ახალი ამბებისაკითხავი

ყველა დროის 10 საუკეთესო playmaker


იხილავთ ჩამონათვალს
10) მიხაელ ლაუდრუპი. დაიბადა 1964 წლის 15 ივნისს. დანიური ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. სხვადასხვა დროს გამოდიოდა მადრიდის რეალის,

ბარსელონას, ლაციოს, აიაქსისა და იუვენტუსის რიგებში

9) რონალდინიო(21.03.1980) . კარიერა დაიწყო  მშობლიურ ბრაზილიაში, კერძოდ საფეხბურთო კარიერა დაიწყო ბრაზილიურ კლუბ გრემიოში. შემდეგ იყო პარიზ სენ-ჟერმენი (PSG), ბარსელონა და დღეს მილანის რიგებში გამოდის.

8) ფერენც პუშკაში. (02.04.1927-17.11.2006) ლეგენდარული უნგრელი ფეხბურთელი. მადრიდის რეალის ლეგენდა! საკლუბო დონეზე ჩატარებულ 523 მატჩში გაიტანა 509 გოლი. ხოლო ნაკრების მაისურით 85 მათჩში მეტოქეთა კარი 84ჯერ აიღო.

7) რობერტო ბაჯო (18.02.67) იტალიელი ფეხბუღტელი. გამოდიოდა ვიჩენცას, ფიორენტინას, იუვენტუსის, მილანის, ბოლონიას, ინტერის და ბრეშას რიგებში. 488 მატჩში 218 გატანილი გოლი

6) დენის ბერგკამპი. (10.05.1969) ჰოლანდიელი ფეხბურთელი. ცნობილი იყო თავისი ვირტუოზული ტექნიკით და გამაოგნებელი გადაცემებით. გამოდიოდა აიაქსის, ინტერის და არსენალის რიგებში

5) მიშელ პლატინი. (21.06.1955) ფრანგი ფეხბურთელი. სხვადასხვა დროს იცავდა ნანსის, სენტ-ეტიენის და იუვენტუსის რიგებს. ამჟამად არის UEFA_ს პრეზიდენტი.

4) ზინედინ ზიდანი. (23.06.1972) ფრანგი (წარმოშობით ალჟირელი) ფეხბურთელი. მისი ღირსებების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს! გამოდიოდა კანის, ბორდოს, იუვენტუსის და მადრიდის რეალის რიგებში.

3) იოჰან კრუიფი (25.04.1947) აიაქსისა და ბარსელონას ცოცხალი ლეგენდა.

2) დიეგო მარადონა (30.10.1960) არგენტინელი ფეხბურთელი. ბოკა ხუნიორსიდან მიაშურა ბარსელონას, სადაც ერთი წელი დაჰყო და შემდეგ მიაშურა იტალიის ერტ-ერთ საშუალო დონის კლუბ ნაპოლიში და ევროპული ფეხბურთის გრანდად აქცია.

1)პელე. (23.10.1940) ბრაზილიელი ფეხბურთელი. რომელსაც თავის კარიერის თავის კარიერის მანძილზე ევროპაში არ უთამაშია. სანტოსის რიგებში ჩატარებულ 1184 მატჩში გაიტანა 1124 გოლი, ნიუიორკ კოსმოსის რიგებში 64 მატჩში 37 გოლი. ხოლო ბრაზილიის ნაკრების მაისურით მოწინააღმდეგე 92 ჩატარებულ მატჩში 77 დაამწუხრა.

წყარო: The SUN, Wikipedia და მე :)

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close