების, ევკალიპტების, ციტრუსის ხეების და კვიპაროსების  პარკით.    სახლში შენარჩუნებულია  ინტერიერი, ბევრი   ავეჯი და სხვადასხვა  ნივთები შექმნილი იოსებ სტალინისათვის.

აპარტამენტები მეფურია :  ძვირფასი მძიმე ფარდები, ავეჯი წითელი ხისაგან, დიდი ტერასები – ლოჯები, საიდანაც იშლება შესანიშნავი  ხედი მონასტერით,  ევკალიპტების პარკი ზღვის პირას.

აგარაკი ჩაძირულია პალმების და ევკალიპტების სიმწვანეში.  გზა ზღვისაკენ ცაუვლის  ახალი ათონის მონასტერს.
სტალინის აგარაკის ლამაზი პარკი  გადაშლილია შოსემდე  –  მისი დანახვა შეიძლება შემოვლებული ბეტონის ღობის მიღმა.  გზაზე გასავლელთან მოწყობილია მიწისქვეშა შესასვლელი,  რომელსაც მივყავართ დაკეტილ პლიაჟამდე  და ბეტონის ნავსაყუდელამდე.  სტალინის აგარაკზე ისვენებდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებისაა ლუჟკოვი და ჟირინოვსკი.

სტალინის აგარაკის ოდნავ ზევით დგას ახალი ათონის მონასტრის ხელმძღვანელის  ყოფილი სახლი, რომელშიც ცხოვრობდა ბერია.
სტალინის აგარაკი – იდეალური ადგილი უიქენდისათვის და ხანგძლივი დასვენებისათვის “.

ხედი აგარაკიდან ახალი ათონის მონასტერზე, პარკზე და ზღვაზე:

Новый Афон. Дача И.В. Сталина

როგორც ამბობენ მარტო აფხაზეთში სტალინს ჰქონდა 5 აგარაკი. კერძოდ გაგრაში და რიცას ტბაზე. მაგრამ ამ აგარაკზე, რომელიც აშენებულია 40-იანი წლების ბოლოს, სტალინი ცხოვრობდა  რამდენიმე თვით, ხუთი-ექვსი შევლისას.

შესაბამისად აქ პირდაპირი სამთავრობო კავშირიც იყო და შტაბმომსახურება 800 ადამიანისაგან შემდგარი,  აგრეთვე აქ იყო საიდუმლო გასავლელები როგორც ზღვაზე, ისე რკინისგზასთან და ბევრი სხვა ამდაგვარი. ყვებიან, რომ ზღვაში სტალინი არ შედიოდა, მისთვის აბაზანას ავსებდნენ ზღვის წყლით, რომელიც მოედინებოდა მილებში.  აგარაკზე არის სამი დიდი სივრცის  საძინებელი ოთახი.

დაგებადებათ კითხვა  – რა საჭიროა სამი საძინებელი ერთი ადამიანისათვის  (სტუმრებს პოლიტბიუროდან  განათავსებდნენ დასაძინებლად  მეზობელ კოპრუსში)? რა თქმა უნდა ეს კეთდებოდა კონპირაციულობისათვის.  თუ სტალინს ეძინა ერთერთ მათგანში, მაშინ სხვა საწოლში შეიძლება მოეთავსებინათ მანეკენი. თვით  იმ ოთახშიც სადაც მას ეძინა ,  მას შეეძლო დაეძინა არა საწოლში, არამედ გვერდით მდგომ დივანის  კიდეზე.  ის იტანჯებოდა დევნის მანიით…

მთელი შენობა , გარდა აბაზანისა  გაწყობილია სხვადასხვა სორტის ხისაგან ( კოპიტი,  წიფელი,  კაკლით,  კარელიის არყის ხით, წაბლით და სხვა).  არსად არ არის არც შპალიერი და არც საღებავი.  არსად არ არის გათეთრებული კირით არც ჭერი და რაც კედლები.  ლამაზია, გემოვნებით შესრულებული და ჰარმონიული!

სამუშაო ოთახი, აფხათის დროშით:

Новый Афон. Дача И.В. Сталина

საკონფერენციო დარბაზი:

Новый Афон. Дача И.В. Сталина

შიშკინის ნახატი. ახლა აქ კოპიო კიდია, ორიგინალი, რომელიც ეკიდა სტალინის დროს, რომელიღაც მუზეუმს გადაეცა.

Новый Афон. Дача И.В. Сталина

Новый Афон. Дача И.В. Сталина

საძინებელი ოთახები:

Новый Афон. Дача И.В. Сталина

Новый Афон. Дача И.В. Сталина

Новый Афон. Дача И.В. Сталина

Новый Афон. Дача И.В. Сталина

საშრობი:

Новый Афон. Дача И.В. Сталина

ტერასა:

Новый Афон. Дача И.В. Сталина

აი აბაზანაც, იმ პერიოდის შემდეგ გადაკეთებული:

Новый Афон. Дача И.В. Сталина

jarji

minda viyo erterti avtori blogis

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button